უთვისებო კაცი (I)
სიახლე
34.95
ავტორი: რობერტ მუზილი
მთარგმნელი: მაია ბადრიძე
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
„უთვისებო კაცი“ ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის (1880- 1942) მთავარი რომანი და მოდერნიზმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. წიგნი, რომელიც 20 წელზე მეტხანს იწერებოდა, სხვა დიდი მოდერნისტის, ფრანც კაფკას რომანების მსგავსად, დაუსრულებელი დარჩა. ამ მასშტაბური, მრავალპერსონაჟიანი ნაწარმოების მოქმედება ვენაში, 1913 წლის აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს იწყება. ავსტრია-უნგრეთის იმპერია ბოლო დღეებს ითვლის – პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებამდე სულ ცოტა ხანია დარჩენილი. სწორედ ამ დროს უცხოეთიდან იმპერიის დედაქალაქში ბრუნდება უთვისებო კაცი, 32 წლის მათემატიკოსი, სახელად ულრიხი...
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 34.95
- ნანახია
- 110
მსგავსი პროდუქტები
ბიძაჩემი ნაპოლეონი
ავტორი: ირაჯ ფეზეშქზადი
სპარსულიდან თარგმნა თეა შურღაიამ.
„ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (1973) დღემდე ყველა თაობის ირანელის საყვარელი საკითხავია. რომანის ფრთიან გამოთქმებად ქცეულ ფრაზებს ყველა ირანელი ცნობს. წიგნის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეთა ირანში შესვლის პერიოდში ხდება. თუმცა ძირითადი მოვლენები სხვა ფრონტზე ვითარდება – ერთ დიდ ოჯახში, რომელსაც განდიდების სენით შეპყრობილი „პატრიარქი“ მართავს. რა თქმა უნდა, ეს ისტორიაც სიყვარულით იწყება...
ირაჯ ფეზეშქზადი (1927-2022) თეირანში დაიბადა. იურიდიული განათლება ირანსა და საფრანგეთში მიიღო. ერთხანს მოსამართლედაც იმუშავა. საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როცა მოთხრობების გამოქვეყნება დაიწყო. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ მწერალი საფრანგეთში დარჩა, სადაც ჟურნალისტად მუშაობდა. მისი ყველაზე გამორჩეული და გახმაურებული რომანია „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ – სოციალური სატირა, რომელსაც კრიტიკოსები „თანამედროვე სპარსული ლიტერატურის შედევრს“ უწოდებენ.
19.47
29.95
ა ქიუს ნამდვილი ამბავი
ავტორი: ლუ სსუინი
ჩინურიდან თარგმნეს ზურაბ მამნიაშვილმა („ა ქიუს ნამდვილი ამბავი“) და ელისო ელისაშვილმა („შეშლილის დღიური“).
თანამედროვე ჩინური ლიტერატურის ფუძემდებელ ლუ სსუინს (1881-1936) ჩინელები დღემდე „ერის სულს“ უწოდებენ. მწერლის მოკლე რომანის, „ა ქიუს ნამდვილი ამბის“ მთავარი გმირი XX საუკუნის ჩინელთა ტრაგიკული ჩამორჩენილობისა და სულიერი დაცემის სიმბოლოდ იქცა. რომანის კვალდაკვალ ცნება აქიუიზმიც კი გაჩნდა. ეს არის ერთგვარი სოციალური მანკი, დაბეჩავებულის სულიერი ანესთეზიის მეთოდი, რომელიც ამართლებს მონურ ყოფას, უსამართლობასა და თვითნებობას. ა ქიუს რწმენით „ეს ცხოვრება, ალბათ, ასეა მოწყობილი და ზოგჯერ აუცილებელია, ადამიანი სადმე შეაგდონ ხოლმე, ზოგჯერაც – საიდანმე გამოაგდონ... ზოგჯერ აუცილებელია, თავიც წააცალონ...“.
წიგნში, რომანის გარდა, შესულია ლუ სსუინის ცნობილი მოთხრობა „შეშლილის დღიური“.
8.42
12.95
ალექსის ზორბასის ცხოვრება
ავტორი: ნიკოს კაზანძაკი
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
დიდ ბერძენ მწერალ ნიკოს კაზანძაკისს (1883-1957) მსოფლიო, უპირველეს ყოვლისა, „ალექსის ზორბასის ცხოვრების“ ავტორად იცნობს. წიგნში მთხრობელი მწერალია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, ძირფესვიანად შეცვალოს თავისი ცხოვრება: კუნძულ კრეტაზე მურა ნახშირის საბადოს ქირაობს და „ნამდვილი საქმის“ გასაკეთებლად მიემგზავრება იქ. მართალია, საქმეში წარმატებს ვერ აღწევს, მაგრამ ბედი ახვედრებს ადამიანს, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს მწერლის პიროვნებაზე. ეს ადამიანი ალექსის ზორბასია – კაცი რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს, სრულიად თავისუფალია, მათ შორის მორალური აკრძალვებისგან, და რომლისთვისაც დიდი განსხვავებაა არაა ღმერთსა და ეშმაკს შორის.
12.97
19.95