პარადიის არდადეგები
9.95
ავტორი: თეა თოფურია
სერია: კლასგარეშე საკითხავი
პარადია ქალაქია. აქ კალენდარი წრეზე არ ბრუნავს. ამიტომ ბოლო ორმოცდაათი წელია, მხოლოდ იანვარი დგას. აქ თავიანთი უცნაური დღეები აქვთ: „საიდუმლოს გამხელის დღე“, „ლარნაკების შესაფუთი ბუშტუკებიანი პარკების დახეთქვის დღე“... აქ რომ მოხვდე, შენი არსებობის არავის უნდა სჯეროდეს. ათასში ერთხელ პარადიელებისთვის არდადეგები დგება და ბედნიერია, ვინც ამ არდადეგებს თუნდაც შემთხვევით შეესწრება.
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 9.95
- ნანახია
- 68
მსგავსი პროდუქტები
წერილი ბოთლში
ავტორი: თეა ლომაძე
სერიის დასახელება: კლასგარეშე საკითხავი
მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს.
ქალაქის მკვიდრების ნაწილი მარიამის მშობლიურ ენაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ენაზე,
რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან
საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ქალაქში ყველამ იცის.
პატარა გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად, მანამ სანამ ქალაქში
უცნაური ამბები არ დაიწყება. ქალაქელები ორ ნაწილად დაიყოფიან, იმის მიხედვით
ვინ რომელ ენაზე საუბრობს. ერთმანეთს უმტკიცებენ, რომ მათი ენა უფრო ძველია
და ზღვისპირა ქალაქის პირველი მკვიდრებიც სწორედ ისინი იყვნენ. ადამიანების
ერთი ნაწილი თეთრი, ხოლო მეორე ნაწილი ლურჯი ყელსახვევებით დადის.
პატარა გოგონა გულით ცდილობს მოახერხოს ერთმანეთზე გაბრაზებული ადამიანების
შერიგება და ამისთვის ერთ ჭკვიანურ ხერხს მიმართავს.
9.95
ვინი ფუჰი
ავტორი: ა. ა. მილნი
სერიის დასახელება: კლასგარეშე საკითხავი
„ვინი ფუჰი“ საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოიცა და მაშინვე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. დათუნია ვინის, მისი მეგობარი გოჭიკოსა და ტყის სხვა ბინადრების ამბები ალან ალექსანდერ მილნმა თავისი ვაჟის, ქრისტოფერ რობინისთვის დაწერა. მას შემდეგ „ვინი
ფუჰი“ მილიონობით ბავშვის საყვარელ საკითხავად იქცა. ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ეს გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და „ვინი ფუჰის“ ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.
14.95
ქართული ზღაპრები
სერიის დასახელება: კლასგარეშე საკითხავი
ეს წიგნი პატარა მკითხველს ქართული ხალხური ზღაპრების სამყაროში
ამოგზაურებს. ასფურცელას, ნაცარქექიას, კომბლეს, ხუთკუნჭულას, მუჭანახევარას,
წიქარას, ცეროდენას და სხვათა ამბები ია გიგოლაშვილმა დაასურათა, რათა ეს
მოგზაურობა ბავშვებისთვის ერთიორად გაემხიარულებინა.
14.95