ნიღბის აღსარება
ფასდაკლება
10.37 15.95
ვტორი: იუკიო მიშიმა
იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც, დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს. ძალადობა, სხვადასხვა სახით გამოვლენილი სექსუალობა, ადრეულ ასაკში სიკვდილის გამძაფრებული წყურვილი – ამ წიგნში იუკიო მიშიმასთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებს ვხვდებით, რომლებსაც მოგვიანებით დაწერილ რომანებში იგი არაერთხელ დაუბრუნდება.
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 10.37
- ძველი ფასი
- 15.95
- ნანახია
- 316
მსგავსი პროდუქტები
მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა
ავტორი: ბოჰუმილ ჰრაბალი
მთარგმნელი: სულხან მუხიგულაშვილი
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი - ეს დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) საყვარელი თემებია, რომლებსაც ავტორი ამ პატარა, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება. ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის Love-story-ს ჰყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი - მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში ვაგონეტზე შემომდგარა - მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.
12.95
კაფკას ლეოპარდები
ავტორი: მოასირ სკლიარი
მთარგმნელ(ებ)ი ზაზა ჭილაძე
სერიის დასახელება ET CETERA
ბრაზილიელი მწერლის, მოასირ სკლიარის (1937-2011) რომანი „კაფკას ლეოპარდები“ ახალგაზრდა ებრაელის, ბენიამინ კანტაროვიჩის, მეტსახელად „თაგუნას“, თავშესაქცევ ამბავს მოგვითხრობს. ლევ ტროცკისთან შეხვედრაზე მეოცნებეს ბედისწერა დიდ თავსატეხს უმზადებს: მის ხელში თავად ფრანც კაფკას ხელნაწერი აღმოჩნდება, რომელსაც გასაღები უნდა მოარგოს.
1916 წლის ზამთარია. გათოშილი, თავგზააბნეული ბენიამინ კანტაროვიჩი პრაღის ქუჩებში დაეხეტება და მინიშნებებს ეძებს… წიგნში მოულოდნელობა მოულოდნელობას ენაცვლება, მთავარ გმირს კი ისღა დარჩენია, ჰრადშინის ციხესიმაგრის უკან, ალქიმიკოსების ქუჩაზე, ფრანც კაფკას პატარა ოთახს მიადგეს და კარზე დააკაკუნოს.
9.95
პორტნოის სინდრომი
ავტორი: ფილიპ როთი
მთარგმნელი: ქეთი ქანთარია
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი, ფილიპ როთი (1933-2018) არაერთი ბრწყინვალე რომანის ავტორია, თუმცა „პორტნოის სინდრომი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969 წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თამამი წიგნი მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში.
17.95
ოქროს ტაძარი
ავტორი: იუკიო მიშიმა
მთარგმნელი: დავით გოგინაშვილი
მე-20 საუკუნის იაპონური ლიტერატურის შედევრს, იუკიო მიშიმას (1925-1970) „ოქროს ტაძარს“ საფუძვლად კიოტოში მომხდარი ნამდვილი ამბავი უდევს. მწერალი ადამიანის ყველაზე რთულად ასახსნელი ინსტინქტების ჩვენებას ისე ახერხებს, რომ მკითხველს დამზაფრავი გულწრფელობით გამორჩეული მთავარი გმირის თანამზრახველად აქცევს. სილამაზის არსის შეცნობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ქცეულა ბუდისტი მორჩილისთვის, რომლის ფიქრებიც მუდმივად დასტრიალებს ოქროს ტაძარს – სრულყოფილების განსახიერებას. რამდენად ძლიერია განადგურების ვნება მაშინ, როცა საკუთარ არასრულყოფილებას ბოლომდე აცნობიერებ? წლების შემდეგ იუკიო მიშიმა სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, მისი მთავარი გმირის ნააზრევი კი სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენს.
11.67
17.95
კარგი კაცი სანთლით საძებარია
ამერიკული ლიტერატურა წარმოუდგენელია ფლენერი ო’კონორის (1925-1964) გარეშე. მწერლის მემკვიდრეობა, სხვა დიდი სამხრეთელის - უილიამ ფოლკნერის წიგნებთან ერთად, სამხრეთული გოთიკის კლასიკაა. „კარგი კაცი სანთლით საძებარია“ - კრებული, რომელშიც ათი მოთხრობა შედის - 1955 წელს გამოიცა. მწერალი სწორედ მოთხრობის ჟანრის ოსტატად ითვლება.
ეს წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია არა მხოლოდ ავტორის შემოქმედებაში, არამედ მთელ XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში. ფლენერი ო’კონორის სამყარო სასტიკია - სავსე ადამიანთა აულაგმავი სურვილებითა და ბნელი ზრახვებით, ადამიანებისა, რომლებსაც არც ღმერთის სწამთ და არც ეშმაკის ეშინიათ.
15.95