santaesperanza
მოთვალთვალე
მოთვალთვალე

მოთვალთვალე
სიახლე


11.9

ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი

მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

„საბედნიეროდ, არავითარი კანონი არ არსებობს – კბილის ტკივილი აგებს ბრძოლას, წვიმიანი დღე აუქმებს დანიშნულ ამბოხს, – ყველაფერი არამდგრადია, ყველაფერი შემთხვევითია, და სულ ტყუილუბრალოდ ცდილობდა ის დონდლო და ბუზღუნა, ვიქტორიანული ეპოქის კუბოკრულშარვლიანი ბურჟუა, უძილობისა და შაკიკის ნაყოფი ბნელი ნაშრომი „კაპიტალი“ რომ დაწერა“.

ასე მოკლედ, ასე სხარტად, ასეთი იუმორით ალბათ არავის დაუხატავს კომუნისტებისთვის სათაყვანებელი კერპის – მარქსის პორტრეტი.

ნაბოკოვმა „მოთვალთვალის“ წერა 1929 წლის ბოლოს დაიწყო და ეს ვრცელი მოთხრობა მომდევნო წლის თებერვალში დაასრულა.

ბერლინში დაწერილი ეს ნაწარმოები ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და მახვილგონივრული ქმნილებაა, რომელშიც მწერლის სტილის სიმწიფის ყველა ორიგინალური შტრიხი განსხეულდა. ამ მეტაფიზიკური დეტექტივის საკუთარ თავზე ავადმყოფურად შეყვარებული გმირი, როგორც კი თავისთვის უჩვეულო გარემოში აღმოჩნდება, სინამდვილესა და საკუთარ „მეს“ არაამქვეყნიურ პრიზმაში ხედავს.

 


გამომცემლობა
სულაკაური
ფასი
11.9
ნანახია
61
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები