მიო, ჩემო მიო (9-11)
8.9
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ეს არის ასტრიდ ლინდგრენის უმშვენიერესი ზღაპარი პატარა ბიჭზე. მისი სახელია ბოსე, სტოკჰოლმის ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობს და ჰგონია, რომ არავის უყვარს… ბიჭი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში შორეული ქვეყნის უფლისწულია, ბოსე კი არა, მიო ჰქვია და ბავშვების გადასარჩენად სასტიკ მხედარ კიტოს უნდა შეებრძოლოს…
წაიკითხე ეს საოცარი თავგადასავალი და შეიყვარე მამაცი და კეთილი მიო!
მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
- გამომცემლობა
- სულაკური
- ფასი
- 8.9
- წონა
- 0.172
- ნანახია
- 1199
მსგავსი პროდუქტები
ბიძია სევას ამბები (9-11)
ავტორი: დავით ჯავახიშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ბიძია სევას უმცროსი მეგობარი, რვა წლის ცოტნე, სასაცილო და საოცარ ამბებს გვპირდება. არ გეგონოს, რომ ის ან წიგნის სხვა გმირები ავტორმა გამოიგონა. ბიძია სევა მართლა ცხოვრობდა ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა და მართლა ისეთი მხიარული იყო, როგორიც ამ წიგნშია.
9.9
ბულერბიელი ბავშვები (9-11)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: ჯენეტ ბაჯელიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა – ბრიტა და ანა, მესამეში კი – ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან – სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან… წაიკითხეთ ამ ექვსი არაჩვეულებრივი ბავშვის ყოველდღიური ამბები და იხალისეთ მათთან ერთად.
10.9
მაგდანას ლურჯა და სხვა მოთხრობები (9-11)
ავტორი: ეკატერინე გაბაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ეკატერინე გაბაშვილის უკვდავ მოთხრობებზე არაერთი თაობაა აღზრდილი. ამ კრებულში შესულია ყველასათვის საყვარელი საყმაწვილო მოთხრობები: `ჩვენი კაკლის ხე~, `ხატაურა ჩემია~, `როგორ მიეგება სვიმონიკა ახალ წელს~, `ოჯახის ბურჯი~, უსინათლო ლექსო~ და სხვა.
ასევე, შესულია მოთხრობა `მაგდანას ლურჯა~, რომლის მიხედვით ფილმიცაა გადაღებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს. გაბაშვილის მოთხრობების გმირი ბავშვები – როგორც გლეხების, ისე წარჩინებულთა შვილები, ალალ-მართალნი, მეგობრულები, გამტანები, შრომისმოყვარეები და უზომოდ გულმოწყალენი არიან.
მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
8.9
სათაგური და სხვა მოთხრობები (9-10)
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილია ვაჟა-ფშაველას რჩეული მოთხრობები.
მწერალი მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით გვიხატავს გასულიერებული ბუნების სურათებს, მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს; გადმოსცემს ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების „განცდებს“, ქმნის პერსონაჟთა კოლორიტულ სახეებს…
მისი მოთხრობების პერსონაჟ ცხოველებს ადამიანების მსგავსად შეუძლიათ ფიქრი, განსჯა თუ ოცნება. მათთვის „უმაღლესი ადამიანური გრძნობებიც კი უცხო არ არის“.
„სათაგური“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ხმელი წიფელი“, „ქუჩი“, `სვავი“, „პაპას მსოფლიო ფიქრები“… უდავოდ უნიკალური ნიმუშებია ქართული კლასიკური პროზისა.
თხრობის სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა ადვილი აღსაქმელია მოზარდი მკითხველისათვის, ხოლო ორიგინალური შავ-თეთრი ილუსტრაციები განსაკუთრებულ ელფერს სძენს ვაჟას გმირებს.
9.9
ჩვენც სალტკროკელები ვართ
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მელკერსონების ოჯახი, მამა და ოთხი შვილი, ზაფხულის გასატარებლად სტოკჰოლმიდან კუნძულ სალტკროკაზე მიემგზავრება. ბავშვები ჩასვლისთანავე დაუმეგობრდებიან სალტკროკელებს და სულ მალე მთელი გულით შეუყვარდებათ მთელი კუნძული.
„ჩვენც სალტკროკელები ვართ“ ასტრიდ ლინდგრენის ყველაზე დიდი და, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური წიგნია. აქ თითქოს არაფერია მოგონილი პატარა, უკბილო სტინას ზღაპრების გარდა. დიახ, ამ საოცარ წიგნში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სევდაც ბევრია და სიხარულიც, ხიფათიც და გამართლებაც, იმედგაცრუებაც და ბედნიერებაც. წაიკითხეთ და თქვენც გახდით სალტკროკელი, რუკაზე არარსებული, მაგრამ ყველაზე რეალური კუნძულის მოსახლე.
12.9