მეტამორფოზის სიმბოლოები
ფასდაკლება
19.47 29.95
ავტორი:კარლ გუსტავ იუნგი
სერია : NONFICTION
შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ
ლიტერატურაში. ამ ნაშრომში ჩამოყალიბებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის
სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს თამაშობს. „მეტამორფოზის სიმბოლოებში“ იუნგი ავითარებს მოძღვრებას კოლექტიური
არაცნობიერის, როგორც ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკის, მათ შორის – მითებისა და სიზმრების – წყაროს შესახებ. აქვე დაწვრილებითაა განხილული ლიბიდოს გამოვლინებები რელიგიურ ტექსტებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 19.47
- ძველი ფასი
- 29.95
- წონა
- 0.619
- ნანახია
- 579
მსგავსი პროდუქტები
ღვთის მოლოდინი
ავტორი: სიმონ ვეი
სერია: დიოგენე NONFICTION
მთარგმნელი: თამარ ლომიძე
1943 წელს ინგლისში, ეშფორდის სანატორიუმში უხეირო კვებისა და გართულებული ტუბერკულოზისაგან 34 წლის ასაკში გარდაცვლილი სიმონ ვეი მეგობრების წრის მიღმა სრულიად უცნობი იყო, მისი ნაწერებიდან კი დღის შუქი მხოლოდ რამდენიმეს ეხილა. სიმონ ვეი – პარიზელი ინტელექტუალი, რომელმაც ქარხნის მუშობა გადაწყვიტა, პაციფისტი, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომში საბრძოლველად წავიდა, ქრისტიანი, რომელმაც ნათლობაზე თქვა უარი – დღეს მეოცე საუკუნის უდიდეს რელიგიურ მოაზროვნედაა აღიარებული. ალბერ კამიუ, სიმონ ვეის წიგნების მთავარი გამომცემელი, მისი ნააზრევისაგან დიდად იყო დავალებული.
„ღვთის მოლოდინი“ რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსის წერილებისა და ესეების კრებულია, რომლებიც სიმონ ვეიმ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაწერა. ეს ტექსტები წიგნად მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა წერილების ადრესატმა, დომინიკელმა მოძღვარმა ჟან-მარი პერენმა.
17.95
ვუთხრათ სიცოცხლეს ,,დიახ"!
ავტორი: ვიქტორ ფრანკლი
სერია: დიოგენე NONFICTION
მთარგმნელი: მაია ბადრიძე
„...მოათრევენ თორმეტი წლის ბიჭს, რომლისთვისაც ბანაკში ფეხსაცმელი არ მოიძებნა და ამიტომ იძულებული იყო, საათობით მდგარიყო ფეხშიშველი თოვლში მოედანზე, მერე კი სიცივეში ემუშავა; ფეხის თითები მოჰყინვია და ამბულატორიის ექიმი გაშავებულ მოყინულ თითებს პინცეტით აძრობს. ტყვე ამ ყველაფერს უყურებს და ზიზღის, შიშის, თანაგრძნობისა და აღშფოთების განცდის უნარი დაჰკარგვია. ბანაკში ყოფნის რამდენიმე კვირის მანძილზე იმდენი გატანჯული ადამიანი, ავადმყოფი, მომაკვდავი და მკვდარი ნახა, რომ ჩვეულებრივ სანახაობად ქცეული ეს სცენა აღარ აღელვებს“.
ამ წიგნის ავტორმა სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოსცადა. 37 წლის ვიქტორ ფრანკლს იქ მოხვედრისას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას. „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ (1946), წიგნი, რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა ავტორმა ცხრა დღეში დაწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს.
ვიქტორ ფრანკლი (1905 – 1997), ავსტრიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ლოგოთერაპიის ფუძემდებელია. ლოგოთერაპია ვენური ფსიქოთერაპიის „მესამე სკოლაა“ (პირველი და მეორე ფროიდსა და ადლერს გულისხმობს). ფრანკლი თვლიდა, რომ პიროვნების უმთავრესი მოტივაცია ცხოვრების საზრისის ძიებაა, ფსიქოთერაპიის ამოცანა კი ამ საზრისის პოვნაში დახმარებაა.
15.95
ფსიქოლოგია და რელიგია/პასუხი იობს
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი
მთარგმნელი: მაია ბადრიძე
სერია: დიოგენე NONFICTION
წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875 – 1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის.
13.62
20.95
ფოტოგრაფია
ავტორი: სიუზენ ზონტაგი
მთარგმნელი: გია ჭუმბურიძეზაზა ჭილაძე
სერიის დასახელება: NONFICTION
„ფოტოგრაფია ელეგიური ხელოვნებაა, ასე ვთქვათ, ბინდბუნდის... ყოველი ცალკეული ფოტოსურათი სიკვდილის გარდუვალობის შეხსენებაა, memento mori. სურათის გადაღება სხვა ადამიანის (ან საგნის) მოკვდაობასთან, მოწყვლადობასთან, ცვალებადობასთან თანაზიარობაა. ამა თუ იმ ცხოვრებისეული მომენტის შერჩევითა და მისი გაქვავებით ნებისმიერი ფოტო დროის შეუქცევად დნობას ადასტურებს“.
ამერიკელი ფილოსოფოსისა და მწერლის, სიუზენ ზონტაგის (1933 – 2004) ესეების კრებული „ფოტოგრაფია“, გამოცემიდან თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგაც, ამ თემაზე დაწერილ წიგნებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია (ისევე, როგორც ავტორის ბიბლიოგრაფიაში). კრებულში შესული ექვსი ესე 1973-დან 1977 წლამდე New York Review of Books-ში ქვეყნდებოდა, 1977-ში კი წიგნად გამოიცა. ეს არ არის მხოლოდ ფოტოგრაფიაზე შექმნილი თეორიული ნაშრომი, ზონტაგის თვალსაწიერი, როგორც ყოველთვის, გაცილებით ფართოა, მისი ნააზრევის სიღრმე და ორიგინალობა კი მკითხველის ხედვას სამუდამოდ ცვლის.
წიგნი გამოცემულია პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფინანსური მხარდაჭერით.
19.95
ფსიქოლოგია და ალქიმია
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი
სერია : NONFICTION
„ფსიქოლოგია და ალქიმია“, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლგუსტავ იუნგის (1875-1961) ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი, 1944 წელს
გამოიცა. წიგნში იუნგი იკვლევს ინდივიდუალური სიზმრების სიმბოლიკას და მისმიმართებას ალქიმიასთან, ისევე, როგორც რელიგიური იდეებისა და ალქიმიის
ურთიერთკავშირს.
ფუნდამენტური თეზისი, რომლის განვითარებასაც იუნგი ფსიქოლოგიისა და ალქიმიის კავშირის შესახებ ცდილობს, იმაში მდგომარეობს, რომ ალქიმია ეყრდნობა
კოლექტიური არაცნობიერის სიმბოლოებსა და ხატებს. მეცნიერებამდელიადამიანისთვის არ არსებობდა მკაფიო ზღვარი სუბიექტსა და ობიექტს შორის. იგი
არაცნობიერად ახდენდა შინაგანი მდგომარეობის პროეცირებას გარე ობიექტებზე (განსაკუთრებით, მისთვის უცხო ობიექტებზე). იუნგის აზრით, ალქიმიური სიმბოლიკის ანალიზი ბევრის მთქმელია ადამიანის არაცნობიერი ფსიქიკური ცხოვრების შესახებ.
29.95