მაგია
30
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი
"მაგია" 18 ვრცელი თავისგან შედგება და ტექსტში საუბარია ტაძრის, წრის, საკურთხევლის, წმინდა მირონის, მახვილის, თასის, კვართის, ზარისა და ყველა იმ დანარჩენი ინსტრუმენტისა და იარაღის სიმბოლურ მნიშვნელობაზე, რომელსაც უმაღლეს მედიტაციურ ტექნიკებში ჯადოქარი იყენებს.
აქ აღწერილია თითოეული ამ ნივთის დანიშნულება, მათი სიმბოლური დატვირთვა, რიტუალური მიზანი, გამოყენების მეთოდი და მიმართება პრიმორდიალურ ნიშნებთან და სახე-ხატებებთან.
ტექსტში დეტალურადაა განხილული და გაანალიზებული ის ნაბიჯები, რომელსაც ახალი ეონის ჯადოქარი, ინიციაციის დროს, ამ მაგიური იარაღებით აღკაზმული დგამს.
გარდა ინვენტარის განხილვისა, Frater Perdurabo, ნების ჩამოყალიბების, განვითარებისა და გამოვლინების პროცესზე საუბრობს.
- გამომცემლობა
- ახალი ეონის ბიბლიოთეკა
- ფასი
- 30
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 595
მსგავსი პროდუქტები
გნოსტიკური სახარება
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი
"გნოსტიკური სახარება" ოცამდე ტექსტისგან შემდგარი კრებულია, სადაც თავმოყრილია I-დან VII საუკუნემდე შექმნილი გნოსტიკური ნამუშევრები.
წიგნში შესულია ისეთი მნიშვნელოვანი ტექსტების თარგმანები, როგორებიცაა "სახარება თომასი", "სახარება მარიამ მაგდალინელისა", "სახარება იუდა ისკარიოტელისა", "სახარება პეტრესი", "ჰიპოსტაზები არქონებისა", "ნიკოდემუსის სახარება", "ფილიპეს სახარება", "იაკობის სახარება" და მრავალი სხვა გნოსტიკურ-ქრისტიანული, ებრაული, ბერძნულ-რომაული ნამუშევარი, რომლებშიც გნოსტიკური ფილოსოფია და სპირიტუალური სწავლება ღმერთების და არქონების, ეონებისა და პლერომას შესახებ, უმაღლესი პოეზიის ფორმებით არის გადმოცემული.
30
მისტიციზმი
ავტორი:ალისტერ ქროული
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი
გამომცემლობა: ახალი ეონის ბიბლიოთეკა
"მისტიციზმი" ალისტერ ქროულის ყველაზე ფუნდამენტური ტრაქტატის, Liber ABA-ს, პირველი ტომია, სადაც საუბარია იმ სულიერ გამოცდილებაზე, რომელიც ბუდას, იესოს, მუჰამედისა და მრავალი სხვა მასწავლებლის გონებაში დატრიალდა. აქ აღწერილია ის პროცესი, ის მოვლენები და შემთხვევები, რომელსაც ადამიანის გონება აწყდება ინიციაციის გზაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ტექსტი რაციონალური მსჯელობა და კრიტიკული ანალიზია და არა ისეთი ამპარტავანი სულიერი აბდაუბდა, დიადი გურუები რომ ატენიან ხოლმე თავიანთ მრევლს. ტექსტი ეპასუხება კითხვებს: რა მოხდა იესოს, ბუდას და მუჰამედის გონებაში? როგორ იქცნენ ისეთებად, როგორებადაც ისტორიას შემორჩნენ? რა პროცესებს გადიოდა მათი ცნობიერება, ვიდრე უმაღლეს ადამიანებად გარდაისახებოდნენ? ჩვენ როგორ შეგვიძლია მსგავსი გამოცდილება მივიღოთ?
ტექსტს დართული აქვს A∴A∴-ის* ოფიციალური ინსტრუქციები, ტექნიკები და რიტუალები, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს, უმაღლესი მაგიის მისტერიებს ეზიაროს.
25
აპოკრიფები, წიგნი მოციქულთა
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი
“აპოკრიფები, წიგნი მოციქულთა” მეორე ტომია “ახალი ეონის ბიბლიოთეკის” გნოსტიკური ლიტერატურის სერიისა - “აბრაქსას” - სადაც თავმოყრილია ის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ნაშრომები, რომელთა მეშვეობით გნოსტიკურ სწავლებას გავეცნობით და ამ უძველესი ცოდნის წიაღში აღმოცენებული მისტიკური ხედვის შესახებ შევიტყობთ.
აქ თავმოყრილი 12 უდიდესი, გნოსტიკური ალეგორიებითა და სიმბოლოებით გაჯერებული ტექსტი, რომელსაც ქართულ ენაზე მკითხველი პირველად გაეცნობა, ცხადად დაგვანახებს პლერომასა და კენომას ბუნებას და ეონების, არქონებისა და ღმერთების შესახებ მოგვცემს ცოდნას.
ქართულ ენაზე მკითხველი პირველად შეძლებს წაიკითხოს თარგმანები ისეთი ტექსტებისა, როგორებიცაა: იოანეს საიდუმლო წიგნი, იაკობის საიდუმლო წიგნი, იაკობის გამოცხადებები, ტრაქტატი სამყაროს შექმნის შესახებ, ეგვიპტური სახარება, დიალოგები მაცხოვართან და მრავალი სხვა ბრწყინვალე ნამუშევარი.
31
ოდინის შვილები
ავტორი:პადრიკ კოლუმი
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი
“ოდინის შვილები” 35 თავისგან შემდგარი ნაწარმოებია, რომელიც სკანდინავიელი ღმერთებისა და ქალღმერთების საქმეების შესახებ გვამცნობს. წინამდებარე ნამუშევრის დახმარებით, მკითხველი იმ დროში იმოგზაურებს, როდესაც ღმერთები ასგარდში ყველაზე მაღალ მთაზე ცხოვრობდნენ და ადამიანთა შორისაც დაიარებოდნენ.
“ოდინის შვილები” მოგვითხრობს, როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ იშვნენ ამ სამყაროში ღმერთები, გოლიათები, ადამიანები და სხვა ქმნილებები. გაიგებთ, თუ როგორ გასწირა ოდინმა მარჯვენა თვალი სიბრძნის მიღების სანაცვლოდ, როგორ დაადუღეს ჯუჯებმა მაგიური თაფლუჭი, როგორ დაწყევლა ჯუჯა ანდვარიმ ოქროს ბეჭედი და რა დაემართათ ამ ბეჭდის მფლობელებს; გაეცნობით მიოლნირის მპყრობელი თორის თავს გადამხდარ გასაოცარ თავგადასავლებს და ცბიერი ლოკის კეთილი და ავი საქმეების შესახებაც შეიტყობთ; გაიგებთ, როგორ და რატომ მოუკლა ლოკიმ უძველეს ღმერთს საყვარელი ვაჟი ბალდური.
წინამდებარე ნამუშევარი განკუთვნილია, სკანდინავიური მითოლოგიით დაინტერესებული, ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის.
30
ალ-ჯავშან ალ-ქაბირ
მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი
“ალ-ჯავშან ალ-ქაბირ” წინასწარმეტყველმა მუჰამედმა (კურთხეულ იყოს იგი) მთავარანგელოზი გაბრიელისგან (უფალმა დალოცოს იგი) მიიღო და ზეპირსიტყვიერი გადაცემის გზით, მის შვილთაშვილს, მეოთხე თაობის იმამს, ალი იბნ ალ-ჰუსეინ ზაინ ალ-აბიდინს (უფალმა წყალობა მოიღოს მასზე), გადაეცა, რომელმაც ეს ლოცვა წიგნად შეკრა.
ამ წიგნში მოცემული ლოცვა რამადანის თვეში, მარხვის პარალელურად იკითხება. ნათქვამია, რომ მორწმუნე, რომელიც რამადანის თვეში ამ წიგნს სამჯერ მაინც წაიკითხავს, ალლაჰი მასზე წყალობას მოიღებს, ცოდვებს მიუტევებს და აცხონებს.
35