კლოდი ქალაქში
8.9
ავტორი: ალექს ტ. სმიტი
მთარგმნელი: ნინო გოგალაძე
კლოდი ჩვეულებრივი ძაღლი არ არის – მისი ცხოვრება სავსეა არაჩვეულებრივი ამბებით.
პატარა, ფუმფულა და ძალიან გამჭრიახი კლოდი ბატონ და ქალბატონ პრიალაჭვინტებთან ცხოვრობს. ერთ დღესაც, როცა ბატონი და ქალბატონი პრიალაჭვინტები კლოდს მარტო დატოვებენ, ის თავის საუკეთესო მეგობართან, სერ ბურძგლაწინდასთან ერთად ქალაქში მიდის სასეირნოდ. კლოდს ფათერაკები ყოველთვის თან სდევს. მეგობრებო გზად ხელოვნების მუზეუმში შედიან, სადაც ძარცვას შეესწრებიან. კლოდი სიმამაცეს გამოიჩენს, მძარცველს ხელს შეუშლის და ქალაქის გმირის ტიტულსაც დაიმსახურებს.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 8.9
- ნანახია
- 93
მსგავსი პროდუქტები
უუუ კულელე და სხვა მოთხრობები (6-7 წელი)
ავტორი: ლელა ცუცქირიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ღამით, ძილის წინ, ალბათ დაგილანდავს კედელზე მოთამაშე ჩრდილი და შემკრთალხარ. სულ ტყუილად! პატარა, უწყინარ ჩრდილს ვინმეს შეშინება არც უფიქრია – შენთან დამეგობრების იმედით თამაშობს ხოლმე კედელზე… წიგნში დახატულ დიდ, საშიშ არსებას თუ დაუფრთხიხარ? ეგეც სულ ტყუილად! აბა, წარმოიდგინე, წიგნიდან რომ გადმოვიდეს, რა პატარა იქნება – მუხლამდეც ვერ მოგწვდება!
საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის მოთხრობების ამ კრებულში მარტო ადამიანებს კი არა, ცხოველებს, მცენარეებს და ნივთებსაც უყვართ, ნანობენ, უხარიათ და ოცნებობენ… გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ აქ მაცივარი აისბეგობაზე ოცნებობს; ტაფა მამალივით ყივის; პატარა ტყეს დიდობა სურს; ციცქნა ღრუბელს კი ძალიან უნდა, ერთხელ მაინც დაიგრუხუნოს საშიშად…
9.9
თევზი, სახელად ალეგრია
ავტორი: თევზი სახელად ალეგრია
მთარგმნელი: თინა ბატიაშვილი
სელენემ და დედამისმა ბინა სამსართულიან კორპუსში იყიდეს, მაგრამ ორი კვირა ისე გავიდა, თვალი ვერცერთ მეზობელს ვერ მოჰკრეს. კორპუსის ადმინისტრატორისთვის რომ გეკითხათ, აქ გიჟები ცხოვრობდნენ, სელენემ გადაწყვიტა, მოჩვენებებიო, მაგრამ არც ერთი და არც მეორე მართალი არ ყოფილა.
სინამდვილეში სოლდადიტო პლომოს 13-ში დარდით დამძიმებული კარჩაკეტილი ადამიანები ბინადრობდნენ და იმისთვის, რომ მათი დარდი გამქრალიყო, მტრობას სიყვარული ჩანაცვლებოდა და თითოეულის ჩაკეტილი გული და კარი სიხარულს გაეღო –
სასწაული იყო საჭირო.
სადარბაზოს შესასვლელში პატარა გოგონას დატოვებული პატარა აკვარიუმი და აკვარიუმში – პაწაწა ოქროსფერი თევზი, სწორედ ასეთი სასწაული აღმოჩნდა… და რა ამბები დატრიალდა უჟმური მეზობლების თავს მისი გამოჩენის შემდეგ, ამ წიგნში უნდა გიამბოთ.
8.9