ზარხუფი
ფასდაკლება
11.67 17.95
ავტორი: სილვია პლათი
მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
ბოსტონის გარეუბნელ 19 წლის ესთერ გრინვუდს ნიუ-იორკის პრესტიჟულ ჟურნალში სტაჟირების შესაძლებლობა ეძლევა. მწერლობაზე მეოცნებე ესთერისთვის ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია. იგი მეგაპოლისის მღელვარე ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, მაგრამ ესთერის სულიერი მდგომარეობა ნელ-ნელა რთულდება...
„ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით.
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 11.67
- ძველი ფასი
- 17.95
- ნანახია
- 699
მსგავსი პროდუქტები
სახლი მოჩვენებებით
ავტორი: ვირჯინია ვულფი
მთარგმნელი: გია ბერაძ
ცნობილი ინგლისელი მწერალი, ესეისტი და კრიტიკოსი ვირჯინია ვულფი მე-20 საუკუნის ევროპული მოდერნისტული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: „მისის დელოუეი“ (1925), „შუქურა“ (1927), „ორლანდო“ (1929), „საკუთარი ოთახი“ (1929). მწერლის პირველი ტექსტი 1915 წელს დაიბეჭდა, პირველი (და მის სიცოცხლეში ერთადერთი) მოთხრობების კრებული კი 1921 წელს გამოიცა.
ეს წიგნი შედგენილია მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოსული მოთხრობების კრებულის მიხედვით, რომელიც ვირჯინია ვულფის მეუღლემ შეადგინა და მასში ავტორის საყვარელი ნაწარმოებები შეიტანა.
14.9