ისკარიოტის ეკლები
24.95
ავტორი: მაკა ჯოხაძე
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 24.95
- ნანახია
- 126
მსგავსი პროდუქტები
ფიჭვები შორს იყო
ავტორი: დათია ბადალაშვილი
„გამოცდილებით დაჭკვიანებული“ ახალგაზრდა კაცია ამ უპრეტენზიო წიგნის ავტორი; დაჭკვიანებული, დაფიქრებული და ნაადრევად დადინჯებული... იგი დილაუთენია გამოდის „სქელი, შედედებული“ ნისლიდან და ხარბად აკვირდება ცრიატი სინამდვილის სახიერ სურათებს. ეს დანაწევრებული, ფრაგმენტული სურათები უაღრესად ცხოვრებისეულია, „ორიგინალთან“ მიახლოებული, მკაცრი, უშეღავათო და დიდი შინაგანი სიმართლით აღბეჭდილი... „სუფთა ჰაერის და მთის მწვანე ბალახის“ სასიამოვნო სუნი დაჰკრავს მის ფრაზას. საგნობრივი სიცხადით გაგრძნობინებს და უშუალოდ განგაცდევინებს ტკივილს, სიმარტოვის მძაფრი შეგრძნება რომ აჩენს ადამიანში. არ გაურბის „ჭირიანი ცხოვრების“ (ვაჟა) სახამუშო სანახებში ხეტიალს. მისთვის პრინციპულად მიუღებელია რეალობის გაესთეტიურება და ხელოვნური გალამაზება. კითხულობ და ხვდები, რომ არ „ეშმაკობს“, არ გატყუებს. თვითონაც საკუთარი ნაწერებივით წრფელი და სანდოა...
დათია ბადალაშვილი, დარწმუნებული ვარ, არასდროს უგანებს არჩეულ გზა-სავალს და დარჩება ავტორად, ვისაც მუდამ ეყოლება გულშემატკივარი, გამგები და დამფასებელი...” - ამირან არაბული
10.95
ძახილი
ავტორი: სერგო წურწუმია
„სერგო წურწუმიას მეხსიერებაში აღბეჭდილი ამბები, ადამიანები, წიგნები, ფიქრები ლამაზ წნულად ლაგდება, ერთმანეთს უკავშირდება, ერთი მეორეს ავსებს თავისებურად ან აგრძელებს და ასე, ფაზლის პრინციპით იწყობა, იქსოვება, მეტად საყურადღებო გრეხილი, რომლის თვალის მიდევნება შემეცნების თვალსაზრისით სასარგებლოა და ემოციურად სასიამოვნო.
სერგო წურწუმია უფაქიზეს განცდათა, ლირიკულ განწყობილებათა, სხვათა და სხვათა უმშვენიერეს მთხრობელად გვევლინება. ავტორი, როგორც ნამდვილი მწერალი, ჰუმანისტია.
უამრავ მახვილგონივრულ დაკვირვებას გვიზიარებს მწერალი. იგი კარგად იცნობს ადამიანის შინაგან სამყაროს, წვდება ფსიქოლოგიურ ნიუანსებს...
მძაფრი, დრამატული, დინამიური, საინტერესო სიუჟეტების შექმნის ოსტატია სერგო წურწუმია. თუმცა მიმზიდველად თხრობა, ამბის მძაფრად მოყოლა, მკითხველის ჩათრევა მაშინაც ძალუძს მესიტყვეს, როცა სიუჟეტი მკრთალია, როცა, ერთი შეხედვით, არაფერი ხდება მნიშვნელოვანი.
ავტორს ხელეწიფება პერსონაჟთა მრავალფეროვანი გალერეის შექმნა ისე, რომ არცერთი მათგანი არ ჰგავს, არ იმეორებს, ასე ვთქვათ, არ ფარავს ერთმანეთს. ცოცხლად, დასამახსოვრებლად არიან აღწერილნი ადამიანები ხშირად მოკლე ფრაზებით, სულაც ერთი-ორი წინადადებით რომ შემოიფარგლება მათი დახასიათება.
ეს მაღალი რანგის ხელოვნებაა.
სერგო წურწუმია აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს. ასე რომ, მკითხველი მისგან კიდევ ბევრ სასიამოვნო ლექსს, მოთხრობას, რომანს, თარგმანს, წერილს, ინტერვიუს... ნახატს ელოდება.“ – ნინო ვახანიაა
14.95
ბედთან მოთამაშე
ავტორი: ბედთან მოთამაშე
„ბედთან მოთამაშე“ სოსო ყიფშიძის პირველი პროზაული კრებულია, რაც უკვე დიდი იშვიათობაა დებიუტანტ ავტორთა ტექსტებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს წერას ამგვარად ძალიან ცოტა იწყებს, ან თუ იწყებს, მცირე პროზას სამწერლო გზის ერთგვარ საფეხურად აღიქვამს ვრცელი რომანის შექმნამდე. შესაბამისად, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მოთხრობა ძალიან გაიშვიათდა, რის გამოც ამ ჟანრში თავის მოსინჯვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმედ იქცა. მოთამაშე, მეოცნებე და სევდიანი – სოსო ყიფშიძის მოთხრობების სათაურებიდან ამოკრეფილი სიტყვებით უნებურად იმ პერსონაჟის პორტრეტი იხატება, რომელმაც ავტორს შთააგონა, განცდილი, ნანახი თუ გაგონილი მხატვრულად დაემუშავებინა და მაინც ერთი კაცის თავგადასავლად ექცია. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უმეტესწილად ფარული ვნება, ძნელად გასამხელი სენია, რომლისგან განკურნება აღიარებით, განდობით, გულწრფელი საუბრით იწყება. შესაძლოა, ლუდომანიისგან თავდასაღწევად შემოქმედებითი წერაც ერთგვარი ხსნა იყოს, რადგან ის უპირველესად თეთრი ფურცლის, ანუ ყველაფრის თავიდან დაწყების შიშის დაძლევას გულისხმობს.
„მოთამაშისთვის ტყუილი განუყოფელი ნაწილია, ისევე, როგორც ბლეფი პოკერში.“ მიუხედავად იმისა, რომ კრებულის ყველაზე ვრცელი ტექსტი მთხრობელის ტყუილებზეა აგებული, პერსონაჟის აღსარებითი ტონი მოთხრობას, ნარატიული თვალსაზრისით, სანდო პირველი პირის ნაამბობად აქცევს. როდესაც ფურცლისთვის განდობილი წიგნად იქცევა, ავტორს აღარ სჭირდება იმის შეხსენება, რომ გარკვეულწილად მხატვრული პროზაც ფიქციაა, თუმცა უფრო ნაღდი, ვიდრე რეალური ცხოვრება. ლიტერატურულ თამაშში კი მოგებული მხოლოდ ის არის, ვინც შეძლო და ბოლომდე ამოთქვა.“ – რუსუდან რუხაძე
11.95
ჰოლივუდი ვაგონის კედელზე
ავტორი: ეკა ქევანიშვილი
სურათის აღწერა – იყო ასეთ დავალება ჩვენს ბავშვობაში: სურათისთვის თვალი უნდა გაგვეშტერებინა და მასზე, რაც შეიძლება მეტი რამ დაგვენახა. ამ წიგნს თითქმის თვალდახუჭული ვწერდი – ძველი ალბომების შთაგონებით. თან ვფიქრობდი, რას ვხედავთ, როცა ბავშვობის ფოტოებს ვუყურებთ? განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბავშვობა სხვა საუკუნეში, სხვა წყობის ქვეყანაში დარჩა?
ნოსტალგიას, რადგან ჩვენი თავები გვენატრება? სინანულს, რომ თავისუფლება და სილაღე გვაკლდა? სევდას, რომ მთელი ეს წლები ოცნებებში გავიდა? როგორ შეიძლება სკოლის საკლასო ოთახად ქცეული ვაგონის კედელზე ჰოლივუდი გაჩნდეს? როგორ ვიყოთ განსხვავებულები, როცა ყველას ერთნაირად გვაცვია? როგორ დავიცვათ სიყვარული, რომელიც აკრძალულია?
ეს წიგნი, რომელშიც საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მომხდარ ამბებზე გიყვებით, მხატვრულიც არის და დოკუმენტურიც: არ შემეძლო დამევიწყებინა ის, რაც მოხდა. არ შემეძლო არ გამომეგონებინა, ის, რაც არ მოხდა.
12.95