ედრიან მოულის საიდუმლო დღიური
14.9
ავტორი: სიუ ტაუნსენდი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
კვირა, 25 იანვარი
10:00. ნერვიულობისგან ცუდად გავხდი. თავს სუსტად ვგრძნობ და ბევრს ვერ ვწერ. არავის შეუმჩნევია, რომ არ მისაუზმია.
14:00. შუადღისას ორი საბავშვო ასპირინი მივიღე და ცოტათი გამოვკეთდი. როცა ცნობილი გავხდები და ჩემს დღიურს აღმოაჩენენ, შეიძლება, ხალხი მიხვდეს, რა მძიმეა, წლის ინტელექტუალი რომ ხარ და არავინ გიცნობს.
გაიცანი 13¾ წლის ედრიან მოული – უიღბლო თინეიჯერი და „არაღიარებული ინტელექტუალი“, რომელმაც მოზარდობაში – არც მეტი, არც ნაკლები – სახეზე დიდი მუწუკით შეაბიჯა. თავის წარმოუდგენლად გულწრფელ დღიურში ედრიანი მოურიდებლად აღწერს მშობლების ცოლქმრული ცხოვრების სირთულეებს, ცვლილებებს, რომლებიც მის სხეულში ხდება; გვიყვება პირველ სიყვარულზე და დარდობს თავის მრავალგზის უარყოფილ პოეზიაზე.
წიგნი, რომელიც BBC-მ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან 100 რომანს შორის დაასახელა, საუკეთესო მეგზური გახდება როგორც თინეიჯერებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვისაც, რომელთა კრიტიკისას ედრიანი განსაკუთრებით დაუნდობელია.
- გამომცემლობა
- სულაკაური
- ფასი
- 14.9
- ნანახია
- 108