ყოფის აუტანელი სიმსუბუქე
ფასდაკლება
11.67 17.95
ავტორი: მილან კუნდერა
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
მთარგმნელი: სულხან მუხიგულაშვილი
„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ - მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანი - 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა. რომანის გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულისხმობს.
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 11.67
- ძველი ფასი
- 17.95
- წონა
- 0.349
- ნანახია
- 842
მსგავსი პროდუქტები
პრაღის სასაფლაო
ავტორი: უმბერტო ეკო
მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე
სერია: ET CETERA
ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში... სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე, წარმოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟეტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამოგონილი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი
და „მარად ჩვენ შორის მყოფი“.
16.22
24.95
მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა
ავტორი: ბოჰუმილ ჰრაბალი
მთარგმნელი: სულხან მუხიგულაშვილი
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი - ეს დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) საყვარელი თემებია, რომლებსაც ავტორი ამ პატარა, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება. ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის Love-story-ს ჰყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი - მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში ვაგონეტზე შემომდგარა - მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.
12.95
სამზარეულო
ავტორი: ბანანა იოშიმოტო
მთარგმნელი: დავით გოგინაშვილი
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
მიკაგე საკურაი ახალგაზრდა ქალია, რომელიც, ბებიის გარდაცვალებასთან ერთად, ბოლო ნათესავს კარგავს. მგლოვიარე, მარტოდ დარჩენილ მიკაგესგარდაცვლილი ბებიის ნაცნობი, ყვავილების მაღაზიაში მომუშავე იუიჩი, დროებით მასთან გადასვლას სთავაზობს. იუიჩი იშვიათი სილამაზის ტრანსგენდერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მიკაგე ძალზე ეთვისება მათ, მაგრამ მოულოდნელი ტრაგედია ამ იდილიას არღვევს...
15.95
ფოსტა
ავტორი: ჩარლზ ბუკოვსკი
სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა
მთარგმნელი:ქეთი ქანთარია
ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი, ჩარლზ ბუკოვსკი (1920-1994) მრავალი რომანის, მოთხრობისა და ლექსის ავტორია, მაგრამ „ფოსტა“ – მწერლის პირველი ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც სამ კვირაში დაიწერა და რომლის მიძღვნაშიც ავტორი აცხადებს: „ვასაღებ
მხატვრულ ლიტერატურად და არავისაც არ ვუძღვნი“ – მაინც გამორჩეულია. წიგნის მთავარი გმირი ბუკოვსკის ალტერ ეგო, ჰენრი ჩინასკია, რომელიც ფოსტაში მუ შაობს. რომანმა მწერალს დიდი წარმატება მოუტანა და ერთხელ და სამუდამოდ დაუმკვიდრა საპატიო ადგილი ე. წ. „ბინძური
ლიტერატურის“ ჟანრში. მიუხედავად თხრობის ხაზგასმულად ნატურალისტური, ზოგჯერ შოკის მომგვრელი მანერისა, მწერლის იუმორი და საკუთარი თავის მიმართ უაღრესად საღი და ირონიული დამოკიდებულება ამ რომანს დაუვიწყარ საკითხავად აქცევს
16.95