ფსიქოლოგია და რელიგია/პასუხი იობს
ფასდაკლება
13.62 20.95
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი
მთარგმნელი: მაია ბადრიძე
სერია: დიოგენე NONFICTION
წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875 – 1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის.
- გამომცემლობა
- დიოგენე
- ფასი
- 13.62
- ძველი ფასი
- 20.95
- წონა
- 0.399
- ნანახია
- 816
მსგავსი პროდუქტები
ღვთის მოლოდინი
ავტორი: სიმონ ვეი
სერია: დიოგენე NONFICTION
მთარგმნელი: თამარ ლომიძე
1943 წელს ინგლისში, ეშფორდის სანატორიუმში უხეირო კვებისა და გართულებული ტუბერკულოზისაგან 34 წლის ასაკში გარდაცვლილი სიმონ ვეი მეგობრების წრის მიღმა სრულიად უცნობი იყო, მისი ნაწერებიდან კი დღის შუქი მხოლოდ რამდენიმეს ეხილა. სიმონ ვეი – პარიზელი ინტელექტუალი, რომელმაც ქარხნის მუშობა გადაწყვიტა, პაციფისტი, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომში საბრძოლველად წავიდა, ქრისტიანი, რომელმაც ნათლობაზე თქვა უარი – დღეს მეოცე საუკუნის უდიდეს რელიგიურ მოაზროვნედაა აღიარებული. ალბერ კამიუ, სიმონ ვეის წიგნების მთავარი გამომცემელი, მისი ნააზრევისაგან დიდად იყო დავალებული.
„ღვთის მოლოდინი“ რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსის წერილებისა და ესეების კრებულია, რომლებიც სიმონ ვეიმ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაწერა. ეს ტექსტები წიგნად მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა წერილების ადრესატმა, დომინიკელმა მოძღვარმა ჟან-მარი პერენმა.
17.95
ვუთხრათ სიცოცხლეს ,,დიახ"!
ავტორი: ვიქტორ ფრანკლი
სერია: დიოგენე NONFICTION
მთარგმნელი: მაია ბადრიძე
„...მოათრევენ თორმეტი წლის ბიჭს, რომლისთვისაც ბანაკში ფეხსაცმელი არ მოიძებნა და ამიტომ იძულებული იყო, საათობით მდგარიყო ფეხშიშველი თოვლში მოედანზე, მერე კი სიცივეში ემუშავა; ფეხის თითები მოჰყინვია და ამბულატორიის ექიმი გაშავებულ მოყინულ თითებს პინცეტით აძრობს. ტყვე ამ ყველაფერს უყურებს და ზიზღის, შიშის, თანაგრძნობისა და აღშფოთების განცდის უნარი დაჰკარგვია. ბანაკში ყოფნის რამდენიმე კვირის მანძილზე იმდენი გატანჯული ადამიანი, ავადმყოფი, მომაკვდავი და მკვდარი ნახა, რომ ჩვეულებრივ სანახაობად ქცეული ეს სცენა აღარ აღელვებს“.
ამ წიგნის ავტორმა სამი წლის მანძილზე ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეობა გამოსცადა. 37 წლის ვიქტორ ფრანკლს იქ მოხვედრისას უკვე დიდი გამოცდილება ჰქონდა ფსიქიატრიასა და ნევროლოგიაში. სწორედ ამ გამოცდილების პრიზმაში ხედავს იგი ბანაკის ყოფას. „ვუთხრათ სიცოცხლეს „დიახ“!“ (1946), წიგნი, რომელიც ბანაკს თავდაღწეულმა ავტორმა ცხრა დღეში დაწერა, „სიცოცხლის მეორე ნაპირიდან“ მომზირალი ადამიანების ფსიქოლოგიას აღწერს.
ვიქტორ ფრანკლი (1905 – 1997), ავსტრიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ლოგოთერაპიის ფუძემდებელია. ლოგოთერაპია ვენური ფსიქოთერაპიის „მესამე სკოლაა“ (პირველი და მეორე ფროიდსა და ადლერს გულისხმობს). ფრანკლი თვლიდა, რომ პიროვნების უმთავრესი მოტივაცია ცხოვრების საზრისის ძიებაა, ფსიქოთერაპიის ამოცანა კი ამ საზრისის პოვნაში დახმარებაა.
15.95
ფსიქოანალიზის შესავალი
ავტორი: ალენ ვანიე
მთარგმნელი: გიგა მამინაშვილი
ფსიქოანალიზის, როგორც ფილოსოფიის, მედიცინისა და რელიგიის გზაჯვარედინზე აღმოცენებული დისციპლინის, როლი განმსაზღვრელია XX საუკუნის აზროვნებისათვის. თანამედროვე ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, პროფესორი ალენ ვანიე „ფსიქოანალიზის შესავალში“ ამ მოძღვრების ფუნდამენტურ კონცეპტებსა და ფსიქოანალიზის ისტორიის გარდამტეხ მომენტებს განიხილავს.
წიგნი განკუთვნილია როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსებისა და მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლების, ისე მკითხველთა ფართო წრისთვის, რადგან კვლევის ფსიქოანალიზური მეთოდი და მისი კონცეპტუალური სისტემა არა მხოლოდ პიროვნების ფსიქიკური ცხოვრების, არამედ სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ფენომენების გაგების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
16.95
რჩეული შრომები
ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი
მთარგმნელი: მაია ბადრიძე
სერია: დიოგენე NONFICTION
ზიგმუნდ ფროიდი (1856 – 1939) XX საუკუნის დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელია. კრებული ფროიდის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. „ერთი ილუზიის მომავალში“ განხილულია რელიგიის წარმოშობის მიზეზები. „კულტურით უკმაყოფილებაში“ ფროიდს შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტები ცივილიზაციის სფეროში გადააქვს და ავითარებს აზრს, რომ კულტურაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც ინდივიდის ფსიქიკაში. „ტოტემი და ტაბუ“ ფროიდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაშრომია, რომელიც პირველყოფილი ადამიანის ფსიქოსოციალურ თავისებურებებს ეხება. „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“ და „ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები“ ამ ორი დიდი შემოქმედის ფსიქოლოგიური ბიოგრაფიების შექმნის მცდელობაა, რომელიც მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას სრულიად განსხვავებულად დაგვანახვებს.
14.92
22.95