santaesperanza
 რუსული დღიური ჯონ სტაინბეკი
 რუსული დღიური ჯონ სტაინბეკი

რუსული დღიური ჯონ სტაინბეკი


14.6

ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუბელიანმა

 

ჯონ სტაინბეკმა, 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ამერიკელმა მწერალმა, ცივი ომის პერიოდში იმოგზაურა საბჭოთა კავშირში ცნობილ ამერიკელ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად.

 

სტაინბეკმა და კაპამ 1947 წელს ორი თვე დაჰყვეს საბჭოთა კავშირში და მოინახულეს მოსკოვი, სტალინგრადი, კიევი, უკრაინის რამდენიმე სოფელი და საქართველოს ქალაქები.„რუსული დღიური“ ამ მოგზაურობას აღწერს. მწერალი გულახდილად მოგვითხრობს თავის შთაბეჭდილებებსა და იმ მიზანზე, რომელიც მოგზაურობას საფუძვლად დაედო. იმხანად, იმის მიუხედავად, რომ ამერიკული ჟურნალ-გაზეთები ბევრს წერდნენ საბჭოთა კავშირზე, თურმე ამერიკელ მკითხველს არავინ უყვებოდა საბჭოთა კავშირის მოქალაქეების ყოველდღიურ ამბებს და არც მათი ცხოვრების ამსახველი ფოტოები იბეჭდებოდა სადმე.

 

სტაინბეკსა და კაპას სურდათ ამერიკელებისთვის ეჩვენებინათ, როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა კავშირში უბრალო ადამიანები – რას ჭამდნენ, როგორ ეცვათ, როგორ ერთობოდნენ, როგორ კვდებოდნენ, რაზე ლაპარაკობდნენ...


  • სანქტ-პეტერბურგის 12 - მარაგშია

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
14.6
წონა
0.399
ნანახია
532
გაზიარება: