მოსწავლის ბიბლიოთეკა
პატარა ქალები #1
ავტორი: ლუიზა მეი ოლკოტი
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
სულაკაურის გამომცემლობა
ლუიზა მეი ოლკოტი, მისი რომანის გმირების მსგავსად, მრავალრიცხოვან ოჯახში იზრდებოდა: მას სამი და ჰყავდა. სიღარიბემ ლუიზა აიძულა, ადრეული ასაკიდანვე დაეწყო მუშაობა. პირველი ნაწარმოები, „გავები ყვავილებზე“, 22 წლისამ დაწერა, პირველი აღიარება კი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს ჯორჯტაუნის სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობისას ოჯახისთვის მიწერილი წერილების გამოცემამ მოუტანა.
ლუიზა მეი ოლკოტის ყველაზე ცნობილი რომანი, „პატარა ქალები“ 1868 წელს გამოვიდა. წიგნი, რომლის პერსონაჟების პროტოტიპები ავტორის ოჯახის წევრები არიან, დაიწერა მასაჩუსეტსის შტატში, კონკორდში მდებარე სახლში – Orchad House, რომელსაც 350-წლიანი მდიდარი ისტორია აქვს. ამ სახლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „Orchad House: Home of Little Women“ 2019 წელს სატელევიზიო პრემია „ემით“ დაჯილდოვდა.
„პატარა ქალები“ გამოსვლის დღიდან წიგნის მაღაზიების თაროებზეა, როგორც კლასიკური ამერიკული ლიტერატურის ნიმუში. 50-ზე მეტ ენაზე თარგმნილი რომანი XXI საუკუნეშიც აქტუალურია, რადგან გვიყვება სოციალური სამართლიანობის, ქალთა უფლებების, მეგობრებისა და ოჯახის მნიშვნელობაზე.
12.9
ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები
ავტორი: ჯერალდ დარელი
მთარგმნელი: მზია შატბერაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
სულაკაურის გამომცემლობა
ზაფხულის ერთ დღეს დარელების ოჯახი წვიმიანი ინგლისიდან აიყარა და საბერძნეთის მზიან კუნძულს, კორფუს მიაშურა; სწორედ ამ კუნძულზე შეიგრძნო გარესამყაროს სილამაზე ცხოველთა სამყაროთი გატაცებულმა 10 წლის ჯერიმ. ჯერის ოჯახის ექსცენტრიკული წევრები კი მისი „ზოოლოგიური დღიურის“ განსაკუთრებულ „ეგზემპლარებად“ იქცნენ. წიგნში „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“ დარელების ოჯახის საბერძნეთის პატარა კუნძულზე ცხოვრების ხუთწლიანი სახალისო ისტორიაა მოთხრობილი.
9.9
პატარა პრინცი
ავტორი: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
მთარგმნელი: მერაბ ფიფია
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
სულაკაურის გამომცმელობა
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.
7.9
განძის კუნძლი
ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი
მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
დიდ საიდუმლოს ინახავს მოხუცი მეკობრის, ბილი ბოუნზის ძველი ზანდუკი, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბევრი მეკობრე ცდილობს. საბოლოოდ, ზანდუკში საგულდაგულოდ დამალულ განძის კუნძულის რუკას პატარა, უშიშარი ბიჭი, ჯიმ ჰოკინზი დაეუფლება და აქედან იწყება კიდეც მისი ფათერაკებით აღსავსე, საინტერესო თავგადასავალი ზღვასა თუ ხმელეთზე.
9.9
უკანასკნელი მოჰიკანი
ავტორი: ჯეიმზ ფენიმორ კუპერი
მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ამერიკელი მწერალი ჯეიმს ფენიმორ კუპერი ინდიელთა შესახებ დაწერილი არაერთი ცნობილი წიგნების ავტორია. მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი „უკანასკნელი მოჰიკანი“ ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებზე მოგვითხრობს. წიგნში ინგლისსა და საფრანგეთს შორის ინდიელთა მიწების დაპატრონებისათვის გაჩაღებული ომის ერთი ეპიზოდია აღწერილი. მთავარი გმირი, ნეტი ბამპო, იგივე ქორის თვალი, მისი ძმადნაფიცი ინდიელი – ჩინგაჩგუკი და ამ ინდიელის შვილი უნკასსი ომში ინგლისის მხარეს იბრძვიან.
10.9
თხუთმეტი წლის კაპიტანი
ავტორი: ჟიულ ვერნი
მთარგმნელი: იათო კოტეტიშვილი
სერია: მოსწავლოს ბიბლიოთეკა
დიკ სენდი ყველაზე მამაცი კაპიტანია ამქვეყნად. თუმცა, სანამ კაპიტანი გახდებოდა, ის იუნგად მსახურობდა ვეშაპებზე მონადირე ხომალდზე, კაპიტნისა და მეზღვაურების ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ კი გემის უფროსობა ითავა.
უკვე კაპიტან დიკს არაერთი ფათერაკი გადახდა თავს ჯერ ოკეანეში ცურვისას, შემდეგ – აფრიკის სავანაში ხეტიალისას, სადაც მოღალატეთა „წყალობით“ აღმოჩნდა თანამგზავრებთან ერთად და ბოლოს ტყვეთა ბანაკშიც კი გამოკეტეს, საიდან თავის დაღწევაც არც ისე იოლია.
„თხუთმეტი წლის კაპიტანი“ მთელ მსოფლიოში უამრავი თაობის საყვარელი საკითხავია. ეს არის წიგნი, რომელიც გვარწმუნებს, რომ სიკეთე, თავდადება და სიმამაცე მარადიული ფასეულობებია.
10.9
სიბრძნე სიცრუისა
ავტორი: სულხან-საბა ორბელიანი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მე-17 საუკუნის დიდი ქართველი მოღვაწისა და მწერლის, სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ ავტორის პირველ ლიტერატურულ ქმნილებად მიიჩნევა, რომელიც მას „ჭაბუკობის ჟამს“ დაუწყია და ბერად შედგომამდე დაუსრულებია.
კრებულში შესულია სულხან-საბა ორბელიანის 150-ზე მეტი იგავ-არაკი, რომლებიც დაწერილია მოქნილი, ადვილად გასაგები, დახვეწილი ენით, მოკლე ფრაზებითა და სხარტი გამოთქმებით ავტორს მოქმედ პირებად გამოჰყავს ცხოველები და ფრინველები, მოქმედება კი გადააქვს უცხო ქვეყნებსა და ქალაქებში, თუმცა, იგავებში აღწერილი მოვლენებიცა და პერსონაჟთა ხასიათებიც ქართულია.
7.9
ტირიფებში მოშრიალე ქარი
ავტორი: კენეტ გრემი
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
კენეტ გრემის „ტირიფებში მოშრიალე ქარი“ 1908 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე დაიმკვიდრა სახელი, როგორც საბავშვო ლიტერატურის კლასიკურმა ნაწარმოებმა. ამ საინტერესო ამბის უცნაური პერსონაჟების – ვირთაგვას, თხუნელას, მაჩვისა და ამპარტავანი გომბეშო გომბის მეგობრობა და ერთგულება მკითხველისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა. დახვეწილი, შავ-თეთრი ილუსტრაციებით დამშვენებული ეს გამოცემა უდავოდ დაიმსახურებს თანამედროვე ბავშვების მოწონებას.
6.9