ჩემი აფრიკელი ბებია
19.95
ავტორი: მარიამ წიკლაური
როცა ყველას ბებია ჩვეულებრივად იბადება, შენი კი მზიდან ჩამოვარდება და პირდაპირ შუა აფრიკაში, ნიანგების ტბაში მოადენს ტყაპანს, კი უნდა მიხვდე, რომ შენს თავს რაღაც უჩვეულო ხდება. ეს წიგნი ბებია ატატოზე და მის შვილიშვილებზეა, პიპინელათი აღმა-დაღმა რომ დაქრიან, ბავშვობის მეგობარ დაბუს და იმ ჯადოსნურ სათამაშოს დაეძებენ, რომელიც დიდი ხნის წინ ბებიას დაბუსთან დარჩა..
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 19.95
- წონა
- 0.499
- ნანახია
- 571
მსგავსი პროდუქტები
რჩეული საბავშვო მოთხრობები
ავტორი: რევაზ ინანიშვილი
ილუსტრატორი: სალომე სხირტლაძე
კრებულში “რჩეული საბავშვო მოთხრობები” რევაზ ინანიშვილის ყველასათვის ცნობილ და საყვარელ მოთხრობებს ახალი, ფერადი ილუსტრაციებით გთავაზობთ. თითქოს არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც ამ მოთხრობებში ასახული ამბები მოხდა, მაგრამ სამყარო, რომელშიც ბავშვები ახლა იზრდებიან და სამყარო, რომელშიც მოთხრობების გმირები ცხოვრობდნენ, აშკარად განსხვავებულია ერთმანეთისგან.
სწორედ ამის გამოც უნდა იყოს თანამედროვე მკითხველისთვის ძალიან საინტერესო ამბები ბავშვებისა, რომლებსაც არც ინტერნეტი აქვთ გასართობად და არც ათასნაირი სათამაშო; ბავშვებისა, რომლებიც ფეხით სიარულისას ბალახებში გაყუჩებულ კალიებსა და მოჭიდავე თაგუნიებს აკვირდებიან; გოგონასი, ღამე და ტყე რომ შეუყვარდა; პატარა მელასი, რომელიც როგორღაც ძალიან დიდ ქალაქში მოხვდა და მისადმი საოცრად კეთილგანწყობილი ადამიანები აღმოაჩინა… სწორედ ასეთია რევაზ ინანიშვილის მოთხრობებში ასახული სამყარო და ის თანამედროვე მკითხველს ელის.
22.9
დათვი, სახელად პადინგტონი (წიგნი 1)
ავტორი: მაიკლ ბონდი
მთარგმნელი: თეა ბაკურაძე
დათვი პადინგტონი შორეული, უღრანი პერუდან ჩამოვიდა. მისტერ და მისის ბრაუნებმა ის პირველად რკინიგზის სადგურზე ნახეს და მას შემდეგ მათი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა – ჩვეულებრივი დღეები დაუვიწყარ თავგადასავლებად იქცა, რადგან მათ ოჯახს ახალი წევრი პადინგტონი შეემატა.
8.9
პადინგტონი საზღვარგარეთ (წიგნი 4)
ავტორი: მაიკლ ბონდი
მთარგმნელი: ქეთი ჩართოლანი
პადინგტონი ბრაუნებთან ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრება. სწორედ მისი დამსახურებით იქცევა საფრანგეთში მოგზაურობა მორიგ თავგადასავლად. პადინგტონთან ერთად ყველგან სახალისო, ზოგჯერ ხიფათით სავსე ამბები გელით. რაც მთავარია, დათვი ყველა ხიფათს დააღწევს თავს და ახალ მეგობრებს შეიძენს. ის ხომ მსოფლიოში ყველაზე მეგობრული დათვია.
8.9
ბებე - მაწანწალების უფლისწული
ავტორი: თამრი ფხაკაძე
მალე მაწანწალების უფლისწულს, მოხერხებულ, მახვილგონიერ და კეთილ ბიჭუნას, რომელთან ერთადაც დიდ თავგადასავალში გაეხვევით. წიგნის გმირებთან ერთად წარმოუდგენელ ქალაქში გადასახლდებით, სადაც ხან ცრუპენტელების ქუჩაზე აღმოჩნდებით, ხან ჭორისუბანში, ხან ალალმართალთა შესახვევში ამოყოფთ თავს და ხან ტრაბახის გამზირზე... ვის არ გაიცნობთ: დოდი ღვეზელყლაპიას, ბიცოლა დარიჩინას, ყაჩაღების უფროს ბარნაბას, პოლიციელ კაპიტონს, ქალბატონ ღვარღვარას გულჩვილთა ქუჩიდან, ფოსტალიონ ჩიტოს...
19.95
გიო
ავტორი: თამარ ფხაკაძე
ბიჭი გიო ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს, ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებს და გემის კაპიტნობაზე ოცნებობს. მეზღვაური მამა, მრავლისმნახველი ბაბუ და ბედნიერი გარემო გამუდმებით კვებავს მის ფანტაზიას და ბიჭს დედასავით უყვარს დედასთვალებისფერი, უსაზღვროდ ლურჯი ზღვა.მაგრამ გიოს ყმაწვილურ იდილიაში ნელა და შეუმჩნევლად ერევა ღრუბელი - სულ უფრო ხშირად მოჰყვება ნიავს ცეცხლისა და დენთის სუნი. გარშემო შიშნარევი მოლოდინი ისადგურებს და სულ უფრო მეტი კითხვა რჩება უპასუხოდ: რა ხდება? რატომ ხდება? რატომ მოეკიდნენ ერთმანეთს მტრად გუშინდელი მეგობრები?..ეს შიშის, სიმამაცის, თავგანწირვისა და უზრუნველი ბიჭის ერთ წამში დაკაცების სულისშემძვრელი ამბავია, რომელიც ასობით და ათასობით მის თანატოლს გადახდა. გიოს ამბავი ყველას ამბავია, ვინც გამოცადა ომის ელდა, უძვირფასესი ადამიანების დაკარგვა და მშობლიური სახლიდან გამოძევება; ყველას ამბავია, ვინც იმედიან თვალს არ აშორებს მომავალს და ჯიუტად ამბობს: „მე დავბრუნდები“.
11.95