სიყვარულით როზი
16.95
ავტორი: სესილია აჰერნი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
როზი და ალექსი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. ეს ყველამ იცის მათ გარდა... ბავშვობიდან განუყრელი მეგობრები იყვნენ, მაგრამ დრო გავიდა, გაიზარდნენ და დამოუკიდებელ ცხოვრების გზას დაადგნენ. ალექსი დუბლინიდან ბოსტონში გადადის და ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი ხდება. როზისაც დიდი გეგმები აქვს-ისიც ბოსტონში ისწავლის, ბავშვობის მეგობრები ისევ ერთად იქნებიან, მაგრამ... ერთი მცდარი ნაბიჯი და, ორივეს ცხოვრება იცვლება... როზი უკვე მარტოხელა დედაა, მარტოს უწევს უამრავი დაბრკოლების გადალახვა...
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 16.95
- წონა
- 0.399
- ნანახია
- 263
მსგავსი პროდუქტები
დაკარგული ნახევარი
ავტორი: ბრიტ ბენეტი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
შეიძლება უკვე გიფიქრია, რას გრძნობ, როცა იდენტობასა და საკუთარ ცხოვრებას გართმევენ, მაგრამ რას ნიშნავს არჩევანი, რომლითაც საკუთარ თავზე თავად ამბობ უარს? ახალგაზრდა ამერიკელი ავტორის, ბრიტ ბენეტის, ბესტსელერი სწორედ ამ არჩევანის შესახებ გვიყვება. ???? „დაკარგული ნახევარი“ შთამბეჭდავი რომანია ტყუპ დაზე, რომლებიც ბავშვობაში განუყრელები იყვნენ, მერე კი ორ სხვადასხვა სამყაროში გადაწყვიტეს ცხოვრება - შავსა და თეთრში. დები პატარა სამხრეთულ დასახლებაში გაიზარდნენ და 16 წლის ასაკში გაიქცნენ სახლიდან. თუმცა ზრდასრულობაში არა მარტო მათი ყოველდღიურობაა განსხვავებული, არამედ ყველაფერი - მათი ოჯახები, საზოგადოება და მომავალიც. წლების შემდეგ ერთ-ერთი და თავის შავკანიან ქალიშვილთან ერთად კვლავ იმ სამხრეთულ დასახლებაში ცხოვრობს, საიდანაც თავის დაღწევა სცადა, მეორემ კი თეთრკანიანთა შორის თავის დამკვიდრება შეძლო. მიუხედავად ამისა, დების ბედი კვლავ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. და ვინ იცის, რა მოხდება, როცა მათი ქალიშვილების გზები გადაიკვეთება? წიგნი გამოცემისთანავე მოექცა „New-York Times"-ის ბესტსელერთა სიის სათავეში. ბენეტს წიგნის ეროვნულმა ორგანიზაციამ 35 წლამდე ასაკის მწერლების საპატიო წოდება მიანიჭა,„The Times"-მა კი ავტორი წლის 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. წიგნის გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.
16.95
თანამედროვე სიყვარული
ავტორი:დანიელ ჯონსი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
სიყვარულის მაცოცხლებელი თვისება მგრძნობელობაა, მას კი ბევრი ფორმა შეიძლება ქონდეს. თუმცა ყველა შემთხვევაში მგრძნობელობა ნიშნავს არ შეუშინდე დაკარგვის შესაძლებლობას, მაგრამ, იმავდროულად და რაც უფრო მნიშვნელოვანია! - გააჩინო კავშირების შესაძლებლობაც, ეს უკანასკნელი კი რისკის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რისკის სიდიდე განსხვავებულია, ხანდახან მხოლოდ თითის ჩაყოფა გიწევს წყალში, ხანდახან კი ფრიალო კლდიდან თვალდახუჭული უნდა გადაეშვა.
14.95
დაკარგული სინათლე
ავტორი: ჯილ სანტოპოლო
სერია: წლის ბესტსელერი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
ორი სიცოცხლე. ორი სიყვარული. ერთი არჩევანი. ლუსი და გეიბი ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ და ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ორივეს სურს რაღაც მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არც ერთი მათგანი არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი. გზები გაიყო – გეიბი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუსი – ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია. მონატრების, ეჭვიანობის, სინანულისა და შეხვედრების ცამეტი წელი გავიდა, სიყვარული არ გახუნებულა, მაგრამ მოუტანა კი მათ ბედნიერება? გვიან აღიარეს, რომ სიყვარული სინათლეა და როცა მას დათმობ, საზღაური მეტისმეტად მწარეა, ხანდახან სიცოცხლეც კი.
13
კირკე
ავტორი: მადელინ მილერი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
კირკე, მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილი, მარტოსული და ახლობლებისგან ათვალწუნებული მხოლოდ იმიტომ, რომ მათსავით ლამაზი არ არის, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მამაზე ნაკლები ღვთაებრივი ძალა არც მას აქვს, რომ ჰელიოსის დიდებული და კაშკაშა დარბაზების მიღმა მოკვდავთა საინტერესო სამყაროა, სავსე სულ სხვაგვარი, ადამიანური სიყვარულით თუ სიძულვილით, სევდით თუ სიხარულით. კირკეს ჯადოსნობის ძალამ თვით ოლიმპოელი ზევსიც დააფრთხო და სასჯელი სასტიკია - გადასახლება უკაცრიელ კუნძულზე, სამუდამო მარტოობა.
16.95
აუშვიცის ტატუისტი
ავტორი: ჰიზერ მორისი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
„აუშვიცის ტატუისტი“ არის იმედის, გადარჩენისა და სიყვარულის სიძლიერის ისტორია. ლალე, ერთი მშრომელი და უკეთეს მომავალზე მეოცნებე ებრაელი ბიჭი, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს სასწაულით იმის წყალობით გადაურჩა, რომ ტატუისტი გახდა ათეულათასობით ტყვეს ნომრავდა. ტყვეობის დროს ბევრი ტრაგედიისა და ნაცისტთა სისასტიკის მოწმე შეიქნა, მაგრამ მტკიცე რწმენამ, რომ აუცილებლად უნდა გადარჩენილიყო, გააძლებინა...
12.95
ყველგან ხანძრის კერებია
ავტორი: სელესტ ინგი
მთარგმნელი: ანა ნემსიწვერიძე
სერია: წლის ბესტსელერი
”ყველგან ხანძრის კერებია“ მოგვითხრობს საიდუმლოების წონაზე, ხელოვნებისა თუ იდენტობის ბუნებაზე, დედობის ძალასა და იმ საფრთხეზე, რომელიც ახლავს რწმენას, რომ წესებით ცხოვრება კატასტროფას აგარიდებს. გადაღებულია სერიალი, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით.
16.95
დაფლული გოლიათი
ავტორიკაზუო იშიგურო
მთარგმნელი: დავით აკრიანი
სერია: წლის ბესტსელერი
ამბის სათავეში მოხუცი ცოლ-ქმარია და თხრობაც მათით იწყება. ნუთუ ყოველთვის ასე ცხოვრობდნენ - ორნი, თემის კიდეზე? ან იქნებ უწინ ყველაფერი სრულიად განსვავებულად იყო? ან იქნებ... ვინ იცის? რომანის დასაწყისშივე უამრავი კითხვა ჩნდება და პასუხის ძიება გაიძულებს, მთავარ გმირებს იმ მოგზაურობაში გაჰყვე, რომელიც მათ შვილის საძიაებლად წამოიწყეს. არნახული მიწები, უცნობი ხალხი, მითოლოიური პერსონაჟები... ყველას თავისი მისია აქვს და - სიმართლეც.მთავარი მაიცნ სხვა რამეა და ის სწორედ ამ წიგნის ფურცლებზე გელოდებათ.
14.95
სინათლე ოკეანეებს შორის
ავტორი: მ. ლ. სტედმანი
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
სერია: წლის ბესტსელერი
დასავლეთის ფრონტზე გატარებული ოთხი საზარელი წლის შემდეგ ტომ შერბურნი ავსტრალიაში ბრუნდება და ცოლად ახალგაზრდა იზაბელი მოჰყავს. წყვილს წლები განმავლობაში შვილი არ ეძლევათ. ერთ მშვენიერ დღეს კი იზაბელი ბავშვის ტირილს გაიგონებს. ნავი ნაპირზეა გამორიყული, ზედ კი გარდაცვლილი კაცი და მტირალა ჩვილია. ტომს სურს დაუყოვნებლივ აცნობოს კონტინენტს ბავშვის შესახებ, მაგრამ იზაბელი დაიჟინებს, რომ ბავშვი "უფლის საჩუქარია"
14
უსაფრთხო თავშესაფარი
ავტორი: ნიკოლას სპარქსი
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
სერია: წლის ბესტსელერი
ერინი ქმრის ძალადობას გაექცა და პატარა სამხრეთულ ქალაქს შეაფარა თავი.ახლა მას სახელიც სხვა აქვს - ქეთი.გველის ტყავივით გამოიცვალა სახელი და გარეგნობაც,ცდილობს,წარსული წარსულსვე ჩააბაროს და დღევანდელი დღით და უკეთესი მომავლის იმედით იცხოვროს.თითქოს ამ ცხელ ქალაქში პოვა უსაფრთხო თავშესაფარი,სიყვარულიც,მარგამ.მოძალადე ქმარს არ სურს წარსულის დავიწყება.მისი დავიწყება...მას ძველებურად უყვარს შინიდან გაქცეული ცოლი,მაგრამ სძულს კიდეც.სიყვარული და სიძულვილი მიერეკება ქალაქიდან ქალაქში მის საპოვნელად.
14
ჩემი საუკეთესო ნაწილი
ავტორი: ნიკოლას სპარქსი
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
სერია: წლის ბესტსელერი
ამანდა კოლიერსა და დოუსონ ქოულს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ. ქალ-ვაჟი სხვადასხვა სამყაროს ეკუთვნოდა და მათი სიყვარული პატარა დაბა ორიენტალის ტრადიციებისთვის ნამდვილი გამოწვევა გახდა. სწორედ ამან დააშორა წყვილი.. და აი, 25 წლის შემდეგ, ამანდა და დოუსონი ორიენტალში ჩავიდნენ, რათა თავიანთი უფროსი მეგობრის, ტაკ ჰოსტეტლერის, დაკრძალვას დასწრებოდნენ. ვერც ერთმა ვერ შეძლო ისეთი ცხოვრების აწყობა, როგორზეც ოცნებობდნენ.. პირველი სიყვარულის დავიწყება შეუძლებელი აღმოჩნდა...
14.95