აუშვიცის ტატუისტი
12.95
ავტორი: ჰიზერ მორისი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
„აუშვიცის ტატუისტი“ არის იმედის, გადარჩენისა და სიყვარულის სიძლიერის ისტორია. ლალე, ერთი მშრომელი და უკეთეს მომავალზე მეოცნებე ებრაელი ბიჭი, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს სასწაულით იმის წყალობით გადაურჩა, რომ ტატუისტი გახდა ათეულათასობით ტყვეს ნომრავდა. ტყვეობის დროს ბევრი ტრაგედიისა და ნაცისტთა სისასტიკის მოწმე შეიქნა, მაგრამ მტკიცე რწმენამ, რომ აუცილებლად უნდა გადარჩენილიყო, გააძლებინა...
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 12.95
- წონა
- 0.329
- ნანახია
- 378
მსგავსი პროდუქტები
ყველაფერი მთავრდება ჩვენით
ავტორი: კოლინ ჰუვერი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: `მე ასე არ მოვიქცეოდი! "
16.95
დაკარგული ნახევარი
ავტორი: ბრიტ ბენეტი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
შეიძლება უკვე გიფიქრია, რას გრძნობ, როცა იდენტობასა და საკუთარ ცხოვრებას გართმევენ, მაგრამ რას ნიშნავს არჩევანი, რომლითაც საკუთარ თავზე თავად ამბობ უარს? ახალგაზრდა ამერიკელი ავტორის, ბრიტ ბენეტის, ბესტსელერი სწორედ ამ არჩევანის შესახებ გვიყვება. ???? „დაკარგული ნახევარი“ შთამბეჭდავი რომანია ტყუპ დაზე, რომლებიც ბავშვობაში განუყრელები იყვნენ, მერე კი ორ სხვადასხვა სამყაროში გადაწყვიტეს ცხოვრება - შავსა და თეთრში. დები პატარა სამხრეთულ დასახლებაში გაიზარდნენ და 16 წლის ასაკში გაიქცნენ სახლიდან. თუმცა ზრდასრულობაში არა მარტო მათი ყოველდღიურობაა განსხვავებული, არამედ ყველაფერი - მათი ოჯახები, საზოგადოება და მომავალიც. წლების შემდეგ ერთ-ერთი და თავის შავკანიან ქალიშვილთან ერთად კვლავ იმ სამხრეთულ დასახლებაში ცხოვრობს, საიდანაც თავის დაღწევა სცადა, მეორემ კი თეთრკანიანთა შორის თავის დამკვიდრება შეძლო. მიუხედავად ამისა, დების ბედი კვლავ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. და ვინ იცის, რა მოხდება, როცა მათი ქალიშვილების გზები გადაიკვეთება? წიგნი გამოცემისთანავე მოექცა „New-York Times"-ის ბესტსელერთა სიის სათავეში. ბენეტს წიგნის ეროვნულმა ორგანიზაციამ 35 წლამდე ასაკის მწერლების საპატიო წოდება მიანიჭა,„The Times"-მა კი ავტორი წლის 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. წიგნის გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.
16.95
თანამედროვე სიყვარული
ავტორი:დანიელ ჯონსი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
სიყვარულის მაცოცხლებელი თვისება მგრძნობელობაა, მას კი ბევრი ფორმა შეიძლება ქონდეს. თუმცა ყველა შემთხვევაში მგრძნობელობა ნიშნავს არ შეუშინდე დაკარგვის შესაძლებლობას, მაგრამ, იმავდროულად და რაც უფრო მნიშვნელოვანია! - გააჩინო კავშირების შესაძლებლობაც, ეს უკანასკნელი კი რისკის გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რისკის სიდიდე განსხვავებულია, ხანდახან მხოლოდ თითის ჩაყოფა გიწევს წყალში, ხანდახან კი ფრიალო კლდიდან თვალდახუჭული უნდა გადაეშვა.
14.95
ბებიამ მთხოვა, თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის
ავტორი: ფრედრიკ ბაკმანი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
სერია: წლის ბესტსელერი
ელსას, საოცრად საზრიან გოგონას, თავისი სუპერგმირი ჰყავს - ბებია, სხვათა აზრით, უხიაგი, სინამდვილეში კი სიმართლის მთქმელი და წესების მოყვარულების, პედანტების დაუძინელბელი მტერი... კიდევ, ბებიას ზღაპრების მოყოლა უყვარს: მის ზღაპრულ ქვეყანაში რაინდებიც არიან და ურჩხულებიც, პრინცებიც და პრინცესებიც, კეთილებიც და ბოროტებიც, მაგრამ, როგორც ყველა ზღაპარში, იმ ქვეყანაშიც სიყვარული და მეგობრობა იმარჯვებს. ბებიამ ასწავლა ელსას თანაგრძნობა, მეგობრობა, ერთგულება და, რაც მთავარია, მიტევება.
14.95
დაკარგული სინათლე
ავტორი: ჯილ სანტოპოლო
სერია: წლის ბესტსელერი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
ორი სიცოცხლე. ორი სიყვარული. ერთი არჩევანი. ლუსი და გეიბი ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ და ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ორივეს სურს რაღაც მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არც ერთი მათგანი არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი. გზები გაიყო – გეიბი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუსი – ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია. მონატრების, ეჭვიანობის, სინანულისა და შეხვედრების ცამეტი წელი გავიდა, სიყვარული არ გახუნებულა, მაგრამ მოუტანა კი მათ ბედნიერება? გვიან აღიარეს, რომ სიყვარული სინათლეა და როცა მას დათმობ, საზღაური მეტისმეტად მწარეა, ხანდახან სიცოცხლეც კი.
13
კირკე
ავტორი: მადელინ მილერი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
კირკე, მზის ღმერთის, ტიტან ჰელიოსის ქალიშვილი, მარტოსული და ახლობლებისგან ათვალწუნებული მხოლოდ იმიტომ, რომ მათსავით ლამაზი არ არის, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მამაზე ნაკლები ღვთაებრივი ძალა არც მას აქვს, რომ ჰელიოსის დიდებული და კაშკაშა დარბაზების მიღმა მოკვდავთა საინტერესო სამყაროა, სავსე სულ სხვაგვარი, ადამიანური სიყვარულით თუ სიძულვილით, სევდით თუ სიხარულით. კირკეს ჯადოსნობის ძალამ თვით ოლიმპოელი ზევსიც დააფრთხო და სასჯელი სასტიკია - გადასახლება უკაცრიელ კუნძულზე, სამუდამო მარტოობა.
16.95
გადაუხადე სხვას
ავტორი: ქეთრინ რაიან ჰაიდი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია:წლის ბესტსელერი
ტრევორ მაკკინი სულაც არ ყოფილა გამორჩეული მოსწავლე.უსიხარულო ბავშვობა,მარტოხელა,ალკოჰოლიკი დედა და სკოლასა თუ ცხოვრებაში წარმატების ბევრად ნაკლები შანსი,ვიდრე მის თანაკლასელებს...ასეთი მონაცემებით,თითქოს ვერც სამყაროს შეცვლი და ვერც რამე ღირებულს შექმნი.მაგრამ ტრევორს ადამიანების მაინც სჯერა,სწამს,რომ თუ სიკეთეს დათესავ,კეთილი საქმეები გამრავლდება და აი,საზოგადოებათა მცოდნეობაში მიღებული კლასგარეშე დავალება ტრევორისთვის ის შთაგონება აღმოჩნდა,რომელმაც მის გულში ჩათესილი იმედის თესლი აღმოაცენა...
11.95