santaesperanza
ზეცის ჩარხი
ზეცის ჩარხი

ზეცის ჩარხი


19.9

ავტორი: ურსულა კ. ლე გუინი

მთარგმნელი: ქეთი ჩართოლანი

 

ჯორჯ ორრი საოცარ უნარს ფლობს — მას რეალობის ნებისმიერი ასპექტის შეცვლა თვალის დახამხამებაში შეუძლია. პრობლემა ისაა, რომ ამას ის საკუთარი სურვილისა თუ კონტროლის გარეშე აკეთებს. და როცა ორრის ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამ ძალაუფლების საკუთარი ეგოისტური თუ ფილანთროპული მიზნებისთვის გამოყენებას გადაწყვეტს, დედამიწას აქამდე არნახული საფრთხეები დაემუქრება. რომანის გმირები მუდმივად ცვალებად სამყაროში თავიანთი როლისა და ცხოვრების მიზნის გარკვევას ცდილობენ. ამის ფონზე კი მთავარი ეთიკური დილემა, რომელსაც ნაწარმოები იკვლევს, შემდეგია: უსაზღვრო და უკონტროლო ძალის ფლობის შემთხვევაში, უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია თუ — მოქმედება? ლოკუსის პრემიის მფლობელი, 1971 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, “ზეცის ჩარხი”, საოცრად ნაცნობ მომავალს წარმოიდგენს. ესაა სამყარო, რომელშიც დაბინძურებული ჰაერი, დაუსრულებელი ომები და პანდემიები ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული და შესაძლო კეთილი დასასრული სულ უფრო მეტად ემსგავსება კომპრომისს


გამომცემლობა
მედუზა
ფასი
19.9
წონა
0.299
ნანახია
550
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები