santaesperanza
ბრინჯაოს ქალაქი
ბრინჯაოს ქალაქი

ბრინჯაოს ქალაქი


26.9

ავტორი: გიორგი კვიტატიანი

 

პირველად ქაოსი მაშინ შეირხა, როდესაც სისხლისფერი სინათლით ამოვსებულ სიშავეში აკეს ყურს ძვლების მსხვრევის ხმა მისწვდა, ყნოსვა კი დამწვარი ხორცის სუნმა დაუხშო. ქაოსი შეირხა, იმძლავრა, აზვირთდა და ყველასა და ყველაფრის წამლეკავ ძალად დაიწყო ფორმირება, უნებართვოდ გამოპარვა და ზოგჯერ ამ ძალის მფლობელისთვისაც შემზარავი გამოვლინება. ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა იკარუსის ამბავი — ინტერესითა და ამბიციით გათამამებულმა როგორ გადაწყვიტა მზეს შეხებოდა და, შედეგად, საშინელი ტანჯვა იგემა… მაგრამ რა იქნებოდა, აგონიაში კი არა, ღიმილით თუ დაიფერფლებოდა? იქნებ, ასე გრანდიოზულადაც ჰქონდა წასვლა დაგეგმილი? წარსულის ტრაგედიით გატანჯული აკეც მის მსგავსად ცდილობს შეეხოს მზეს და მაგიითა და მისტერიებით სავსე ეს გახრწნილი სამყარო, იდუმალებით მოცული არქაული არსება კაბალები და მათი მომთვინიერებელი რჩეული კაბალერები, ერთმანეთის ზიზღითა და მცდარი რწმენებით დაბრმავებული სახელმწიფოები, თვალწარმტაცი ქალაქები და მათ ქვეშ დამარხული საუკუნოვანი საიდუმლოები, არანაკლებ გახრწნილი მეთოდებით ამოატრიალოს. დაე, შესრულდეს შემქმნელის ნება და, უსახელო აკემ, იპოვოს პასუხები თავის ამბიციებზე! დაე, ცეცხლმა უყოს პირი ყოველივეს!


გამომცემლობა
მედუზა
ფასი
26.9
წონა
0.499
ნანახია
613
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები