გვამი ბიბლიოთეკაში
13.95
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
პოლკოვნიკმაა ბანტრიმ საკუთარი სახლის ბიბლიოთეკაში ქერათმიანი ქალიშვილის გაგაუდული სხეული აღმოაჩინა. მეზობლებში მითქმა-მოთქმა იწყება! თუმცა მის მარპლის მოწვევის შემდეგ ყველაფერი იცვლება და საქმეში იმაზე მეტი ინტრიგა და სიბინძურე ჩნდება,ვიდრე ეს კეთილშობილ ბანტრებს წარმოედგინათ.პირქუში ფინანსისტი,მისი ეგოცენტრიკული მოზრდილი შვილები, სასტუმროს პრაგმატული და ჭკვიანი თანამშრომლები, დიდძალი ფული და გავლენა, ფიცხი ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი, განცვიფრებული ქალიშვილები, კინობიზნესი...
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 13.95
- წონა
- 0.249
- ნანახია
- 983
მსგავსი პროდუქტები
მკვლელობა ანბანის მიხედვით
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
სახელგანთქმულ ერკიულ პუაროს უჩვეულო მკვლელთან შერკინება უწევს - ის პატარა ბელგიელს წერილებით იწვევს შეჯიბრებაში და მის ხელმოწერაში მხოლოდ სამი ასოა: A, B, C. მკვლელობები მას იმ ადგილებში აქვს დაგეგმილი, რომელთა სახელწოდებები ანბანის რიგს მიჰყვება. ინგლისურ ანბანში 26 ასოა. ნუთუ ბოლო ასომდე აპირებს მისვლას?! ვინ ვის აჯობებს - გონიერი მკვლელი თუ პროფესიონალი მაძებარი? პუაროს მკვლელის ჩანაფიქრის ამოხსნა მოუწევს.
15.95
დანაშაულის თანამონაწილენი
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
„დანაშაულის თანამონაწილენი“ აგათა კრისტის დეტექტიური მოთხრობების კრებულია, რომელსიც ტომი და ტაპენს ბერესფორდების მაძებრული თავგადასავლებია ნაამბობი. ზოგიერთ მოთხრობას საერთო სიუჟეტი აერთიანებს. დაუდეგარი ტაპენსი და დინჯი, ირონიული ტომი ხანმოკლე შესვენების შემდეგ კვლავ დაუბრუნდნენ საყვარელ საქმეს. ზოგჯერ კურიოზული, ზოგჯერ კი სახიფათო საქმეები ყოველთვის ამ წყვილის გამარჯვებით მთავრდება, თუმცა ხშირად სიცოცხლისთვის დიდი რისკის ფასად.
15.95
სიკვდილი ნილოსზე
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: ლია კაკიაშვილი
მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ლიტენ რეჯუეი ცოლად მიჰყვება თავისი უახლოესი მეგობრის, ჟაკლინის საქმროს. ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად თბომავალ "კარნაკით" ნილოსზე, ეგვიპტეში მიემგზავრებიან. ჟაკლინი გადაწყვეტს, ჩააშხამოს მოგზაურობა მოღალატე საქმროსა და მეგობარს. ბორტზე სხვა მტრებიც არიან. სახელგანთქმული მეძებარი პუარო, ლინეტს ერთ დღეს კაიუტაში მოკლულს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ პუარო მიაგნებს დანაშაულის იარაღას და მიზეზსაც,მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება.
15.95
უდანაშაულობის გამოცდა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
„უდანაშაულობის გამოცდა“ აგათა კრისტის ერთ-ერთი უსაყვარლესი რომანი იყო. „ჩემს ყველა დეტექტივს შორის,-წერდა „დეტექტივების დედოფალი“ თავის „ავტობიოგრაფიაში“,-ყველაზე დამაკმაყოფილებლად „მრუდე სახლი“ და „უდანაშაულობის განცდა“ მიმაჩნია“. ორივე დეტექტივი მწერალის სხვა რომანებისგან იმითაც არის გამორჩეული, რომ მათში მთავარ პერსონაჟად ვერ იხილავთ მაძებარ - მესიე პუაროს ან მისის მარპლს. წარსულში მომხდარი მკვლელობა, რომლის შედეგმა დრამის მონაწილეთა ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, ...
15.95
ხუთი გოჭი
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
მკითხველი ამ დეტექტივშიც შეხვდება სახელგანთქმულ მაძებარს ერკიულ პუაროს. პატარა ბელგიელს ამჯერად 16 წლის წინანდელი მკვლელობის გამოძიება მოუწევს. მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ მხატვარი ემიას კრეილი ცოლმა მოკლა, მაგრამ გაირკვა, რომ კიდევ ხუთ ადამიანზე შეიძლება ეჭვის მიტანა. ამ რთული ამოცანის ამოხსნას ერკიულ პუარო ჩვეული გულმოდგინებით შეუდგება.
11.95
როჯერ ეკროიდის მკვლელობა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: მანანა კვესელავა
ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში მომხიბლავი და მდიდარი ქალბატონის,მისის ფერარსის გვამს იპოვიან.სიკვდილის მიზეზი,როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს,საძილე წამლის გადაჭარბებული დოზაა.რამდენიმე დღეში კლავენ მდიდარ ფაბრიკანტს,როჯერ ეკროიდს,რომელთანაც მისის ფერარსის შესაძლო ქორწინებას ქინგზ-ებოთის ჭორიკნები კარგა ხანია განიხილავდნენ.პოლიცია მკვლელობის გამოძიებას შეუდგა.მოულოდნელად საქმეში ჩაერთვება მოყვარული მაძებარი,ერკიულ პუარო..
13.95
მრუდე სახლი
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: გია ბერაძე
ერთ უცნაურ, "მრუდე სახლში" უცნაური, მაგრამ ძალიან მდიდარი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის უფროსი რესტორნებისა და სასტუმროების დიდი ქსელის მფლობელია და ერთ მშვენიერ დღეს.ის მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მოწამლეს.ამ დიდი ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა საფუძველი, რომ მოხუცი მოეკლა...დიდი მემკვიდრეობა, ჩანს, დიდი ცდუნებაც არის...მაგრამ მის მკვლელს თურმე მემკვიდრეობა სულაც არ სჭირდება, მას, უბრალოდ, დეტექტივები და... შურისძიება უყვარს.
13.95