მრუდე სახლი
13.95
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: გია ბერაძე
ერთ უცნაურ, "მრუდე სახლში" უცნაური, მაგრამ ძალიან მდიდარი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის უფროსი რესტორნებისა და სასტუმროების დიდი ქსელის მფლობელია და ერთ მშვენიერ დღეს.ის მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მოწამლეს.ამ დიდი ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა საფუძველი, რომ მოხუცი მოეკლა...დიდი მემკვიდრეობა, ჩანს, დიდი ცდუნებაც არის...მაგრამ მის მკვლელს თურმე მემკვიდრეობა სულაც არ სჭირდება, მას, უბრალოდ, დეტექტივები და... შურისძიება უყვარს.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 13.95
- წონა
- 0.269
- ნანახია
- 933
მსგავსი პროდუქტები
ჩემი საყვარელი მკვლელობები #1
ავტორი: ალფრედ ჰიჩკოკი
მტარგმნელი: ეკატერინე ბერიშვილი; ნანა ლალიაშვილი;
16.7
მკვლელობა ანბანის მიხედვით
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
სახელგანთქმულ ერკიულ პუაროს უჩვეულო მკვლელთან შერკინება უწევს - ის პატარა ბელგიელს წერილებით იწვევს შეჯიბრებაში და მის ხელმოწერაში მხოლოდ სამი ასოა: A, B, C. მკვლელობები მას იმ ადგილებში აქვს დაგეგმილი, რომელთა სახელწოდებები ანბანის რიგს მიჰყვება. ინგლისურ ანბანში 26 ასოა. ნუთუ ბოლო ასომდე აპირებს მისვლას?! ვინ ვის აჯობებს - გონიერი მკვლელი თუ პროფესიონალი მაძებარი? პუაროს მკვლელის ჩანაფიქრის ამოხსნა მოუწევს.
15.95
დანაშაულის თანამონაწილენი
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
„დანაშაულის თანამონაწილენი“ აგათა კრისტის დეტექტიური მოთხრობების კრებულია, რომელსიც ტომი და ტაპენს ბერესფორდების მაძებრული თავგადასავლებია ნაამბობი. ზოგიერთ მოთხრობას საერთო სიუჟეტი აერთიანებს. დაუდეგარი ტაპენსი და დინჯი, ირონიული ტომი ხანმოკლე შესვენების შემდეგ კვლავ დაუბრუნდნენ საყვარელ საქმეს. ზოგჯერ კურიოზული, ზოგჯერ კი სახიფათო საქმეები ყოველთვის ამ წყვილის გამარჯვებით მთავრდება, თუმცა ხშირად სიცოცხლისთვის დიდი რისკის ფასად.
15.95
უდანაშაულობის გამოცდა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
„უდანაშაულობის გამოცდა“ აგათა კრისტის ერთ-ერთი უსაყვარლესი რომანი იყო. „ჩემს ყველა დეტექტივს შორის,-წერდა „დეტექტივების დედოფალი“ თავის „ავტობიოგრაფიაში“,-ყველაზე დამაკმაყოფილებლად „მრუდე სახლი“ და „უდანაშაულობის განცდა“ მიმაჩნია“. ორივე დეტექტივი მწერალის სხვა რომანებისგან იმითაც არის გამორჩეული, რომ მათში მთავარ პერსონაჟად ვერ იხილავთ მაძებარ - მესიე პუაროს ან მისის მარპლს. წარსულში მომხდარი მკვლელობა, რომლის შედეგმა დრამის მონაწილეთა ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა, ...
15.95
ხუთი გოჭი
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
მკითხველი ამ დეტექტივშიც შეხვდება სახელგანთქმულ მაძებარს ერკიულ პუაროს. პატარა ბელგიელს ამჯერად 16 წლის წინანდელი მკვლელობის გამოძიება მოუწევს. მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ მხატვარი ემიას კრეილი ცოლმა მოკლა, მაგრამ გაირკვა, რომ კიდევ ხუთ ადამიანზე შეიძლება ეჭვის მიტანა. ამ რთული ამოცანის ამოხსნას ერკიულ პუარო ჩვეული გულმოდგინებით შეუდგება.
11.95
როჯერ ეკროიდის მკვლელობა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: მანანა კვესელავა
ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში მომხიბლავი და მდიდარი ქალბატონის,მისის ფერარსის გვამს იპოვიან.სიკვდილის მიზეზი,როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს,საძილე წამლის გადაჭარბებული დოზაა.რამდენიმე დღეში კლავენ მდიდარ ფაბრიკანტს,როჯერ ეკროიდს,რომელთანაც მისის ფერარსის შესაძლო ქორწინებას ქინგზ-ებოთის ჭორიკნები კარგა ხანია განიხილავდნენ.პოლიცია მკვლელობის გამოძიებას შეუდგა.მოულოდნელად საქმეში ჩაერთვება მოყვარული მაძებარი,ერკიულ პუარო..
13.95