ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო
9.95
ავტორი: მატილდა ვუდსი
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე
"როდესაც ალორაში მოხვდები, მაშინვე უნდა ასწიო თავი და შეხედო ცას, რომ დაინახო ჯადოსნური სამყარო ყოველ დღე და ყოველ ღამე". LiberKids 8-12 წლის ბავშვების ჯგუფია, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში პოპულარულ როგორც უცხოურ, ასევე ქართულ ლიტერატურას. მათ მიერ შემოთავაზებულ ნაწარმოებებს გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს. მატილდა ვუდსის "ბიჭი, ჩიტი და ოსტატი ალბერტო" სწორედ მათი არჩეული წიგნია. წიგნების შერჩევაში აქტიურად მონაწილეობენ მასწავლებლებიცა და მშობლებიც.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 9.95
- წონა
- 0.261
- ნანახია
- 171
მსგავსი პროდუქტები
ახალი ბრძოლა
ავტორი: ბერთ ნიქსი
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
სერია:ლიბერქიდსი
ერდასის სამეფოში მხოლოდ რჩეულებს ჰყავთ საკუთარი მეომარი ცხოველი. აბეკე, კონორი, მეილინი და როლანი, სწორედ ასეთები არიან. თუმცა ოთხფეხა მეგობრების დამორჩილების უნარი დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს მათ - მეგობრებმა თავიანთი ნიჭი სამეფოსა და, მთლიანად, დედამიწის გადასარჩენად უნდა გამოიყენონ.და აი, ისინი გზაში არიან! მტრის ტერიტორიაზე შეღწევა, ბოროტ ძალებთან შერკინება ადვილი არ იქნება. დიდი თავგადასავალი გრძელდება!
12
საუკეთესო პენალტი
ავტორი: ალესანდრა ბერელო
მთარგმნელი: ნანა ზარდიაშვილი
სერია: ლიბერქიდსი
დანიელს, იტალიაში კამერუნიდან ჩამოსვლისას, ერთადერთი ოცნება ჰქონდა: საფეხბურთო სამყაროში მოხვედრილიყო. ახლა უკვე თბილი სახლი აქვს, ერთგული მეგობრები ჰყავს და აღარც მისი ოცნება ჩანს აუხდენელი. მიზანდასახულ ილარიასა და ასევე უერთგულესი მეგობრისა და თანაგუნდელის, მატიას გვერდით, შეუძლებელი არაფერი, მათ შორის, არც ეროვნული ჩემპიონატის მოგება და არც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის საგზურის დამსახურება. დაბრკოლებას, რომელიც „ვირტუსის“ გუნდის მოთამაშეთა წარმატებას აფერხებს, „ატლეტიკო“ ჰქვია. ამ გუნდის კაპიტანს – ნიკის კი ნებისმიერ ფასად სურს გამარჯვება. ნიკისა და მის მეგობრებს ჩემპიონატში „ვირტუსის“ წინსვლა აცოფებთ. მატიას, თავის მხრივ, სხვა პრობლემები აქვს. მისგან ბევრს ელოდებიან, ეს კი ენერგიას აცლის და მოტივაციას აკარგვინებს. არც დანიელია უკეთეს დღეში. აშანტაჟებენ. თამაშსა და თამაშს შორის ბევრი რამ ხდება: საშინელი მუქარა გაისმის, ვიღაცას ცდუნება სძლევს. თუმცა მატია, დანიელი და მისი მეგობრები გულდასმით მალავენ. ამჯერად სამივე დამოუკიდებლად ცდილობს საიდუმლოს ამოხსნას და იმის დამტკიცებას, რომ ოცნების ასრულების მოკლე გზის ძებნა გამართლებული არ არის.
9.95
გოგო, კატა და ლოცმანი
ავტორი: მატილდა ვუდსი
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე
სერია: ლიბერკიდსი
ჩრდილოეთის ზღვის სიახლოვეს, ტალღების ხმაურში ცხოვრება - უკვე თავგადასავალია! და ეს შენი თავგადასავალიც იქნება, თუკი ამ წიგნს გადაფურცლავ! დიდი სანაოსნო მოგზაურობა გელის. თუმცა სანამ ცნობილ კაპიტანთან, მის ნაბოლარა შვილთან, კატასთან და ლოცმანთან ერთად ზღვაში გახვალ, მანამდე ზღვიდან გამორიყული, დამსხვრეული გემებისგან აშენებულ პატარა სოფელში მოგიწევს ცხოვრება. იქაური სახლები ზღვის ამბებს მოგიყვებიან, შეიძლება იმ ტავერნაშიც აღმოჩნდე, რომელსაც "ჩაძირული გველთევზა" ჰქვია და სადაც კაპიტანი ბრიტი სწორედ ამ წუთებში შვილის შეძენას ზეიმობს, წინასწარმეტყველი ფრეიდის სპირსი კი ზღვის ნაპირზე დგას, ყურზე ნაჟარა მიუდვია და ახალ წინასწარმეტყველებას ისმენს - ალბათ სწორედ შენ შესახებ - ჩრდილოეთ პოლუსს კიდევ ერთი მოგზაური ბავშვი უახლოვდება!
12.95
მისტერ პოპერის პინგვინები
ავტორირი: ჩარდ ეთუოტერი, ფლორენს ეთუოტერი
მთარგმნელი: ანა კოპაძე
მისტერ პოპერი ერთი უბრალო მღებავი და მეოცნებე კაცია _ ის ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში ცხოვრობს და პოლარულ ექსპედიციებზე ოცნებობს. და აი, ერთ დღეს ფოსტალიონს ამანათი მოაქვს _ უბრალო კი არა, ალბათ, ამქვეყნად ყველაზე უცნაური ამანათი სამხრეთ პოლუსიდან. მისტერ პოპერს ცნობილმა მკვლევარმა საჩუქრად პინგვინი გამოუგზავნა. სულ მალე კი პოპერების ხელმოკლე ოჯახში ერთის ნაცვლად თორმეტი პინგვინი დაბაჯბაჯებს. ერთ დღესაც მათ ერთიანად შეცვალეს პოპერების ცხოვრება, თუ როგორ, ამას ამ მხიარული წიგნიდან შეიტყობთ. ამ წიგნის მოტივებზე გადაიღეს ფილმიც ცნობილი კომიკოსის, ჯიმ კერის, მონაწილეობით.
11.95