santaesperanza
ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის (ნაწილი პირველი)
ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის (ნაწილი პირველი)

ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის (ნაწილი პირველი)


55

ავტორი : გიორგი გურჯიევი

 

„ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ წარმოადგენს პირველ ნაწარმოებს ბატონი გიორგი გურჯიევის ტრილოგიისა „ყველა და ყველაფერი“. აგრეთვე, ეს უკანასკნელი მოიცავს ნაწარმოებებს, როგორიცაა – „შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან“ და „ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ““.

„ყველა და ყველაფრის“ დასაწყისში გიორგი გურჯიევი აღნიშნავს, რომ წიგნის მიზანია მკითხველს დაანახოს, „გამანადგურებლად, უმოწყალოდ, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, მკითხველის მენტალობასა და გრძნობებში საუკუნეების განმავლობაში ფესვგადგმული რწმენები და წარმოდგენები ამ სამყაროში არსებული ყოველივეს შესახებ“.

ნაწარმოებში გამოყენებულია ე.წ. ჩარჩოებიანი ხერხი მხატვრული წერის მანერისა – არამიწიერი არსების, ბელზებელის (რომელიც ატარებს ამავე სახელის მქონე დემონის სახელწოდებას) ჩაფიქრებები და სხვადასხვა ისტორიები. თავს გადახდენილ ამბებს ბელზებელი უყვება თავის შვილიშვილ ჰასეინს, რომელთან ერთადაც ხომალდ „კარნაკით“ მოგზაურობს კოსმოსში თავისი მშობლიური პლანეტის (კარატაზი) მიმართულებით. ბელზებელი დეტალურად აღწერს ისტორიებს, ადათ-წესებს, ჩვეულებებს, კულტურასა თუ ფსიქოლოგიას ადამიანური არსებების შესახებ.

ისტორია ალეგორიულად გამოხატავს ავტორის მიერ თავისებურად აღქმული ადამიანური ყოფიერების, მდგომარეობისა და პირობების განმარტებას. ნაწარმოების პროტაგონისტი პერსონაჟი გვიყვება დედამიწაზე  არაერთი სტუმრობის შესახებ, სადაც მას გარკვეული შეხედულებები ჩამოუყალიბდა კაცობრიობაზე. მისი ეს აღნიშნული ნარატივი მთელ ნაწარმოებში მიჩნეულია, როგორც ერთგვარი ახსნა-განმარტება ბატონი გურჯიევის ფილოსოფიური მსოფლმხედველობისა.

წინამდებარე წიგნი განკუთვნილი გახლდათ გურჯიევის „მეოთხე გზის“ სწავლებისათვის, როგორც ერთ-ერთი მთავარი სასწავლო ინსტრუმენტი.

„ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ შესულია ბრიტანელი პოეტისა და ბიოგრაფის მარტინ სეიმურ სმიტის ნაწარმოებთა სიაში „100 ყველაზე გავლენიანი წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა“, ავტორისეული კომენტარითურთ: ყველაზე სარწმუნო შერწყმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფიქრებისა...

გამომცემლობის რეკომენდაციაა რომ მკითხელი გიორგი გურჯიევის შემოქმედებას გაეცნოს შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის, 2. შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან, 3. ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ“, 4. გრძნეულთა ბრძოლა, 5. დანახული რეალური სამყაროდან.


გამომცემლობა
აქტი
ფასი
55
ნანახია
67
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები