santaesperanza
გრძნეულთა ბრძოლა
გრძნეულთა ბრძოლა

გრძნეულთა ბრძოლა


18

ავტორი: გიორგი გურჯიევი

მთარგმნელი : დავით ცომაია

გამოცემა აიერთიანებს გიორგი გურჯიევის ორ ტექსტს „გრძნეულთა ბრძოლა“ და „მომავალი სიკეთის მაუწყებელი“.

პიესა „გრძნეულთა ბრძოლა“ – ძირითადად გადმოგვცემს თეთრი და შავი მაგიის ურთიერთგანსხვავებებსა და მსგავსებას: ავტორი ამ მაგიათა მნიშვნელობებსა და მახასიათებლებს, როგორც იდეებს სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის შესახებ, ააშკარავებს და გამოსახავს ფიზიკური, საგნობრივი ენით – ის ამ იდეებს პერსონაჟთა ფიგურებით, მათი ჩაცმულობით, გარეგანი ემოციური გამოხატულებებითა და სხვადასხვა მოვლენა-ღონისძიების მიმართ დამოკიდებულებებით ამჟღავნებს.
პიესაში აღწერილი პერსონაჟთა მოძრაობები, ცეკვები და ა.შ. გამიზნულია იმისათვის, რომ გადმოიცეს გიორგი გურჯიევის მიერ ჩამოყალიბებული „ცეკვების“ სისტემის შინაარსი და თავად მისივე გარეგნული მხარის დემონსტრირება.

ნაწარმოები „მომავალი სიკეთის მაუწყებელი“ – ეს გახლდათ ავტორის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო მსოფლიო მკითხველისათვის, რომელიც გადაწყვეტდა გურჯიევის ნაწარმოებთა გაცნობას. მოცემული ტექსტი ფაქტობრივად ავტობიოგრაფიულ ხასიათს ატარებს, სადაც გურჯიევი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების კონკრეტულ დეტალებს, მის მიერ დაარსებული ინსტიტუტის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს, პირად დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხის მიმართ და მკითხველისადმი მიმართვებს გარკვეული რჩევების სახით.


გამომცემლობა
აქტი
ფასი
18
წონა
0.209
ნანახია
829
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები