„ლურჯი მატარებლის“ საიდუმლოება
15.95
ავტორი: აგათა კრისტი
იდუმალი ქალი, ლეგენდარული ლალის ქვები და საფრანგეთის რივიერისკენ მიმავალი „ლურჯი მატარებელი“ – რით არ არის საუცხოო მასალა რომანტიკული სიყვარულისა და ბრწყინვალე დანაშაულისთვის?! მატარებელი გაჩერდა და ძვირფასთვლებიანი ალისფერი ტარსიკონის ზარდახშა გაქრა, მისი პატრონი ქალი კი შავი ზონრით მომხრჩვალი იპოვეს კუპეში. იდეალური საიდუმლო, სავსე ვნებით, სიხარბითა და სიცრუით, და იდეალური დეტექტივი ერკიულ პუარო, რომელიც „ლურჯი მატარებლის“ საიდუმლოს გასაღებს ჩვეული ოსტატობით იპოვის.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 15.95
- წონა
- 0.399
- ნანახია
- 578
მსგავსი პროდუქტები
მკვლელობა ანბანის მიხედვით
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე
სახელგანთქმულ ერკიულ პუაროს უჩვეულო მკვლელთან შერკინება უწევს - ის პატარა ბელგიელს წერილებით იწვევს შეჯიბრებაში და მის ხელმოწერაში მხოლოდ სამი ასოა: A, B, C. მკვლელობები მას იმ ადგილებში აქვს დაგეგმილი, რომელთა სახელწოდებები ანბანის რიგს მიჰყვება. ინგლისურ ანბანში 26 ასოა. ნუთუ ბოლო ასომდე აპირებს მისვლას?! ვინ ვის აჯობებს - გონიერი მკვლელი თუ პროფესიონალი მაძებარი? პუაროს მკვლელის ჩანაფიქრის ამოხსნა მოუწევს.
15.95
როჯერ ეკროიდის მკვლელობა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: მანანა კვესელავა
ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში მომხიბლავი და მდიდარი ქალბატონის,მისის ფერარსის გვამს იპოვიან.სიკვდილის მიზეზი,როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს,საძილე წამლის გადაჭარბებული დოზაა.რამდენიმე დღეში კლავენ მდიდარ ფაბრიკანტს,როჯერ ეკროიდს,რომელთანაც მისის ფერარსის შესაძლო ქორწინებას ქინგზ-ებოთის ჭორიკნები კარგა ხანია განიხილავდნენ.პოლიცია მკვლელობის გამოძიებას შეუდგა.მოულოდნელად საქმეში ჩაერთვება მოყვარული მაძებარი,ერკიულ პუარო..
13.95
ლორდ ეჯვერის სიკვდილი
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
ლონდონელ დიდებულს, ლორდ ეჯვერს, მისსავე სახლში კლავენ. თითქოს მიზეზი იოლად მისახვედრია - მდიდარი და გავლენიანი ოჯახის მეთაური ტირანი ბრძანდებოდა, ახლობლები მისი შიშით ძრწოდნენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ლორდის სახლში ერთი ლამაზი ქალის, თანაც, როგორც გაირკვა, გადაცმულის, სტუმრობა. სახელგანთქმული მაძებარი ერიკ პუერო შემთხვევით ხდება იმ მოვლენათა მოწმე და მონაწილეც კი, რომლებიც წინ უძღვოდა მკვლელობას...
9.95
და აღარავინ დარჩა
ავტორი: აგათა კრისტი
მთარგმნელი: გია ბერაძე
განმარტოებულ კუნძულზე ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული ათი ადამიანი მიწვევით ჩადის, მაგრამ... მასპინძლები არსად ჩანან. სასტუმრო ოთახში, ლანგარზე, ფაიფურის ათი პატარა ინდიელის ფიგურა დევს, ხოლო სტუმრების საძინებელში მხიარული საბავშვო ლექსია კედელზე გაკრული. ნეტავ რაზე მიანიშნებენ სტუმრებს მასპინძლები? ან არსებობენ ისინი? ვინ ხოცავს ერთიმეორის მიყოლებით სტუმრებს და რატომ ქრება თითოეული მკვლელობის შემდეგ თითო ფიგურა? - ამ კითხვებზე პასუხს ზღვაში გადაგდებული წერილი გასცემს.
11.95
ნ თუ მ?
ავტორი: აგათა კრისტი
"დიდ ბრიტანეთს ტომას და ტაპენს ბერესფორდების სამსახური ისევ დასჭირდა - ამჯერად მათ გაცილებით სახიფათო მისია აქვთ: მეორე მსოფლიო ომია, გერმანია ბრიტანეთის მთავარსარდლობაში თავისი აგენტის ჩანერგვას ცდილობს, მაგრამ ვინ არის ის? ინგლისელმა აგენტმა, რომელმაც ის აღმოაჩინა და ამას შეეწირა კიდეც, სიკვდილის წინ დაშიფრული შეტყობინება დატოვა: ”ნ თუ მ?“ - ორივე გერმანიის აგენტია და თურმე ორივე, ან ერთ-ერთი მაინც, პროვინციული ქალაქის პატარა სასტუმროში ცხოვრობს..."
13.95
მკვლელობა მღვდლის სახლში
ავტორი: აგათა კრისტი
ამ რომანში აგათა კრისტს პირველად შემოჰყავს ყველასათვის საყვარელი დეტექტივი ქალი, მის ჯეინ მარპლი. ამ ხანდაზმულ ქალბატონს მშვენივრად ეხერხება ადამიანის ბუნების უარყოფითი მხარეების გამოვლენა. იგი მღვდლის სახლში მომხდარ დანაშაულს იძიებს. მოსამართლეს, პოლკოვნიკ პროტეროს, თავში ტყვია დაახალეს და მოკლეს. გასროლის ხმა კი არავის გაუგონია. არც რამე სამხილი არსებობს, მიუხედავად იმისა,რომ მისი მოკვლის საფუძველი მასთან მეტ-ნაკლებად დაახლოებულ ყველა ადამიანს აქვს. მის მარპლი იდუმალ მკვლელს კვალში ჩაუდგება.
11.95
მკვლელობა გოლფის მოედანზე
ავტორი: აგათა კრისტი
"სამხრეთამერიკელ მილიონერს სასწრაფოდ სჭირდება ერკიულ პუაროს დახმარება და თავის მამულში, საფრანგეთის პატარა საკურორტო ქალაქში სთხოვს ჩასვლას. ისიც არ დააყოვნებს და თავის დიდი ხნის მეგობართან, კაპიტან ჰასტინგზთან ერთად სასწრაფოდ გაემგზავრება, თუმცა ამაოდ _ მესიე რენო გოლფის მოედანზე იპოვეს მოკლული. სახელგანთქმულ მაძებარს დახლართულ მოვლენათა ორომტრიალში მოუწევს გადაშვება, რათა მილიონერის მკვლელი იპოვოს. "
15.95