451 ფარენჰაიტით
14.95
ავტორი: რეი ბრედბერი
მთარგმნელი: ანდუყაფარ ჭეიშვილი
სერია: პორტალი
გიფიქრიათ,რა უბედურების მოტანა შეუძლია წიგნის კითხვის აკრძალვას? სადღაც,შორეულ მომავალში,გაი მონტეგი ცხოვრობს,მისი საქმე ხანძრების გაჩენაა.სისტემაში,რომელიც მარტივი და ყველასათვის გასაგებია,,იწვება "საშიში" წიგნები და სახელები,რომლებიც ამ წიგნებს ინახავს.451° ფარენჰაიტით სწორედ ის ტემპერატურაა,რომელზეც ქაღალდი ალდება.გაი საქმეს სიამოვნებით აკეთებს,სანამ რამდენიმე მოვლენა მისთვის ყველაფერს არ შეცვლის. წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ!
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.389
- ნანახია
- 276
მსგავსი პროდუქტები
ანგელოზების იმპერია
ავტორი: ბერნარ ვერბერი
მთარგმნელი: მერაბ ფიფია
სერია: პორტალი
მწერალ მიშელ პენსონს "ბოინგი" ეჯახება და ის სამოთხეში ხვდება, სადაც მთავარანგელოზების სამსჯავროს გაივლის და მფარველ ანგელოზად გაამწესებენ. მას მიაბარებენ ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებულ სამ სულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მთავარია, მათ რაც შეიძლება ნაკლებად შესცოდონ , რათა თავიდან აიცილონ რეინკარნაციის ციკლი. ადამიანებზე დაკვირვებით პენსონი ხვდება, რომ ყველაფერი გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოედგინა. იგი ისახავს მიზანს: გაიგოს, რა ხდება საიქიოს მიღმა...
18.95
ობელისკის კარიბჭე (2)
ავტორინ: . კ. ჯემისინი
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე
სერია: პორტალი
ეს სეზონი ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისია. ხანგრძლივ, პირქუშ ღამეს არასოდეს ცვლის დღ. ალებასტრი, ათბეჭდიანი შეშლილი, სამყაროს დამანგრეველი და გადამრჩენელი ოროგენი, ბრუნდება მისიით - გაწვრთნას და დატოვოს მემკვიდრე ესუნის სახით და ამით სიმშვიდის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტოს. დაკარგულ ქალიშვილს მტერი იპოვის. ძველი მეგობრები ფარული ზრახვებით ბრუნდებია. ორსახოვანი მოყვარე მტრობას უქადის ესუნს, რომელსაც ქვადქცეული ძველი პარტნიორი დიდი გამოწვევისთვის ამზადებს. "ობელისკის კარიბჭე" ჯემისინის სერიის, "განწირული მიწის", მეორე წიგნია.
19.95
ხმლების ქურდობა
ავტორი: მაიკლ ჯ. სალივანი
მთარგმნელი: ბექა არაბული
სერია: პორტალი
გამოცდილ ქურდებს, ადრიანსა და როისს, საკუთარი მოხერხებულობის იმედი აქვთ, ამიტომ იოლად თანხმდებიან მაცდურ შეთავაზებას, მოიპარონ ლეგენდარული ხმალი მეფის სასახლიდან. თუმცა, ერთი შეხედვით იოლი საქმე დიდ განსაცდელად ექცევათ: ისინი მეფის წინააღმდეგ შეთქმულების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან! ვიღაც ცდილობს მათ აჰკიდოს მეფის მკვლელობა და იძულებულს ხდის, სიცოცხლის გადასარჩენად, უფლისწული ალრიკი გაიტაცონ და სასახლიდან გაიქცნენ...
23.95
სადგური 11
ავტორი: ემილი სენტ-ჯონ მანდელი
მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე
სერია: პორტალი
მომაკვდინებელმა ვირუსმა რამდენიმე დღეში გააცამტვერა მსოფლიო... თითქოს დედამიწა გაჩერდა. წარსულს ჩაჰბარდა კომფორტული ცხოვრება, უახლესი ტექნოლოგიები, რომელთაც ერთიანად დაეპყრო ადამიანების გონება. ეს ყველაფერი გაქრა, დარჩნენ სიკვდილს გადარჩენილი უსახლკარო ადამიანები. ზოგმა განსაცდელს ვერ გაუძლო და ადამიანური სახე დაკარგა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც სულიერი სიწმინდე შეინარჩუნეს და ცდილობენ კაცობრიობის კულტურის ნარჩენები მაინც გადაარჩინონ. თეატრალური დასი „გზის სიმფონია“ სწორედ ასეთი ადამიანებისგან შედგება
22.95