ანგელოზების იმპერია
18.95
ავტორი: ბერნარ ვერბერი
მთარგმნელი: მერაბ ფიფია
სერია: პორტალი
მწერალ მიშელ პენსონს "ბოინგი" ეჯახება და ის სამოთხეში ხვდება, სადაც მთავარანგელოზების სამსჯავროს გაივლის და მფარველ ანგელოზად გაამწესებენ. მას მიაბარებენ ერთმანეთისგან სავსებით განსხვავებულ სამ სულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მთავარია, მათ რაც შეიძლება ნაკლებად შესცოდონ , რათა თავიდან აიცილონ რეინკარნაციის ციკლი. ადამიანებზე დაკვირვებით პენსონი ხვდება, რომ ყველაფერი გაცილებით რთულია, ვიდრე წარმოედგინა. იგი ისახავს მიზანს: გაიგოს, რა ხდება საიქიოს მიღმა...
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 18.95
- წონა
- 0.499
- ნანახია
- 263
მსგავსი პროდუქტები
გონდოლინის დაცემა
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: გიორგი გომართელი
"ღმერთების შუღლის ქარტეხილში მოქცეულა გონდოლინი, თვალწარმტაცი ქალაქი, რომლის მდებარეობა მტრისთვის ჯერჯერობით უცნობია. მორგოთს, ბოროტების განსახიერებას, გამორჩეულად სძულს გონდოლინის მეფე, ტურგონი, და ამაოდ ცდილობს საგულდაგულოდ დამალული ქალაქის აღმოჩენას. ამ დროს ღმერთებს ცხარე კამათი გაუმართავთ და უმრავლესობა მორგოთთან დაპირისპირებული ულმოს მხარდაჭერაზე უარს ამბობს. ულმოს ერთადერთი იმედი ტუორია _ სწორედ მას ავალებს გონდოლინის დაცვას! დაპირისპირების დასასრული შემზარავია. მორგოთი ქალაქზე ყველაფერს შეიტყობს და მის გასანადგურებლად ბალროგების, დრაკონებისა და ურიცხვი ორკის ლაშქარს გაგზავნის."
24.95
ბეჭდის საძმო - ბეჭდების მბრძანებელი #1
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
უძველეს დროში ელფმა მჭედლებმა ჯადოსნური ბეჭდები დაამზადეს, ხოლო საურონმა, ბნელმა მეუფემ, ძალაუფლების ბეჭედი გამოჭედა და მასში საკუთარი ძალა ჩააქსოვა, რათა მისი მეშვეობით სხვა ბეჭდები ემართა. მაგრამ საურონს ძალაუფლების ბეჭედი წაართვეს და თუმცა მთელ შუახმელეთში ეძებდა, ვერსად იპოვა.მრავალი საუკუნის შემდეგ, როგორც ,,ჰობიტშია" მოთხრობილი, ბეჭედი ბილბო აბგელს ჩაუვარდა ხელში. ასე იწყება ჯ.რ.რ. ტოლკინის კლასიკური ამბავიმ რომელიც ,,ორ ციხე-კოშკსა" და ,,მეფის დაბრუნებაში" გრძელდება.
25
ჰურინის შვილები
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: გიორგი გომართელი
არსებობს შუახმელეთის თქმულებები, რომლებიც "ბეჭდების მბრძანებლამდე" გაცილებით ადრე შეიქმნა. ამ წიგნში მოთხრობილი ამბავიც რუხი ნავსადგურის დასავლეთით მდებარე, უძველეს მიწებზე მოხდა - იქ, სადაც ერთ დროს ხისწვერა დააბიჯებდა. ის მიწები პირველი ეპოქის მიწურულს დიდმა კატაკლიზმებმა ჩაძირა.
24.95
სილმარილიონი
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
სერია: პორტალი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
"ბეჭდების მბრძანებლისა" და "ჰობიტის" ეპიკური, ლეგენდარული წინამორბედი. ...ადრეულ დღეებში შუახმელეთში პირველი ბნელი მეუფე მორგოთი სახლობდა. მას უზენაესი ელფები ეომებოდნენ, რათა წართმეული სამი ძვირფასი ქვა - სილმარილები დაებრუნებინათ. "სილმარილიონი" მოგვითხრობს ფეანორისა და მისი თანამოძმეების ღმერთთა წინააღმდეგ აჯანყებაზე, ელფთა და ადამიანთა ომზე, რომელიც მათი სიმამაცის მიუხედავად, მარცხისთვის იყო განწირული. ეს არის მატიანე შუახმელეთისა და უძველესი ამბებისა!
19.95
ბნელი კოშკი #7
ავტორი: სტივენ კინგი
მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი
სერია: პორტალი
"„ბნელი კოშკი“ სერიის მეშვიდე და ბოლო წიგნია. მეექვსე ნაწილით ის იდუმალი მწერალი გავიცანით, ბნელ კოშკთან ერთად როლანდის კა-ტეტის ბედისწერა რომაა. თავგადასავალი გრძელდება, უფრო სწორად, სუზანას მშობიარობით იწყება. ალისფერი მეფის დამქაშები მის ნაშიერს ელოდებიან... შეძლებენ ჯეიკი და მამა კალაჰენი მის გამოხსნას? ვინ არის არსება, რომელიც სუზანამ შობა? რა გეგმები აქვს უოლტერს, იმავე რენდალ ფლეგს? გადაარჩენენ თუ არა ჩვენი გმირები თავიანთ შემქმნელს? რა ბედი ეწევა მსროლელსა და მის კა-ტეტს? და, ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს თუ არა როლანდ დისქეინი ბნელ კოშკს? „ბნელი კოშკი“ ბევრ საინტერესო ფაქტს ახდის ფარდას, მაგრამ ამოხსნის ბნელი კოშკის იდუმალებას?"
32.95
სალიმს-ლოტი
ავტორი: სტივენ კინგი
სერია: პორტალი
სალიმს-ლოტი ახალი ინგლისის ერთი პატარა ამერიკული ქალაქია, სადაც უცნაური ამბები ხდება _ მზის ჩასვლის შემდგომ მას თითქოს ბოროტი სულები ეპატრონებიან, ერთიმეორის მიყოლებით ქრებიან ადამიანები. შიში გამეფებულა ერთ დროს წყნარ ქალაქში, რომელსაც ბორცვზე წამომართული ძველი სახლი, „მარსტენ-ჰაუსი“, გადმოჰყურებს. ამ სახლიდან იღებს სათავეს აქაურების უბედურება, მაგრამ ვინ გაბედავს იქ შესვლას? 1975 წლის 5 სექტემბერი იდგა. ამ დღეს დაბრუნდა მწერალი ბენ მიერსი სალიმს-ლოტში და ახლა მას მოუწევს დასძლიოს ბავშვობის დროინდელი შიში და ქალაქსაც უშველოს, მაგრამ შეძლებს?!
27.95