კავკასიური ნოველები
8.4
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ
გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველები“ ორჯერ გამოიცა გერმანულ ენაზე – 1932 წელს გამომცემლობა „ინზელის“, ხოლო 1979 წელს – „ზურკამპის“ მიერ.
კრებულს, რომელშიც სამი ნოველა იყო შესული, დიდი პოპულარობა ხვდა წილად. აკრძალვის მიუხედავად, ქართველ მკითხველს მაინც მიუწვდებოდა ხელი ემიგრანტულ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“ გამოქვეყნებულ ნოველებზე – „ენგადი“ და „იმამ შამილ“. „წმინდა ხარის მოკვლა“ კი დღემდე უცნობი იყო და საგანგებოდ ითარგმნა თამარ კოტრიკაძის მიერ გერმანულოვანი გამოცემის წინათქმასთან ერთად, რითაც სრულყოფილად წარმოჩნდება „კავკასიური ნოველები“ – გამორჩეული ფურცელი გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 8.4
- წონა
- 0.109
- ნანახია
- 415
მსგავსი პროდუქტები
5 რომანი
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
ამ წიგნში გ. რობაქიძის ხუთი რომანია შესული,რომელიც,დიდი მწერლის დრამატული ცხოვრების გათვალისწინებით,სრულიად განსხვავებულ დროში,გარემოსა და ვითარებებში იქმნებოდა.გ. რობაქიძის ხუთი რომანი – „გველის პერანგი“(1926 წ.),„მეგი – ქართველი გოგონა“(1932 წ.),„ქალღმერთის ძახილი“(1934 წ.),„მცველნი გრალისა"(1937 წ.),„ფალესტრა“(1928 წ.) – ჯერ სამშობლოში,შემდეგ კი ემიგრაციაში იწერებოდა.მათი დიდი ნაწილი ზედიზედ ითარგმნა და გამოიცა წამყვან გერმანულ გამომცემლობებში.
35
მცველნი გრალისა
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ
გრიგოლ რობაქიძის რომანი „მცველნი გრაალისა“ 1937 წელს გერმანულ ენაზე იენში, დიდერიხსის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება რომანს მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნო 1989 წელს ნაირა გელაშვილის პიესის – „გრაალის მცველნი“ – სახით, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა დავით ანდღულაძემ დადგა.
„მცველნი გრალისა“ მოდერნისტული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. რომანი სავსეა მაღალესთეტიკური, უაღრესად შთამბეჭდავი სახეებით. მოქმედება ვითარდება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თუმცა სამშობლოს ბედის უღრმესი განცდითა და შთაგონებით განმსჭვალული პერსონაჟის, ლევან ორბელის ხილვებში წარმოგვიდგება საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა, ცოცხლდება ქვეყნისა და ხალხისთვის სანუკვარი თქმულებები და მისტერიები.
შენარჩუნებულია ნაწარმოების ავტორისეული დასათაურება, რომელიც დასტურდება გრიგოლ რობაქიძის არაერთი პირადი წერილითა და თანამედროვეთა მოგონებებით.
16.95
ქალღმერთის ძახილი
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე
გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ
გრიგოლ რობაქიძის „ქალღმერთის ძახილი“ 1934 წელს გერმანულ ენაზე იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. „დალი“ – ასე ერქვა რომანს ქართულ ორიგინალში, რომელიც დაკარგულად ითვლება. შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები – „ორი ფოთოლი“ და „დიდი დედა“, გამოქვეყნებული ემიგრანტულ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“.
წიგნი ფრანგულადაც ყოფილა თარგმნილი მათე კერესელიძის მიერ და გამოსაცემად გამზადებული ტექსტი დაკარგულა. მკითხველს შეუძლია გაეცნოს რომანის სრულ ტექსტს ქართულ ენაზე, ასევე მწერლის სიცოცხლეში გამოქვეყნებულ ორიგინალის ფრაგმენტებს. შეძლებისდაგვარად შენარჩუნებულია ავტორის სტილი.
11.95