santaesperanza
 მცველნი გრალისა
 მცველნი გრალისა

მცველნი გრალისა


16.95

ავტორი: გრიგოლ რობაქიძე

 

გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ

 

გრიგოლ რობაქიძის რომანი „მცველნი გრაალისა“ 1937 წელს გერმანულ ენაზე იენში, დიდერიხსის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება რომანს მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნო 1989 წელს ნაირა გელაშვილის პიესის – „გრაალის მცველნი“ – სახით, რომელიც  მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა დავით ანდღულაძემ დადგა.

 

„მცველნი გრალისა“ მოდერნისტული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. რომანი სავსეა მაღალესთეტიკური, უაღრესად შთამბეჭდავი სახეებით. მოქმედება ვითარდება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თუმცა სამშობლოს ბედის უღრმესი განცდითა და შთაგონებით განმსჭვალული პერსონაჟის, ლევან ორბელის ხილვებში წარმოგვიდგება საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა, ცოცხლდება ქვეყნისა და ხალხისთვის სანუკვარი თქმულებები და მისტერიები.

 

შენარჩუნებულია ნაწარმოების ავტორისეული დასათაურება, რომელიც დასტურდება გრიგოლ რობაქიძის არაერთი პირადი წერილითა და თანამედროვეთა მოგონებებით. 


გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
16.95
წონა
0.369
ნანახია
424
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები