santaesperanza

ლიტოდისეა

გახლეჩილი აპრილი
ავტორი: ისმაილ კადარე მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი   რომან „გახლეჩილი აპრილის“ მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყა­ლიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს – გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს. ამ წესს რომ აღასრულებს, 30 დღის გასვლის შემდეგ თავად ის უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახის წევრმა და ასე დაუსრულებლად… ამ დროს ზეგანზე ეტლით მოგზაურობს ქალაქელი ახალგაზრდა წყვილი, რომელიც თაფლობის თვეს ატარებს და თან მთის მკაცრ ადათ-წესებს შეისწავლის. პატარძლისთვის ეს საშინელი წესები მიუღებელია. ქმრის მონათხრობი მისთვის რეალურ სახეს მაშინ იღებს, როდესაც გზაზე გადაეყრებიან რომანის მთავარ გმირს და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდება…
14.9
გოგონები
ავტორი: ემა კლაინი მთარგმნელი: ნინო ტეფნაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა  
14.9
ლოლიტა
ავტორი: ვლადიმირ ნაბოკოვი მთარგმნელი: თამარ ლომიძე ნაბოკოვის ნაწარმოებებს შორის უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია „ლოლიტას“, რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. „ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება“ – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია, მაგრამ სასიყვარულო ისტორიის მიღმა დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი „ჭკუამხიარული“ ამერიკის შეჯახებაა დახატული. „ლოლიტა“ სავსეა სიმბოლური სახეებით, სიტყვათა თამაშითა და ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და პერსონაჟების ზუსტი, ლაკონიური აღწერით.
14.9
მოსკოვიადა
ავტორი: იური ანდრუხოვიჩი მთარგმნელი:რაულ ჩილაჩავა სერია: ლიტერატურული ოდისეა სულაკარუის გამომცემლობა მთარგმნელი: რაულ ჩალიჩავა „მოსკოვიადა“ ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის მეორე რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ.  გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის.
14.9
პლათფორმა
ავტორი: იური ანდრუხოვიჩი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: რაულ ხალიჩავა გამომცემლობა: ბაკურ სულკაურის გამომცემლობა
14.9
გახლეჩილი აპრილი
ავტორი: ისმაილ კადარე სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა რომან „გახლეჩილი აპრილის“ მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს – გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს. ამ წესს რომ აღასრულებს, 30 დღის გასვლის შემდეგ თავად ის უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახის წევრმა და ასე დაუსრულებლად…
14.9
თავისუფალ ქვეყანაში
ავტორი: ვ.ს. ნაიპოლი მთარგმნელი:ნათია მეჩითიშვილი სერია: ლიტერატურული ოდისეა სულაკაურის გამომცემლობა „თავისუფალ ქვეყანაში“ მოიცავს პროლოგს, სამ მოთხრობასა და ეპილოგს. მოთხრობების გმირები სხვადასხვა ქვეყნის შვილები არიან, განსხვავებული მიზეზების გამო უცხო ქვეყანაში აღმოჩენილები. არის კი ამ ადამიანების მოგზაურობა ის გზა, რომელიც მათ თავისუფლებას აპოვნინებს, თუნდაც უცხო მიწაზე? და მაინც, რა არის თავისუფლება და როდის არის ადამიანი თავისუფალი? ამ კითხვებზე დააფიქრებს მკითხველს ვ. ს. ნაიპოლის მოთხრობების ეს კრებული.
14.9
მისტერიები
ავტორი: კნუტ ჰამსუნი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე   მე-19 საუკუნის მიწურულს გამოქვეყნებულ ამ ფსიქოლოგიურ, მოდერნისტულ რომანში მე-20 საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ფილოსოფიური შეხედულებები იჩენს თავს. ესაა რომანი ადამიანის შინაგან კონფლიქტებზე და მის ადგილზე გარესამყაროში, რომლის მთავარი პერსონაჟი – არაორდინალური, გაორებული და მარტოსული ნაგელი სიყვარულის მუდმივი, დაუსრულებელი მისტერიითაა შეპყრობილი.
15.9
ოთახი
ავტორი: ემა დონაჰიუ სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: ტაო ჭელიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
15.9
ნარცისი და გოლდმუნდი
ავტორი: ჰერმან ჰესე სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: მარიამ ქსოვრელი „ნარცისი და გოლდმუნდი“ ნობელის ლაურეატი მწერლის, ჰერმან ჰესეს, შედარებით გვიანი პერიოდის ნაწარმოებია. ის 1930 წელს გამოიცა. რომანში გადმოცემულია ორი ახალგაზრდა კაცის, ორი სულიერი მეგობრის, ისტორია. გოლდმუნდი, ნაწარმოების მთავარი გმირი, ხელოვანი, მგზნებარე, მაძიებელი და მოხეტიალე ბუნების ადამიანია, რომელმაც წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების გზა უნდა გაიაროს; ნარცისი კი, ასკეტი ბერია, რომელიც ასაზრდოებს გოლდმუნდის ხელოვნებას და მას სულიერ სამყაროსსთან აკავშირებს. რომანში მეგობრები განიხილავენ განსხვავებულ მოგზაურობას ცხოვრებაში, თუ როგორ გააცნობიერეს ჭეშმარიტება არსებობის შესახებ. „ყოფიერება ორად იყო გაყოფილი, წინააღმდეგობებით არსებობდა იგი… ერთის დაკარგვით მუდამ მეორე მიიღწეოდა და მუდამ იყვნენ ერთმანეთისთვის საჭირონი…” ეს არის ყოვლისმომცველი ისტორია სიცოცხლის მნიშვნელობასა და ადამიანობაზე. ჰერმან ჰესეს ნაწარმოებების უმეტესობის მსგავსად, ამ წიგნის მთავარი თემა საკუთარი თავისა და ცხოვრების არსის ძიებაა.
15.9
მიწის მადლი
ავტორი: კნუტ ჰამსუნი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე სერია: ლიტერატული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის (1859-1952) „მიწის მადლი“ პირველად 1917 წელს გამოქვეყნდა. 1920 წელს მწერალმა ნობელის პრემია სწორედ ამ რომანისთვის მიიღო. მშრომელი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების რეალისტური აღწერით, ბუნების მკაცრი სილამაზისა და ადამიანთან ჰარმონიულობის ჩვენებით და პერსონაჟების მიმართ უდიდესი კეთილგანწყობით მწერალი სოფლად მცხოვრები გლეხების ყოფას ცხოვრების თანამედროვე სტილს უპირისპირებს.  
15.9
კრავთა დუმილი
ავტორი:  თომას ჰარისი   მთარგმნელი: ნიკა სამუშია   „კრავთა დუმილი“ რომანი-გამოცანაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებს იძიებს, და მისი „კონსულტანტი და მოკავშირე“ – ბრწყინვალე ფსიქიატრი და, ამავე დროს, მკვლელი და კანიბალი-გურმანი, ექიმი ჰანიბალ ლექტერი. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუკი ლექტერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს სპეციალურ საკანში არ იქნება დამწყვდეული. სტარლინგს კი შეუძლია, გულთან ახლოს მიიტანოს სხვისი უბედურება. სწორედ ეს განსაზღვრავს ყოველ მის ქცევას. რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს აახლოებს დანაშაულის ამაღელვებელ გახსნასთან და, თანაც, აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს დამნაშავეს. ამ რომანის მიხედვით გადაღებულ ცნობილ ფილმს ხუთი „ოსკარი“ აქვს მოპოვებული.
16.9
ველურ გულთან ახლოს / ვარსკვლავის დრო
ავტორი: კლარის ლისპექტორი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: ნინო ლორთქიფანიძე კლარის ლისპექტორის პირველი ნაწარმოები, „ველურ გულთან ახლოს“ 1943 წელს გამოიცა. შინაგანი მონოლოგებით დაწერილი რომანი იმ დროის ბრაზილიურ ლიტერატურაში რევოლუციური მოვლენა გამოდგა და როგორც მკითხველთა ფართო წრის, ისე კრიტიკოსების აღტაცება დაიმსახურა. წიგნმა ბრაზილიის ლიტერატურის აკადემიის მიერ დაფუძნებული „გრასა არანიას ფონდის“ პრემია მიიღო. კლარის ლისპექტორი დღემდე რჩება ბრაზილიური ლიტერატურის იდუმალ ფიგურად. თავის ერთადერთ სატელევიზიო ინტერვიუში იგი საკუთარ თავს მწერალს არ უწოდებს: „პროფესიონალი არ ვარ, მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა მინდა. მოყვარული ვარ და მინდა ასეთად დავრჩე… ვფიქრობ, ჩემი გაგება არა გონების, არამედ გრძნობის საქმეა, ან მოქმედებს შენზე, ან არა“. „სინამდვილეში მსახიობი უფრო ვარ, ჯერ მარტო პუნქტუაციით, ინტონაციით ვჟონგლიორობ, სხვის სუნთქვას ვაიძულებ, ჩემს ტექსტს გამოჰყვეს“,  – ამბობს კლარისი პერსონაჟის ენით თავის უკანასკნელ რომანში „ვარსკვლავის დრო“ (1977). როგორც  ამ ნაწარმოების შესახებ თავად აღნიშნავდა, „ეს არის გოგოს ისტორია, რომელიც ისეთი ღარიბია, რომ მარტო ჰოთ-დოგს ჭამს. თუმცა ამბავი ამაზე არ არის… ის ფეხქვეშ გათელილ უმანკოებაზეა, უცნობ სიღატაკეზე“.
16.9
ნარჩენები
ავტორი: ტომ პეროტა მთარგმნელი: თამარ სუბელიანი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
16.9
ჩემი ბრძოლა #1
ავტორი: კარლ უვე კნაუსგორი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა  
16.9
ჩაპაევი და სიცარიელე
ავტორი: ვიქტორ პელევინი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე გამომცემლობა: ბკურ სულაკაურის გამომცემობა
16.9
ფუტკრების ამბავი
ავტორი: მაია ლუნდე მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე ინგლისი, 1852 წელი – უილიამი, ბიოლოგი და მცენარეების თესლეულის მაღაზიის მფლობელი, ცდილობს, ააგოს ახალი ტიპის სკები, რომლებიც მეფუტკრეებს საქმეს გაუადვილებს და მას და მის ოჯახს პატივსა და დიდებას მოუტანს. აშშ, 2007 წელი – მეფუტკრე ჯორჯი მედგრად იბრძვის ფერმის გადასარჩენად და სჯერა, რომ საოჯახო ფერმის ხსნა მხოლოდ მის შვილს შეუძლია. ჩინეთი, 2098 წელი – თაო მომავლის ჩინეთში ხეხილის თითოეულ ყვავილს ხელით მტვერავს მას შემდეგ, რაც წლების წინ ფუტკრები გაქრნენ. თაოს ყველაზე მეტად ის უნდა, რომ მისმა შვილმა განათლება მიიღოს და მასზე უკეთ იცხოვროს.
16.9
მკვდარი არმიის გენერალი
მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილის 1960-იანი წლების დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, ერთ იტალიელ გენერალს, მღვდლის თანხლებით, რომელიც ასევე იტალიის არმიის პოლკოვნიკია, ალბანეთში გზავნიან ომის დროს დაცემული თანამემამულეების ცხედრების საპოვნელად და მათ გადასასვენებლად სამშობლოში, იტალიაში. მისია ძნელი, საინტერესო და მოულოდნელი თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება. ისმაილ კადარე ალბანელი მწერალი, პოეტი, ესეისტი და სცენარისტია. დაიბადა ალბანეთის სამხრეთში 1936 წელს. წერა ძალიან ახალგაზრდამ, 1950-იანი წლებიდან დაიწყო. მისი ნაწარმოებები ორმოცდაათამდე ენაზეა თარგმნილი.
16.9
სიახლე
დამწვარი რუკა
ავტორი: კობე აბე სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი 1967 წელს გამოქვეყნებული რომანი „დამწვარი რუკა“ იაპონელი მწერლის, კობო აბეს, დანარჩენ ორ რომანთან – „ქალი ქვიშაში“ და „სხვისი სახე“ – ერთად ითვლება „გაუჩინარების“ ტრილოგიის ნაწილად. კობო აბეს აღნიშნულ ნაწარმოებს ხშირად მიაკუთვნებენ დეტექტიური ფანტასტიკის ჟანრს. კობო აბე ამბობდა, რომ რომანის „ქალი ქვიშაში“ მთავარი გმირია „ადამიანი, რომელიც გარბის“, ხოლო „დამწვარ რუკაში“ პირიქით, მთავარი პერსონაჟი, კერძო საგამოძიებო სააგენტოს დეტექტივი, არის „ადამიანი, რომელიც კვალში უდგას“. მწერლის სიტყვებით, „ქალაქის ლაბირინთში… (რომელიც უდაბნოა, და ამ უდაბნოში მხოლოდ სხვები არსებობენ) დეტექტივი თანდათან კარგავს საკუთარ თავს. ესაა ქალაქის საუკუნე, როდესაც უკვე შეუძლებელია რაიმეს გაექცე; ისღა დაგრჩენია, საკუთარი რუკა დაწვა და სხვა უდაბნოში ამოყო თავი…“ უეცრად გამქრალი ბიზნესმენის ძებნაში დეტექტივი უცნაური მოვლენების მოწმე ხდება; ბოლოს თავადაც კარგავს მეხსიერებას და უჩინარდება. გამოძიებისთვის საჭირო მინიშნებების ძიებაში ქუჩების ლაბირინთებში დეტექტივის ხეტიალის პარალელურად მწერალი თანამედროვე ქალაქის მცხოვრებთა ადამიანურ ურთიერთობებსაც აღწერს.
16.9
ჩხერკეთელაობა
ავტორი: ირვინ უელში  სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
18.9
ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ
ავტორი: რიჩარდ ფლენეგანი სერია: ლიტერატურული ოდისეა მთარგმნელი: გია ბერაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
19.9
კოსმოკომიკური ამბები
ავტორი: იტალო კალვინო თარგმანი: ხათუნა ცხადაძე სერია: ლიტოდისეა სულაკაურის გამომცემლობა კრებულის ავტორი – იტალო კალვინო (1923-1985) მწერალი, ესეისტი და ლიტერატურის კრიტიკოსი, იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველა ლიტერატურულ ჟანრში წერდა, ნეორეალიზმიდან პოსტმოდერნამდე.
20.9
ოქროს სახლი
მთარგმნელი: სალომე ბენიძე სამშობლოდან გადახვეწილი სალმან რუშდი ასევე სამშობლოდან გადახვეწილი კაცის ამბავს გვიყვება. წარსულისგან გაქცეული ნერო გოლდენი, ვაჟებთან ერთად, კლოუნის მიერ მართულ ამერიკაში იშენებს ოქროს სახლს, ცხოვრებას გველის ტყავივით იცვლის და სწორედ მაშინ, როდესაც თავის სამშვიდობოს დაგულებით იწყებს ტკბობას, ქათმის ფეხებზე შემდგარი ქოხიდან გამოწვდილი კლანჭებით აფრინდებიან. ეს არის წიგნი ემპათიაზე, რომლის გამოხატვის არჩევანის წინაშე, პერსონაჟების გარდა, მკითხველიც დგება. მანაც უნდა განსაჯოს, დაიცვას, ბრალი დასდოს და განაჩენიც გამოუტანოს სახეცვლილებს და ცვლილების მომლოდინეებს, ზურგში დანაჩაცემულებს და დანის ჩამცემებს და მათაც, ვისთვისაც ეს ყველაფერი მხოლოდ ბოლივუდი იყო და ფილმის ფინალში უდარდელ ცეკვას გეგმავდა.
22.9
გაზაფხულის თოვლი
ავტორი: იუკიო მიშიმა სერია: ლიტოდისეა მთარგმნელი: თათია მემარნიშვილი   „გაზაფხულის თოვლი“ (1966) იუკიო მიშიმას საყოველთაოდ ცნობილი ტეტრალოგიის პირველი წიგნია. მიშიმა (1925-1970) მეოცე საუკუნის იაპონური მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორია. საკუთრივ იაპონური კულტურის, სამურაების, სიზმრების, ხილვების, სულის რეინკარნაციისა და სილამაზის მისტიფიკაციის ფონზე ვითარდება სასიყვარულო დრამა, იხატება ახალგაზრდების პორტრეტები, რომელთა უმრავლესობა სწორედ ახალგაზრდული რყევების, ეჭვებისა და მგრძნობელობის გამო დრამატიზმითაა დაღდასმული. დანარჩენი სამყაროსგან თითქოს უცხო, გამორჩეული, მძაფრად ინდივიდუალისტური კულტურის ფონზე ცხადი ხდება მარადიული ღირებულებების ერთობა – სიყვარულის დამანგრეველი ძალა, ახალგაზრდული სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ამავე დროს ზუსტად თავისი უზღვავი ძალის წყალობით, სიკვდილისკენ მიილტვის.
22.9