santaesperanza
ნეკერქალაქი
ავტორი: ნინო ნეკერიშვილი გამომცემლობა: არტანუჯი  
14.95
ნერდის დღიური (1)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერკიდსი   ფილი დიდი ჭკუის კოლოფია, თუმცა ცოტა ცრუპენტელაა. ხშირად შარშიც ეხვევა! ფილსა და მის მეგობრებს, ჯორჯსა და ნიკოლასს, სიგიჟემდე უყვართ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ,,ვარსკვლავური ომები", ,,დიდი აფეთქების თეორია", კომიქსები და ყველაფერი ის, რაც ნერდებსა და გიკებს იტაცებთ! ფილი ნამდვილი ნერდია, მისი დღიური კი საინტერესოდ გაგაცნობს მას, მის ფიქრებს, მიზნებსა და ოინებს. მასთან ერთად არ მოიწყენ!
12.95
ნერდის დღიური: ომობანა (4)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერკიდსი   დაფიქრებულხარ, როგორი იქნებოდა სამყარო ვიდეოთამაშების გარეშე? ამის გასაგებად მხოლოდ წარმოდგენა არ იქნება საკმარისი და იქნებ წარსულში მოგზაურობის დრო მოვიდა? ნერდი ფილი სწორედ ამას აპირებს. ახალი და უჩვეულო თავგადასავლები მას ამჯერად წარსულში ელოდება. იქ მას სირთულეებისა და წინააღმდეგობებთან დაპირისპირებაც მოუწევს და მოულოდნელი და ამაღელვებელი შეხვედრაც წინაპართან. მოგზაურობა წარსულში, მოგზაურობა დროში "უკან მომავალში", - რაც გინდა უწოდე, შედეგი ერთია: დაუვიწყარი შთაბეჭდილება.
12.95
ნერდის დღიური: სუპერნერდის დღიური (3)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე   ხომ იცით, როგორი მიზანდასახული და შეუპოვარია, თანაც ყველაფერი აინტერესებს...ისიც იცით, რომ უყვარს მათემატიკა,წიგნებისა და კომიქსების კითხვა,ასევე გადაცებულია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალებით;სპორტსაც მისდევს,მაგრამ წაგებას ვერ ეგუება.მოკლედ,ნამდვილი ნერდია! და როგორ წარმოგიდგენიათ,რას გააკეთებს ფილი მაშინ,თუ მის საყვარელ გმირებს საფრთხე დაემუქრება? ამჯერად ფილი გამოწვევის წინაშეა - გადაარჩინოს საყვარელი გმირები! ეყოფა ძალა მას და მის მეგობრებს?...
12.95
ნერდის დღიური: ჰოლივუდის ათასი შუქი (2)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერია: ლიბერკიდსი   ფილი წიგნის ჭია,გიკი და გამოუსწორებელი მათემატიკოსია.თანაც ისეთი ნერდია,დროდადრო გართობა და ეშმაკობა უყვარს.ამაყობს თავისი მეგობრით - ნიკოლასით,ჯორჯითა და დიდი გონების მკვლელით! ამჯერად ფილის ახალი თავგადასავალი გელოდება - ეს არის ამბავი ნერდისა,რომელსაც წარმოსახვის ძალლის სჯერა!ყველაფერი კი მათემატიკის ახალი მასწავლებლის გამოჩენით იწყება, რომელსაც არ მოსწონს ფილი და ეს უკვე გამოწვევაა!ფილმა და მისმა მეგობარმა საკუთარი შესაძლებლობები სატ.პროგრამა "ამერიკას უყვარს ნიჭიერში" უნდა დაამტკიცონ!...
12.95
ნივთები, რომელიც არ გადამიყრია
ავტორი: მარჩინ ვიხა რა საიდუმლოს ინახავენ ჩვენი ყოფის ნივთები და რა რჩება მათგან, როცა დიდი დალაგების დრო დგება? ზოგჯერ ეს ნივთები თავად ჰყვებიან საკუთარ ისტორიას, ზოგჯერ კი პირიქით, ისტორია ამოაშუქებს მათ დავიწყების, გაქრობის შიშიდან.   პოლონელი ესეისტის, მხატვარ-დიზაინერის, მარჩინ ვიხას რომანი „ნივთები, რომლებიც არ გადამიყრია“ ამ ძნელ კითხვებს პასუხობს; ერთი შეხედვით ყოფითი, თითქმის პუბლიცისტური თხრობის ქვეშრეებში სიკვდილ-სიცოცხლის მტკივნეული და საბედისწერო ნიუანსები მჟღავნდება, ძვირფასი ადამიანების პორტრეტების ფონზე კი წარსულსა და მომავალს შორის გაჩხერილი აწმყოს სურათი ივსება. მკაფიო „წინხედის“ მიღმა შთამბეჭდავად იშლება მთელი ეპოქის რეტროსპექტივა – ფაშიზმისა და საბჭოეთის სუსხიდან დღემდე, აღბეჭდილი ადამიანური ტრაგედიებით, დანაშაულებებითა და უსამართლობით.   მარჩინ ვიხას რომანმა „ნივთები, რომლებიც არ გადამიყრია” 2018 წელს მიიღო მთავარი პოლონური პრემია „ნიკე“ .   პოლონურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა
15.95
ნივთების უმანკოება
ავტორი: ორჰან ფამუქი მთარგმნელი;ეკატერინე ახვლედიანი     ამ წიგნით, რომელიც დიდი რუდუნებით შერჩეული ნახატებითა და ფოტოსურათებითაა ილუსტრირებული, "უმანკოების მუზეუმში" გამოფენილი ნივთების საშუალებით ორჰან ფამუქი სტამბოლისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ თხრობას განაგრძობს... წიგნი, რომელიც ძველ სტამბოლელ ტაქსის მძღოლებზე, ხალხმრავალი ოჯახების ფოტოებზე, სახლიდან სახლში საკერავზე მოსიარულე თერძებზე, კაზინოებისა და კინემატოგრაფისტების წრეებზე, ბოსფორის სრუტეზე, სააგარაკო ცხოვრების კულტურაზე, ჩაის სმაზე, ყავახანებში ბანქოს თამაშსა და მსგავს განსხვავებულ სფეროებზე მოგვითხრობს, პარალელურად აღგვიწერს, თუ როგორ ქმნიდა ორჰან ფამუქი თხუთმეტი წლის განმავლობაში ამ საინტერესო მუზეუმს და მუზეუმის კატალოგადაც გვევლინება. "უმანკოების მუზეუმის" მიხედვით შექმნილ ამ წიგნში ფამუქი ნივთების, ხედებისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უცნაური და ჩვეულებრივი დეტალების ახალ მნიშვნელობას აღმოაჩენს.
39.95
ნიკალას ბოჰემა
ავტორი: გიორგი შერვაშიძე გამომცემლობა: ინტელექტი
10.95
ნიკანდრეს საიდუმლო
ავტორი: ელის დოჯსონი   არდადეგებზე მთებში ასულ პატარა გოგონას დიდი საიდუმლო გაანდეს და წინაპართა მისიის გაგრძელება დააკისრეს. თურმე მის მშობლიურ სოფელში, მეტიც, მამა-პაპათა სახლში, პირდაპირ ცხვირწინ საოცრება არსებობდა. სისხლით შეფიცული ნიკანდრე გულმოდგინედ შეუდგა მნიშვნელოვანი ტვირთის ზიდვას, მაგრამ მალე აღმოაჩინა, რომ სისასტიკეს ვერ შეეგუებოდა და ვერც მარტო გადაჭრიდა უხსოვარი წარსულიდან ჩვენს დრომდე მოღწეულ პრობლემას... მკითხველის წინაშეა ლიტერატურული კონკურსის ” გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულის, ელის დოჯსონის (თამარ შენგელია), ახალი ფენტეზი, რომელშიც დაუჯერებელი ამბები სრულიად დამაჯერებლად ხდება და სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს.
11.95
ნიკელის ბიჭები
ავტორი: კოლსონ უაითჰედი სერია: ლიტერე ინვენტე მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე "ელვუდ კურტისი კოლეჯში სწავლას გეგმავს, თუმცა ერთი უნებლიე შეცდომა ყველაფერს ცვლის - იდეალისტი და გულუბრყვილო ბიჭი ნიკელის აკადემიაში მიჰყავთ, სადაც ფიზიკური, ემოციური და სექსუალური ძალადობა, ქურდობა და უსამართლობა ხვდება. ნებისმიერი ბიჭი, რომელიც წინააღმდეგობის გაწევას გაბედავს, უბრალოდ, ქრება. ელვუდის მეგობარი ტერნერი ფიქრობს, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მჩაგვრელთა სისასტიკისა და ცინიზმის მიბაძვაა. ელვუდის იდეალიზმსა და ტერნერის სკეპტიციზმს შორის განსხვავება განაპირობებს გადაწყვეტილებას, რომლის შედეგებიც ათწლეულები გასტანს. რომანისთვის „ნიკელის ბიჭები“ კოლსონ უაითჰედს 2020 წელს თავისი რიგით მეორე პულიცერის პრემია მიენიჭა. ნაწარმოებს დოზიერის ვაჟთა სკოლაში მომხდარი შემზარავი ამბები დაედო საფუძვლად. "
14.95
სიახლე
ნიკო ფიროსმანი - ცხოვრება და შემოქმედება
ავტორი: თემო ჯაფარიძე.     წიგნის ქართველ, ფრანგ და ინგლისურენოვან მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს, აწ გარდაცვლილი მწერლისა და მხატვრის, თემო ჯაფარიძის ძალიან საინტერესო და სიღრმისეულ ნარკვევს ფიროსმანზე, რომელიც მან 1998 წელს დაწერა და მცირე კრებულად გამოსცა.   ჯაფარიძე მოგვითხრობს ხშირად ნაკლებად ცნობილ ბიოგრაფიულ დეტალებსა და ამბებს ფიროსმანის ცხოვრებიდან, და იმავდროულად, ცდილობს გაიაზროს ფიროსმანის ფენომენი და მისი შემოქმედება ფართო, ევროპულ კონტექსტში;   როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, "ფიროსმანის ხელოვნებამ შექმნა საქართველოს სიმბოლო, მისი ერთგვარი ხატი და, იმავდროულად, თავად ფიროსმანი იქცა ხატად. უქონელი, მაგრამ სულიერად მდიდარი; გამჭრიახი, კეთილმოსურნეთა და არაკეთილმოსურნეთათვის თანაბრად გაუგებარი; ცხოვრების უსამართლობების პირისპირ უძლური და მაინც თავისი მოწოდების ერთგული; ღრმად ემოციური და სიტყვაძვირი; რთული ხასიათის და გულუბრყვილობამდე დიდსულოვანი - აი, ასეთია ფიროსმანი"; წიგნში ასევე თავმოყრილია ფიროსმანის 50-ზე მეტი რეპროდუქცია, რომელიც ეროვნულ მუზეუმშია დაცული;
150
ნიკოლა ტესლა
ავტორი: მარია იზაბელ სანჩეს ვეგარა ილუსტრატორი: ალექსანდერ მოსტოვი მთარგმნელი: თამარ კაკუბავა ასაკი: 5+   გაეცანი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებას, დიზაინერებიდან და ხელოვანებიდან დაწყებული მეცნიერების ჩათვლით. მათ დაუჯერებელ რაღაცებს მიაღწიეს, თუმცა თითოეულმა ბავშვური ოცნებებით დაიწყო.   ჭექა-ქუხილისა დროს დაბადებულ ნიკოლა ტესლას დედამ „სინათლის ბავშვი“ შეარქვა. ერთხელ, კატის მოფერებისას, პატარა ნიკოლამ ელექტრული მუხტების გადაცემა იგრძნო და აღფრთოვანდა! ბიჭმა თავის ბრწყინვალე გონებაში წარმოდგენილი იდეები რეალობად აქცია. ელექტრული ინჟინერიის შესწავლის შემდეგ, ცვლადი დენის სიმძლავრის დასარეგულირებლად ისეთი მოწყობილობა გამოიგონა, რომელიც დღემდე ანათებს მსოფლიოს. გამომგონებლის შთამაგონებელი ისტორიის ბოლო გვერდებზე საინტერესო ფაქტებს წაიკითხავ და ფოტოებსაც დაათვალიერებ.   
24.95
ნიკოლოზ ბარათაშვილი - 100 ამბავი #49
შემდგენელი: მაია ცერცვაძე სერია: თან საკითხავი ამ წიგნში თავმოყრილია უმთავრესად ის „ამბები“, ნიკოლოზ ბარათაშვილის პირველმკვლევრებმა რომ მოიძიეს, ჩაიწერეს, გამოაქვეყნეს და შემდგომი კრიტიკული შესწავლისათვის დაგვიტოვეს. დიდი ჯაფა ადგათ მათ, რადგან მარცვალ-მარცვალ უნდა ეგროვებინათ ცნობები უდროოდ და უსახელოდ გამქრალი პოეტის ჯერ კიდევ ცოცხალ თანამედროვეებსა თუ მათ შთამომავლებთან – ასე შეაკოწიწეს მისი ბიოგრაფია. ეს არის უნიკალური და მეტად ღირებული მასალა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების საკვლევად – ამონარიდები მემუარებიდან, დღიურებიდან, პირადი წერილებიდან... ისინი გვაცნობს რომანტიკოსი პოეტის გარეგნობას, ხასიათს, ოჯახურ გარემოს, სანაცნობო წრეს, ინტერესებს, მსოფლაღქმას, სულიერ დრამას... გაცოცხლებულია მისი ცხოვრების ფრაგმენტები ბავშვობიდან გარდაცვალებამდე, საქართველოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ეპიზოდები...
15.95
ნინოს ბედნიერება
ავტორი:ბასა ჯანიკაშვილი   ბასა ჯანიკაშვილის „ნინოს ბედნიერება“ პიესა-რომანია, როგორც თავად ავტორი უწოდებს (უფრო მონოპიესა-რომანი), რომლის სტრუქტურა ორ მაჩვენებელს გულისხმობს: მთავარი გმირის მონოლოგს და რემარკას. მოქმედება ვირტუალურ სივრცეში, პირდაპირ ეთერში ვითარდება, ექსპრესიული და ვიზუალური თხრობა კი გაფიქრებინებთ, რომ თქვენ ამ წიგნს არამხოლოდ კითხულობთ, არამედ უყურებთ კიდეც.   თბილისის ძველ უბანში, ნაქირავები ბინის პატარა სამზარეულოში, მაგიდაზე შემოდებული ტელეფონის ლაივ-სტრიმში ერთი ოჯახის თავგადასავალი ვითარდება. ჟანრის კანონი გულისხმობს, რომ ეს ოჯახი მთელი ქვეყნის სურათსაც ირეკლავდეს, მით უფრო, რომ ერთ-ერთი წევრი, ნინოს ქმარი – ქვეყნის პრემიერ-მინისტრია.   ადამიანური ურთიერთობების ტკივილებიდან საქვეყნო კონფლიქტებამდე და ინტრიგებამდე, ეს პიესა-რომანი ჩვენი ყოფის სამზარეულოს ლაივში გვრთავს, სადაც აბსურდის სიმსუბუქით/სირთულით შექმნილ სინამდვილეს ვესწრებით...
12.95
ნისლებში და ნისლებს მიღმა
ავტორი: ნატო დავითაშვილი გამომცემლობა: ინტელექტი ადამიანები დაბეჩავდნენ, გმირების შესახებ ლეგენდებიღა შემორჩა, ვინც ცოცხალი გადარჩა – კერასაა მიჯაჭვული, რადგან სახიფათოა ნისლებში გასვლა. ნისლებში ბილიკები გეზს იცვლიან და ისე იკლაკნებიან, სამუდამოდ დაკარგავენ გაბედულ მგზავრსაც კი. ნისლებში ავსულები, მაქციები და ათასგვარი ფათერაკის მომტანი არსებები დაბორიალობენ, ამიტომ იქ თითოოროლა თავზეხელაღებული, ანდა სიცოცხლემობეზრებული კაციღა თუ შეაბიჯებს. თუმცა ყველაზე სასოწარკვეთილ დროებასაც კი თავისი იმედის სხივი აქვს – ნისლებს მიღმა ჯერ კიდევაა შემორჩენილი ერთი სოფელი, კეთილი და გაბედული ადამიანებით დასახლებული გურო. ნატო დავითაშვილი განსაკუთრებული ფიგურაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტორზე საუბრისას შეგვიძლია არაერთი ჯილდო და გამარჯვება ვახსენოთ, მისი ფასი ქართული ლიტერატურისთვის პრემიებზე მაღლა დგას, რადგან ის ფენტეზის ჟანრის გურუა, სხვა ჟანრების ნისლებს მიღმა არსებული უნისლო შემოქმედებით. იროელთა ქრონიკებში მწერალი ქართულ მითოლოგიაზე დაყრდნობით უნიკალურ სამყაროს ქმნის, რომელშიც მშობლიური ლეგენდებიდან გადმოსული კარგად ნაცნობი პერსონაჟები ავტორის გამოგონილ გმირებთან ერთად ცოცხლობენ. „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ბრწყინვალე საკითხავია როგორც ჟანრის მოყვარულთათვის, ისე ფენტეზისთან უბრად მყოფი მკითხველისთვის, როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის. აქ ქართული ფოლკლორის ესთეტიკა ეპოსურ ხასიათთანაა დაზავებული, ფათერაკებითა და მოულოდნელობებით აღსავსე სიუჟეტი კი ნისლებში არსებული ბილიკებივით მიიკლაკნება და წარმოუდგენელია იმის გათვლა, თუ სად ამოაყოფინებს მკითხველს თავს. ამ და სხვა თვისებათა გამო რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თუმცა ხანგრძლივ საფიქრალს ტოვებს. თუმცა, სანამ თქვენც სხვა მკითხველებივით ჩაფიქრდებოდეთ, ჯერ ნისლებში მცხოვრები მოხუცი ანანიასა და მამაცი მახარეს ამბავი უნდა შეიტყოთ, ნისლებს მიღმა ერეკლე, გვანცა და გამახელა გაიცნოთ, მათთან ერთად კი ვეძის სამკურნალო წყლის მოსაპოვებლად და ნისლთა გასაფანტავად სასწაულებით მოკირწყლულ ბილიკს დაადგეთ, რომელსაც ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ჰქვია.
15.95
ნისლისა და მრისხანების სამეფო
ავტორი: სარა ჯანეტ მაასი მთარგმნელი: ნინო შეყილაძე სერიალი: ბერთინს   ფერა ემერანთას მარწუხებს დაუსხლტა და გაზაფხულის სამეფოში დაბრუნდა. თუმცა ამისათვის მან დიდი საფასური გადაიხადა. მართალია, ფერა ახლა უკვე მაღალი ფეის ძალების მფლობელია, გულით ის მაინც ადამიანია; სწორედ ამიტომ ვერ ივიწყებს იმ სისასტიკეს, რომელიც ტემლინის ფერიების გადასარჩენად ჩაიდინა. ფერას არც რისენდთან, ღამის სამეფოს თავზარდამცემ მაღალ ლორდთან, დადებული გარიგება დავიწყებია.
18.95
ნიუორლეანური ჩანახატები
მთარგმნელი: მედეა ზაალიშვილი როდესაც ფოლკნერს ჰკითხეს, ნაწარმოებებს სულიერი მოთხოვნილებით წერდა, თუ განრიგით, მწერალმა უპასუხა, რომ წერდა მაშინ, როცა ეს სულიერი მოთხოვნილება იყო, ხოლო ეს სულიერი მოთხოვნილება ყოველდღე ჰქონდა.   მწერლის ყოველდღიური, სულიერი მოთხოვნილების შედეგად დაბადებული ტექსტები 1925 წელს „ნიუორლეანურ ჩანაწერებად“ აიკინძა. სწორედ ეს ჩანახატები მიიჩნევა იმ მნიშვნელოვან ეტაპად, რამაც პოეტი ფოლკნერი ჯერ გამორჩეულ პროზაიკოსად, საბოლოოდ კი უდიდეს მწერლად აქცია.   თემები, ფიქრები და გრძნობები, რომლებიც ამ მოკლე მოთხრობებშია ჩაქსოვილი, წლების შემდეგ იმ დიდ და გენიალურ რომანებად განსხეულდა, რომელთა მოცულობაც 20 ტომს აღემატება და იმ საგანძურად იქცა, რომელიც საუკუნეებს გაჰყვებ
19.95
ნიუტონას დღიური
ავტორი: ლია ტოკლიკიშვილი „ნიუტონას დღიური“ სამი ლიტერატურული თხზულებისგან შედგება: „ნიუტონას დღიური“, „მიწა“ და „მკვდარი ქალაქის ჩანაწერები“. კრებულის ავტორი, ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი, გაზეთ „7 დღის“ კორესპონდენტი იყო აფხაზეთის ომში. სწორედ ომის შთაბეჭდილებებით, გამოცდილებითა და განცდებით არის შექმნილი მისი მოთხრობები. ამ კრებულში ჩანს, როგორი გავლენა მოახდინა ომმა და ომის შემდგომმა პერიოდმა ჟურნალისტზე, რომელიც ომის პირველ დღეებში მხოლოდ საკუთარი ხალხის სიმართლეს ხედავდა. ამ გამოცდილებამ, ომის გზაზე შეხვედრილი ადამიანების ისტორიებმა, ომის შემდეგ გაგრძელებულმა ძიებებმა მას დაანახა, რომ სახელმწიფოს შიდა ომებში მართალი მხარე არ არსებობს. მოთხრობების პერსონაჟი ჯარისკაცები უყოყმანოდ იხოცებიან სამშობლოსთვის, მაგრამ იმასაც აღიარებენ, რომ მათი თანამებრძოლების ერთი ნაწილი სასტიკად და უსამართლოდ ექცევა აფხაზებს, არანაკლებ, ვიდრე აფხაზები ექცევიან ქართველებს. ლიას მოთხრობების გმირები ჰყვებიან აფხაზების ავკაცობაზე, მაგრამ ჰყვებიან მათ მიერ გაკეთებულ სიკეთეებზეც; ჰყვებიან აფხაზების მიერ გაჟლეტილ ქართველებზე, მაგრამ ჰყვებიან ქართველების მიერ მიწასთან გასწორებულ აფხაზურ სოფლებზეც. კრებულიდან აღებული სიუჟეტები და თემები – ორი მხრიდან დანახული ომი და ჟურნალისტის მეტამორფოზა – საფუძვლად დაედო რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმს „იარე, ლიზა.“ სცენარის ერთ-ერთი ავტორი ნანა ჯანელიძესთან ერთად ლია ტოკლიკიშვილია
10.9
ფასდაკლება
ნიღბის აღსარება
ვტორი:  იუკიო მიშიმა   იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარება“ გამოსვლისთანავე საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც, დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს. ძალადობა, სხვადასხვა სახით გამოვლენილი სექსუალობა, ადრეულ ასაკში სიკვდილის გამძაფრებული წყურვილი – ამ წიგნში იუკიო მიშიმასთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებს ვხვდებით, რომლებსაც მოგვიანებით დაწერილ რომანებში იგი არაერთხელ დაუბრუნდება.  
10.37 15.95
ნიცშე და ქრისტიანობა
ავტორი:  კარლ იასპერსი მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი იასპერსი ნიცშეს სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად მიიჩნევს, რომლის შემოქმედება, ერთის მხრივ, წინააღმდეგობრივი, პოეტურიც კია, მეორეს მხრივ კი თავად „ფილოსოფია არ იქცევა თქვენთვის აწმყოში ქმედით ძალად ნიცშეს გარეშე“. და მაინც, ვინ იყო ეს კაცი, ნიცშე? ამ ამოცანის ამოხსნას ეძღვნება წინამდებარე შრომა, რომელშიც გასაღებად ქრისტიანობისადმი ნიცშეს დამოკიდებულებაა გამოყენებული
18.4
ნობელიანტების ინტელექტუალური ატლასი
შემდგენელი: კახმეგ კუდავა ნობელი და ნობელიანტები – ძველი თემაა, ისტორიაა, სიუჟეტია. რომელიც ცოცხლობს, გიზიდავს, გიხმობს. გეძანის და როგორ გინდა, თვალი აარიდო, თავიდან მოიცილო ფიქრი და განსჯა მოვლენაზე, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურა, როგორც პროცესი, სისტემად აქცია და მისცა მას ინსტიტუციური ხასიათი. „ნობელიანტების ინტელექტუალური ატლასი“, თითქოს ერთი ჩვეულებრივი კრებულია, მაგრამ მასში შესული, ერთად თავმოყრილი წერილები ქმნიან მნიშვნელობათა ისეთ ველს, როგორიც სხვაგან არ გვინახავს, არ გვახსოვს, არ გვიგრძნია. როგორც ყველა ატლასს, მასაც აქვს სისტემატურობა. წიგნი ორ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში ნობელიანტები წერენ ნობელიანტებზე, მეორეში ისევ ნობელიანები - ოღონდ უნობელოებსა და სხვა თემებზე. საერთოდ, რატომ წერენ მწერლები ერთმანეთზე? ნუთუ იმიტომ, რომ დააკვირდნენ, შეამოწმონ, შეისწავლონ ერთმანეთი; ან იქნებ ეტოლებიან, ედრებიან, ენაცვლებიან ერთმანეთს; 306 იცის, შეიძლება ერთმანეთის სტიქიაში იმიტომ შედიან, რომ იქ საკუთარი თავი მოძებნონ. სიდიდესთან თუ სიდიადესთან შეხება ბადებს თავისუფლებას. საიდანაც სხვანაირად მოჩანს ნაცნობი სახე უცნობი შტრიხებით. ივანე ამირხანაშვილი
16.95
ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2022
ავტორი: კახმეგ კუდავა   10 დეკემბერი. ქალაქ სტოკჰოლმის რატუშის თავზე აღმართულია შვედეთის სახელმწიფო დროშა. დარბაზი სავსეა საპატიო სტუმრებით. მიმდინარეობს სამეფო მეცნიერებათა აკადემიის საზეიმო სხდომა. ორკესტრს ნიშანს აძლევს დირიჟორი. შვედეთის მეფე ასრულებს სასიამოვნო მისიას: ლაურეატებს გადასცემს ნობელის პრემიას! ასეა ყოველწლიურად – XX საუკუნის პირველივე წლიდან.ნობელის პრემია ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ჯილდოა, ამიტომაც უდიდესია მისდამი ინტერესი.   ინტელექტუალური სამყაროს ფავორიტი – ნობელის პრემიის ლაურეატი, წესდების თანახმად, ვალდებულია პრემიის მიღებიდან ექვს თვეში წაიკითხოს სანობელო ლექცია. ჟანრი განსაზღვრული არ არის. ეს უნიკალური გამოცემა აერთიანებს 1901-2022წლებში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებისას წაკითხულ ყველა ლექციას. წიგნში შესულია ნობელიანტების საბანკეტო სიტყვებიც.
49.95
ნობელიანტი ფიზიკოსები - 150 ამბავი #7
წიგნის ავტორ-შემდგენელი კახმეგ კუდავა სერია: თან საკითხავი ეს წიგნი ნობელიანტ ფიზიკოსებზე მოგვითხრობს. მათი სახელი ეწოდა განტოლებებს და კანონებს, თეორიებსა და ფორმულებს, ტალღებსა და ნაწილაკებს, ეფექტებს, ელემენტებს, მოვლენებსა და ექსპერიმენტებს... ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრება მსოფლიოს განვითარებასა და პროგრესს მიუძღვნეს, ამიტომაც კაცობრიობას აქვს კეთილშობილური ვალი მათ წინაშე.      
12
ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
წიგნში წარმოდგენილია ლიტერატურის დარგში ყველა იმ ნობელის პრემიის ლაურეატის შემოქმედებითი ბიოგრაფია, რომელსაც პრემია 1901-2022 წლებში მიენიჭა. „ამბობენ იულიუს კეისარი იმიტომ ატარებდა დაფნის გვირგვინს, რომ სიქაჩლე დაეფარაო. საინტერესოა რას ფარავს ნობელის დიდების გვირგვინი? მხოლოდ სიქაჩლეს ხომ არა? ვფიქრობ, ნობელიანტი ზედმეტი სერიოზულობით არ უნდა მოეკიდოს ლაურეატობას. საბედნიეროდ, განგებამ ყველაზე ბუნებრივად შემახსენა ჩემი პიროვნების მოკრძალებული სიდიადე!“ – უილიამ გოლდინგი
49.95