santaesperanza
მოთხრობები ტ1 დავით კლდიაშვილი
ავტორი:დავით კლდიაშვილი
25
მოთხრობები ქალებზე
ავტორი: რევაზ ინანიშვილი გამოომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
12.9
მოთხრობები ქართლიდან
ავტორი:  რევაზ-გიორგი არველაძე წიგნის ენა: ქართული-ინგლისური
17.95
მოთხრობები წერილები ჩანაწერები
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
25
მოთხრობები- ფიოდორ დოსტოევსკი
ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი სერია: იკითხე კლასიკა თარგმანი: ზურაბ კიკნაძე; თენგიზ ჩხაიძე; პაატა ჩხეიძე   "ორეული","თეთრი ღამეები","მარადი ქმარი" და "თვინიერი"- 4 "პატარა" შედევრი ფიოდორ დოსტოევსკის უმდიდრეი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.პიროვნების გაორება,ჭიდილი საკუთარ მანკიერებებთან თუ დაუნდობელ ცხოვრებასთან,სასტიკ რეალობაში ლამის წმინდანის დარი უმწიკვლოების შენარჩუნებისა თუ სიქველეთა გამოჩენის საოცარი უნარი,სიყვარულის ძალა,რომელიც ზოგჯერ დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს - ეს თემები და პრობლემები რუსი კლასიკოსის ნაწარმოებებში მისთვის ჩვეული ღრმა ფსიქოლოგიური კვლევის მეშვეობითაა გადმოცემული.  
14.95
მოიარე, შეისწავლე, შეიყვარე საქართველო
ასაკი: 6+ 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი 32-გვერდიანი წიგნი ყუთში პატარებს დახვდებათ 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი, რომლითაც  საქართველოს რუკა უნდა ააწყონ და იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანაში. ილუსტრირებული ფაზლის აწყობისას ბავშვები გაიგებენ, რომელი ქალაქი საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს და უკეთ გაიცნობენ საქართველოს მხარეებს. წიგნის დახმარებით კი,  ბევრ საინტერესო ფაქტს შეიტყობენ ქართული წეს-ჩვეულებებისა და  ისტორიის შესახებ .  სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
44.9
მოიარე, შეიცანი და შეისწავლე დედამიწა
ასაკი: 6+ აქტივობები: წიგნი 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი ასაწყობი დასადგმელი ფიგურები ამ შთამბეჭდავი ფაზლისა და დამხმარე წიგნის საშუალებით თქვენი პატარები აღმოაჩენენ ჩვენს პლანეტაზე არსებულ საოცრებებს; გაიგებენ, რომელია დედამიწის უმაღლესი მთა და ყველაზე წყალუხვი მდინარე, სად მდებარეობს ანგკორ-ვატის ტაძარი, ვინ ააგო ეიფელის კოშკი და რა არის მოაი; გაიცნობებენ უცნაურ ცხოველებსა და ფრინველებს.   სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
44.9
მოკალი ევა
ავტორი: ლუკ ჯენინგსი  მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: TOP თრილერი გამომცემლობა: პალიტრა L თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.  
13.95
მოკალი ევა
ავტორი: ლუკ ჯენინგსი  მთარგმნელი: ირაკლი სულაძე სერია: TOP თრილერი გამომცემლობა: პალიტრა L თუ მკვლელობა გარდაუვალია, მნიშვნელობა არა აქვს, სამიზნე სად იმყოფება - სიცილიაში, ლონდონში, პარიზსა თუ შანხაიში - მკვლელი მსხვერპლს ყველგან მიაკითხავს. მისი ხელწერა დახვეწილი და, იმავდროულად, ორიგინალური სისასტიკით არის გამორჩეული. მკვლელის უკან გაურკვეველი წარმომავლობის, სრულიად გასაიდუმლოებული ორგანიზაცია დგას და მაინც.... ვინ არის მკვლელი? ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური სერიული მკვლელობებით ინტერესდება,უფრო სწორად, ამ სამსახურის თანამშრომელი ევა პოლასტერი საკუთარ თავზე იღებს მკვლელის პოვნას.
13.95
სიახლე
მოკლე კატოს თავგადასავალი
ავტორი: ზიარა არსენიშვილი მოკლე კატო დიდ ქალაქში ცხოვრობს, საბავშვო ბაღში დადის და, როგორც ბავშვების უმრავლესობას, ნაყინი და ლიმონათი უყვარს.  ნაყინი რომ არ ჰყვარებოდა, ალბათ ეს საოცარი თავგადასავალიც არ გადახდებოდა თავს. მამაცი კატო უკვდავების წყაროს საძებნელად ცხრა მთასა და ბარს გადაივლის და ვის აღარ შეხვდება: მზეთუნახავ კისკისას, კატა შავრასა და თაგუნა თიკოს, მეტმეცნიერს, ბერ ქედანსა და ყვავ ობოლას…  შემდეგ ოქროს  ვერძი ცაშიც კი ააფრენს…
15.9
მოლალის უსტარნი
ავტორი: კლაივ  სრეიპლზ  ლუისი თარგმანი: ირაკლი ბერიძე   ინგლისელი მწერლის კლაივ სტეიპლზ ლუისის „მოლალის უსტარნი“ წარმოადგენს ეპისტოლარული ჟანრის მარგალიტს,რომელშიც მაღალი იერარქიის ეშმაკი (მოლალე) ადამიანის სულის წარწყმედის ხელოვნებაში მოძღვრავს ახალბედა ჭინკას (მაწაკა).ამ,ერთი შეხედვით,მარტივი მიმოწერისა და რჩევა-დარიგებების მიღმა,ლუისის გამორჩეული იუმორით და ღრმა საღვთისმეტყველო ცოდნით,წარმოჩენილია ადამიანის გზა ცხონებისკენ,განსაკუთრებით კი ამ გზაზე ბოროტი ძალების მიერ თუ თავად ადამიანის დაცემული ბუნებისა და უდიერების მიზეზით არსებული მახეები .
40
მოლი ანუ თითქმის დაუჯერებელი ამბავი (9-10 წელი)
ავტორი: გია პაპუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა მოლი შოტლანდიური სეტერია, რომელიც თბილისის გარეუბანში მცხოვრებ ერთ კეთილ ოჯახს შეეკედლება. გიორგი პაპა და მისი გულისხმიერი შვილიშვილები ძაღლს დიდი სიყვარულით მიიღებენ და მასთან ერთად არაერთი საინტერესო თავგადასავალი გადახდებათ: გაიცნობენ მოლის მეგობარ მაწანწალა ძაღლებს და საიდუმლოებით მოცულ „ძია ბობის“; გაემგზავრებიან შირაქში, სადაც თავიანთი თვალით ნახავენ მწყემსებისა და მათი ერთგული მეცხვარე ძაღლების ყოფას…  გიორგი პაპა ცდილობს, გამოიცნოს, როგორ მოხვდა შოტლანდიური სეტერი ქუჩაში და რატომ აირჩია მაინცდამაინც მისი დიდი ოჯახი. მოლის წარსული ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ერთი თითქმის დაუჯერებელი ამბავი…  მაშ, ასე, ყური დაუგდეთ ცხოველებს, რადგან ამ წიგნში ისინიც ლაპარაკობენ  
8.9
მომავალი წარსული
ავტორი: გივი ალხაზიშვილი   "“მომავალი წარსული” - გასული საუკუნის 60_იანი წლებიდან ორიათასი წლის ჩათვლით - ორმოცწლიან პერიოდს მოიცავს. ეს წიგნი მრავალწახნაგოვანი და მოზაიკურია. ისე ჩაიარა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველმა ათწლეულმა, რომ ბევრ რამეს თავის სახელი არ დაერქვა და ეს იმიტომ, რომ დიდხანს გრძელდებოდა პოსტსაბჭოური მმართველობა და ძველი პარტიული ფუნქციონერები ინარჩუნებდნენ ხელისუფლებასა და ქვეყანაზე სრულ გავლენას. "
21.6
მონანიება
ავტორი: იენ მაკიუენი მთარგმნელი: ანა აბულაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამოცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა  
19.9
მონებს სამოთხეში არ უშვებენ
ავტორი: რატი მუჯირი  - იცი შავ -წითელ დროშას რატომ ვიყენებთ? - შავი უკრაინის მიწის სიმბოლოა, წითელი ამ მიწისთვის დაღვრილი სისხლის. — ეგრეა, თუ ვიკიპედიაში წაიკითსავ.  — აბა, სინამდვილეში რატომ? — ზაპოროჟიელმა მებრძოლმა ერთ-ერთ ბრძოლის მერე უბიდან ჩვენი ლურჯ-ყვითელი დროშა ამოიღო, სულ სისხლით იყო შეღებილი. იცი, ლურჯი და ყვითელი სისხლით რომ დაისვრება როგორი ხება? — ალბათ, შავი და წითელი. უპრაინის ომს ყველა ონლაინ ვადევნეთ თვალს, ამიტომ თითქოს დასაწერიც არაფერია. ყველამ ყველაფერი ისედაც იცის. თუმცა ბოლოს გადავწყვიტე ჩემ მიერ დანახულ, საჯაროდ ცნობილი, ამბავი მომეყოლა. ეს წიგნი მხოლოდ ომზე არ არს. ეს არის ამბავი უკრაინის მიწაზე გავლილი 13210 კილომეტრს, ამავი ომის დაწყების, ამგავი ოკუპაციის, ამბავი დეოკუპაციის. ამგავი საგჭოთა მითების ნგრევის. ეს წიგნი არც იმ ტრაგედიებზეა, რომელიც ამ ომმა მოიტანა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ესაა აღწერილი. ეს წიგნე უპრანაზე და უპრაინელებზეა. — ყოჩაღ! და იცი ვინ იყო ის კაზაკი? — არა. —ივან სირკო, „РАБІВ ДО РАЮ НЕ ПУСКАЮТЬ"-ო რომ დაგვიბარა
15.95
მონტესორი 5 წლიდან (ლოგიკა, მათემატიკა)
  მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკისა და სინგაპურის მეთოდის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობების მიზანია, ბავშვებს მათემატიკისადმი ინტერესი გაუღვიძოს. დავალებები თანდათან რთულდება, ამიტომ რეკომენდებულია მათი მრავალჯერ შესრულება.   აქტივობების რვეული მოიცავს სამ ძირითად ეტაპს: კონკრეტულს: ბავშვი ნივთების (სამუშაო ბარათები, სათამაშო კუბები…) გამოყენებით ეცნობა რაოდენობის, სიმრავლის და ა.შ. ცნებებს. წარმოსახვითს: ბავშვი გრაფიკული ფორმით (ნახატებით, ცხრილებით) წარმოიდგენს რიცხვებს და იმ ყოფით გარემოებებს, როცა მათემატიკას ვიყენებთ. აბსტრაქტულს: ბავშვის კონკრეტული და წარმოსახვითი წარმოდგენები თანდათან გარდაიქმნება მათემატიკურ ოპერაციებად.   რვეულის დახმარებით, ბავშვი: აღმოაჩენს და აითვისებს ახალ ცნებებს აქტივობებით, რომელთა შესასრულებლად უმთავრესია ზეპირი მსჯელობა; გაეცნობა რიცხვებს (1-იდან ჯერ 3-ის, შემდეგ 6-ის და, ბოლოს, 10-ის ჩათვლით), ზომას, სიგრძესა და სიმაღლეს, გეომეტრიულ ფიგურებს, შეკრება-გამოკლების საფუძვლებს. განიმტკიცებს ცოდნას აქტივობებით, რომელთა შესრულებას სჭირდება რაოდენობების სქემატურად გამოსახვა და მათი წარმოდგენა მათემატიკური სიმბოლოებით. გამოიყენებს ამოსაჭრელ მასალას: საანგარიშო ზოლებს, რიცხვებიან ბარათებს, კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს და ა.შ., რაც დაეხმარება მას, ადვილად დაძლიოს სწავლის კონკრეტული და წარმოსახვითი ეტაპები.  
15.9
მონტესორი 6 წლიდან (აღმოაჩინე კოსმოსი)
მთარგმნელი: მარიამ შენგელაია, ეკა სუმბათაშვილი კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკისა და სინგაპურის მეთოდის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობების მიზანია, ბავშვებს მათემატიკისადმი ინტერესი გაუღვიძოს. დავალებები თანდათან რთულდება, ამიტომ რეკომენდებულია მათი მრავალჯერ შესრულება.   აქტივობების რვეული მოიცავს სამ ძირითად ეტაპს: კონკრეტულს: ბავშვი ნივთების (სამუშაო ბარათები, სათამაშო კუბები…) გამოყენებით ეცნობა რაოდენობის, სიმრავლის და ა.შ. ცნებებს. წარმოსახვითს: ბავშვი გრაფიკული ფორმით (ნახატებით, ცხრილებით) წარმოიდგენს რიცხვებს და იმ ყოფით გარემოებებს, როცა მათემატიკას ვიყენებთ. აბსტრაქტულს: ბავშვის კონკრეტული და წარმოსახვითი წარმოდგენები თანდათან გარდაიქმნება მათემატიკურ ოპერაციებად.   რვეულის დახმარებით, ბავშვი: აღმოაჩენს და აითვისებს ახალ ცნებებს აქტივობებით, რომელთა შესასრულებლად უმთავრესია ზეპირი მსჯელობა; გაეცნობა რიცხვებს (1-იდან ჯერ 3-ის, შემდეგ 6-ის და, ბოლოს, 10-ის ჩათვლით), ზომას, სიგრძესა და სიმაღლეს, გეომეტრიულ ფიგურებს, შეკრება-გამოკლების საფუძვლებს. განიმტკიცებს ცოდნას აქტივობებით, რომელთა შესრულებას სჭირდება რაოდენობების სქემატურად გამოსახვა და მათი წარმოდგენა მათემატიკური სიმბოლოებით. გამოიყენებს ამოსაჭრელ მასალას: საანგარიშო ზოლებს, რიცხვებიან ბარათებს, კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს და ა.შ., რაც დაეხმარება მას, ადვილად დაძლიოს სწავლის კონკრეტული და წარმოსახვითი ეტაპები.
15.9
სიახლე
მონტესორი 7 წლიდან (ლოგიკა მომავალი პროგრამისტებისთვის)
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული 50-ზე მეტი სახალისო აქტივობის წყალობით 7 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვები გაეცნობიან ორობითი ენისა და პროგრამირების საწყისებს. აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი: მონტესორის პედაგოგიკისთვის დამახასიათებელი მიდგომის თანახმად, ყველაზე ბუნებრივი გზით – ყოფითი აქტივობებით (ნამცხვრის მომზადება, მცენარის მოვლა, სუფრის გაშლა…) გაიაზრებს, რომ ალგორითმი რიგითობის ზუსტი დაცვით შესასრულებელი მოქმედებებია, რის შედეგადაც სრულდება დავალება ან გადაიჭრება პრობლემა; შემდეგ თავადაც მოიგონებს „სახალისო ალგორითმებს“ და „გამოასწორებს ხარვეზს“ მარტივ ალგორითმებში. რობოტ ჰეიოს მაგალითზე გაეცნობა პროგრამირებისა და რობოტიკის საფუძვლებს. ნახატებისა და მარტივი მითითებების დახმარებით გაიცნობს თვლის ორობით სისტემას და ბულის ლოგიკურ ოპერატორებს. მონტესორის მეთოდით შთაგონებული პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით (ოღონდ – გაჯეტების გარეშე) განივითარებს ლოგიკურ აზროვნებას და გაიაზრებს კოდის წერის უმარტივეს პრინციპებს. რვეულში დაგხვდებათ: ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები მარტივი ალგორითმებით
15.9
სიახლე
მონტესორი 8 წლიდან (აღმოაჩინე ხელოვნება)
მთარგმნელი: მარიამ შენგელაია, ეკა სუმბათაშვილი კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონტესორის პედაგოგიკის მიხედვით შექმნილ ჩვენს კურსზე! ჩვენ მიერ შემოთავაზებული მსოფლიო შედევრები და სხვადასხვა სირთულის მრავალფეროვანი აქტივობები ხელოვნების ისტორიის გაცნობაში დაეხმარება 8 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებს. აქტივობების რვეულის დახმარებით, ბავშვი: გაიცნობს ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებულ მიმდინარეობებს/ჟანრებს და მათი განვითარების ისტორიულ კონტექსტებს პრეისტორიული ხანიდან თანამედროვე ურბანულ ხელოვნებამდე, ანუ სტრიტ-არტამდე. გაიცნობს და დააკვირდება 100-მდე ხელოვნების ნიმუშს და გაიგებს თითოეული მათგანის შესრულებისას გამოყენებულ ტექნიკურ ხერხებს. ქრონოლოგიური სკალის დახმარებით, მსოფლიო შედევრებს მიუსადაგებს შესაბამის მიმდინარეობასა თუ ისტორიულ პერიოდს. საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების დახმარებით, თავადაც შეეცდება შემოქმედებითობის გამოვლენას. რვეულში დაგხვდებათ: ამოსაჭრელი, ჩასაკრავი ან პრაქტიკული სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ბარათები მსოფლიო შედევრების ნიმუშებით  
15.9
მონტოკი
ავტორი: მაქს ფრიში  მთრგმნელი: მაია ფანჯიკიძე სერია: ლიტერატურული ოდისეა გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
მოპარული სიყვარული
ავტორი: თინათინ ბერიძე     ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.  
14.95
მორავული ღამე
მწერალი, რომელსაც წერა მიუტოვებია და თავს გადამდგარ ავტორს უწოდებს, შვიდ მეგობარს – თავისი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის მოწმეებსა და მონაწილეებს ეპატიჟება ბალკანეთში, დუნაის ერთ-ერთ შენაკადზე, მდინარე მორავაზე ღუზაჩაშვებულ გემზე, რომელიც უკვე კარგა ხანია მის სახლად ქცეულა. მასპინძელთან ერთად უცნობი ქალის დახვედრით გაოცებული სტუმრები მთელი ღამის განმავლობაში ისმენენ ავტორის თხრობას ევროპის გარშემო მოგზაურობის შესახებ, რომელიც დაკარგული იდენტობის ძიებას უფრო ჰგავს, ვიდრე მოხეტიალე მგზავრის შთაბეჭდილებებს.   2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკე, ცნობილი თავისი წინააღმდეგობრივი პოზიციით ბალკანეთის მიმართ, სათაურშივე მიანიშნებს, თუ რა წარმოადგენს მისი ნაწარმოების მთავარ თემას, თუმცა, განსხვავებით სხვა ტექსტებისგან, 2008 წელს დაწერილ ამ ვრცელ, გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულ მოთხრობას, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჰანდკეს უმაღლეს მწერლურ ოსტატობაში, შემრიგებლური ხასიათი უფრო აქვს, ვიდრე დაპირისპირების პოტენციალი.   გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ
21.95
მორალი
ავტორი: ლაშა ბუღაძე     ის, რაც აქ დაბეჭდილ სამ პიესას აერთიანებს, მათი გმირებისა თუ ანტიგმირებისთვის გამყოფი და გამხლეჩი უფროა, ვიდრე გამაერთიანებელი, რადგან ისე აღმოჩნდა, რომ რეალურად (თუკი რეალობა ისაა, როგორიც ამ პიესებშია აღწერილი) პოლიტიკა იმგვარად იჭრება ადამიანთა ცხოვრებაში, რომ მათ გარშემო (ან მათში) არა წესრიგს, არამედ ერთგვარ მორალურ ქაოსს ქმნის, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მორალი მანიპულაციის საგნად ქცეულა.     აქ ყველაფერი თავდაყირაა, რაკი ფასეულობა იმ ეთიკის შესაბამისად აღიქმება, რომელიც „აქ და ახლაა“ დამკვიდრებული, ამრიგად ნებისმიერი რამ, რაც სოციალურ მორალს ექვემდებარება, სამუდამოდ განწირულია ტრასფორმაცია-ინტერპრეტაციისთვის, ძველი პრეტენზია კი კვლავაც შეუსმენელი რჩება: გათავისუფლდეს მორალი მორალიზმისგან...
16.95
მორელის გამოგონება
ავტორია: ადოლფო ბიოი კასარესი მთარგმნელი: ნინო ფიფია   XX საუკუნის არგენტინულმა ლიტერატურამ მსოფლიოს სამი დიდი მწერალი შესძინა – ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი და ადოლფო ბიოი კასარესი. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბიოი კასარესს მათგან გამორჩევს: ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ესპანურენოვან ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს ამკვიდრებს. მორელის გამოგონება (1940) მოგვითხრობს ვენესუელელ მწერალზე, რომელიც მართლმსაჯულებისგან გარბის და თავს უკაცრიელ კუნძულს აფარებს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული რაღაც უცნაური, გაურკვევლი დაავადების კერაა, მწერალი მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც უსაფრთხოდ იქნება. მთავარი გმირი მალე აღმოაჩენს, რომ მარტო არაა. ვინ არის ეს ხალხი? რა საიდუმლოს მალავს კუნძული? კასარესი ახერხებს, გაზვიადებისა და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე დაინტერესოს მკითხველი მთავარი გმირის ბედით, დააფიქროს ისეთ თემებზე, როგორიცაა უკვდავება, სიცოცხლის შექმნა, ადამიანის გონების შესაძლებლობების ზღვარი...
14.95