santaesperanza
მშობლიური ენის კვალზე 1 (მოსწავლის რვეული)
ავტორი:  ნ. გირდელაძე, გ. ჩხენკელი, ლ. მანგოშვილი   სავარჯიშოების რვეული არის წერის დედანი, რომელიც  გათვლილია საანბანო პერიოდზე. ყოველი ასოს ნიმუშების შემდეგ გამოყოფილია თავისუფალი სივრცე და  ერთვის რამდენიმე ცარიელი გვერდიც. ანბანის შემდგომ პერიოდში შესასრულებელი წერითი დავალებები მოცემულია მოსწავლის წიგნში.
10
მშობლიური ენის კვალზე 1 (მოსწავლის წიგნი)
ავტორი:  ნ. გირდელაძე, გ. ჩხენკელი   მოსწავლის წიგნი არის პირველკლასელთა სახელმძღვანელო, რომელიც „სულაკაურის გამომცემლობის„ მიერ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ 1912 წლის გამოცემის მიხედვითაა შედგენილი. სახელმძღვანელო ჩინებულად ასრულებს ორ მთავარ დანიშნულებას: ინარჩუნებს გოგებაშვილის მემკვიდრეობას; პასუხობს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტის მოთხოვნებს. ამ მიზნის მისაღწევად, მოსწავლის წიგნს დაემატა: სავარჯიშოების რვეული; წერის დედანი; მასწავლებლის წიგნი, გოგებაშვილისეული მეთოდის ანალიზით, სამოქმედო გეგმის დაწვრილებითი აღწერითა და დამატებითი სამუშაო მასალით.
12
მშრალი წებო 21 გრამი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
2.5
მშრალი წებო Deli Stick Up, 21 გრ
1.5
მშფოთვარე ადამიანები
ავტორი: ფრედერიკ ბაკმანი მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე სერია: წლის ბესტსელერი "ერთ პატარა შვედურ ქალაქში ახალი წლის წინადღეს ხელმოცარული ბანკის მძარცველი აიყვანს რვა მძევალს, რომლებიც გასაყიდი ბინის დასათვალიერებლად შეკრებილან. სხვათა შორის, ყველა მათგანი როდია ნამდვილი მყიდველი. ბინის ჩვენებაზე თითოეული მათგანი თავისმა ინტერესმა ან სასოწარკვეთილებამ მიიყვანა. ვითარება თანდათან ისე იძაბება, რომ მძარცველს ურჩევნია პოლიციას ჩაჰბარდეს, ოღონდ კი თავი დააღწიოს ამ მშფოთვარე ადამიანებს. ამ რომანის გმირებიც ფრედრიკ ბაკმანის საყვარელი „პატარა ადამიანები“ არიან, თავიანთი სადარდებლითა და აუწყობელი ურთიერთობებით, რასაც მწერალი მსუბუქი იუმორით, სევდიანი სარკაზმით, გროტესკულობითა და იმავდროულად, გმირებისადმი გულის ამაჩუყებელი თანაგრძნობით გვიამბობს. მწერლის სხვა რომანებისგან განსხვავებით, აქ თხრობას ხშირად წარსულიდან აწმყოში გადავყავართ. ბაკმანი მკითხველს თავსატეხსაც უჩენს — ბოლოს და ბოლოს, ბანკის მძარცველი ქალია თუ მამაკაცი? "  
16.95
მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი
ავტორი: ფრანსუა ვიიონი მთარგმნელი: დავით წერედიანი XV საუკუნის ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის (1431 – 1463) შემოქმედებამ ჩვენამდე მისი ხელნაწერებისა და გამოცემული წიგნების ფრაგმენტების წყალობით მოაღწია. ვიიონის ძირითად ნაწარმოებებად მისი მცირე და დიდი ანდერძები მიიჩნევა. ამ კრებულში ანდერძების გარდა ვიიონის ჩართული ლექსები – ბალადებიცაა მოცემული.
16.9
მცირე(ს) თავგადასავალი
ავტორი: გიორგი შერვაშიძე   პლატონ ანჩაბაძეს დიდი ბაბუის სახელი ჰქვია. ოცდათხუთმეტი წლისაა და თბილისში ცხოვრობს. მოფერებით პლატონ მცირეს ეძახიან. ერთფეროვანი ცხოვრება კი ერთ მშვენიერ დღეს იცვლება. ის იგებს, რომ მისი დიდი ბაბუის ძმას, დუტუ ანჩაბაძეს, რომელიც 1921 წელს საფრანგეთში ემიგრაციაში გაჰყვა ქართველ ინტელიგენციას, პარიზის ერთ-ერთ ბანკში შთამომავლებისთვის დატოვებული აქვს ქონება. ეს სიახლე იმდენად მოულოდნელი და ამაღელვებელია, რომ ის ცდილობს თავის წარმოსახვებში საუკუნის წინანდელი ამბები გააცოცხლოს და წინაპრების ცხოვრების უცნობი ეპიზოდები წარმოიდგინოს. ამის შემდეგ იწყება გასაოცარი ისტორიებით აღსავსე მოგზაურობა.   ქონების დასაბრუნებლად საზღვარგარეთ წასული პლატონის თვალწინ ცოცხლდება მის მიერვე წარმოსახული ამბები. მცირეს ცხოვრება დინამიკურ და რომატიკულ კალაპოტში ექცევა, რომელსაც არც კომიკური სიტუაციები აკლია. ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი წინაა... ირკვევა, რომ ქონებას, მატერიალურზე მეტად, ისტორიული ღირებულება აქვს
10.3
მძიმეა დღის ბოლო
ავტორი: მარიკე ლუკას რეინეველდი მთარგმნელი: დავით ღოლიჯაშვილი სერია: ლიტერე ინვენტე   ნიდერლანდელი პოეტის პირველი გახმაურებული რომანი, რომელმაც 2020 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია დაიმსახურა. ამ რომანში ტრავმასთან გამკლავების მექანიზმი უცნაური, შემზარავი და იმდენად წარმოუდგენელია, რომ მას მხოლოდ ბავშვური, ცხოველური ფანტაზიით თუ ავხსნით. მკაცრ ქრისტიანულ გარემოში, ფერმაში გაზრდილი ათი წლის იასი ოჯახის ტრაგედიას საკუთარ თავს აბრალებს. ერთხელ ძმაზე გაბრაზებულმა ღმერთს სთხოვა, მისი საყვარელი კურდღლის ნაცვლად, თავისთან იასის უფროსი ძმა წაეყვანა. ასეც მოხდა და ამის შემდეგ ოჯახის წევრებს შორის სიკვდილი ჩასახლდა, თუმცა მათ სახლში ამაზე არავინ ლაპარაკობს. მაგრამ იასს არსად სურს წასვლა, მხოლოდ საკუთარ თავში მოგზაურობა უნდა და ამის ნიშნად ჭიპში ჭიკარტს ჩაისობს. ეს მისი საიდუმლოა - ოჯახში არ უნდა იცოდნენ, ღმერთის ნაცვლად საკუთარი თავისკენ მიმავალი გზა რომ აირჩია. ამიტომ აღარ იხდის წითელ ქურთუკს, რომელიც ფარავს მის სანუკვარ სურვილს, ერთდროულად მოახერხოს საკუთარი თავის პოვნა, გაცნობა და გაქრობა.
16.95
მძინარე მზეთუნახავი
რამდენი დაბრკოლება გამოიარა ურჩმა ხის ბიჭუნამ, რამდენ ფათერაკს გადაეყარა. არადა, მამიკო ჯეპეტოსთვის რომ დაეჯერებინა, ამდენს არ იწვალებდა. თუმცა, ვერც ჩვენ გავერთობოდით მისი თავგადასავლით. წაიკითხე ეს მშვენიერი ზღაპარი და კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ უფროსებს აუცილებლად უნდა დაუჯერო.
13.95
მწდეო, სუფიებს სულ სხვაგვარი ღვინო მიართვი - სპარსული პოეზია X-XXI სს
 სუფიებს სულ სხვაგვარი ღვინო მიართვი - სპარსული პოეზია   წიგნში წარმოდგენილი ნიმუშები უძველესი და ფერუხვი სპარსული პოეზიის ჭაშნიკად თუ გამოდგება, მაგრამ ეს მცირე ჭაშნიკიც კარგად წარმოაჩენს სპარსული პოეტური სამყაროს მასშტაბურობას და მრავალფეროვნებას. კრებულში, მოყოლებული X საუკუნიდან, ანუ ახალი სპარსული პოეზიის დასაწყისიდან დღემდე, ყველა საუკუნის ჩათვლით, ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნებით, წარმოდგენილია ირანელ მხატვრული სიტყვის ოსტატთა (ჯალალ ედ-დინ რუმი, ჰაფეზი, საადი, ომარ ხაიამი, აბუ საიდი...) პოეტური ნიმუშები. ლექსებიდან მეტაფორული ელვარებაც ამოანათებს, ბგერწერული მუსიკალობაც და სხვა სიტყვისმიერი სამშვენისებიც, რომლებიც ესოდენ თვალისმომჭრელს ხდის სპარსულ პოეზიას. სპარსულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ
11.95
მწდეო,სუფიებს სულ სხვაგვარი ღვინო მიართვით
ავტორი: სპარსული პოეზია მთარგმნელი: გიორგი ხულორდავა გამომცემლობა: ინტელექტი ყდა: რბილი  
11.95
მწერალი და თვითმკვლელობა
ავტორი: ბორის აკუნინი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე   ამ წიგნის სათაურმა შესაძლოა ბევრი შეცდომაში შეიყვანოს. პირველ ადგილზე დგას „მწერალი“, „თვითმკვლელობა“ კი მეორეზე, მაგრამ სინამდვილეში ავტორს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ თვითმკვლელობა აინტერესებს – ფენომენი. ხოლო ამ ფენომენს სწორედ მწერალთა ბედისწერის თვალით განიხილავს. წიგნი თვითმკვლელი მწერლის კი არა, თვითმკვლელი ადამიანის შესახებაა დაწერილი. წიგნის მთავარი არქიტექტურული უპირატესობა ის გახლავთ, რომ სრულებით არაა აუცილებელი, ის თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ. ყოველი განყოფილება და თავი დამოუკიდებელ ესეს წარმოადგენს, რომელიც სურვილისამებრ შეიძლება წაიკითხო ან გამოტოვო. ახლავს დანართები ნოველების სახით.
30.5
მწერლები და საყვარლები
ავტორი: ლილი კინგი დედის უეცარი სიკვდილით შეძრული და ბოლოდროინდელი სასიყვარულო ურთიერთობების გამო არეული ქეისი 1997 წლის ზაფხულში ჩადის მასაჩუსეტსში  ყოველგვარი გეგმის გარეშე. სწორედ აქედან იწყება ქეისის თავბრუდამხვევი ისტორია, მოთხრობილი უჩვეულო იუმორითა და საოცარი პერსონაჟებით. კინგი გვიხატავს სასოწარკვეთამდე მისული ახალგაზრდა მწერალი ქალის სურათს, რომელიც გარშემო დატრიალებული ქაოსის მიუხედავად, შინაგან მოწოდებასა და ინსტინქტს ენდობა, რათა საკუთარი თავი არ დაკარგოს.
14.9
მწერლებსა და წიგნებზე
ავტორი: აკა მორჩილაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
მწვანე ტბის ბანაკი
მთარგმნელი ნინო ბეგაშვილი ილნეტსების საგვარეულო წყევლამ და მასთან დაკავშირებული უიღბლობების წყებამ გვარის უმცროს წარმომადგენელს, სტენლი ილნეტსსაც უწია, შედეგად თავი დიდ ხათაბალაში გაყო, უფრო სწორად, „ხათაბალა“ პირდაპირ თავზე დაეცა. მოზარდთა გამოსასწორებელ კოლონიაში – მწვანე ტბის ბანაკში მოხვედრილი სტენლი ყოველდღე თითო ორმოს თხრის, სხვა არაერთი წინააღმდეგობის გადალახვაც უწევს და თანდათან მისი ყოველი დღეც ერთ დიდ ორმოს ემსგავსება. „მწვანე ტბის ბანაკი“ დღეისათვის მოზარდთა ლიტერატურის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად მიიჩნევა და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. 2003 წელს მის მიხედვით ფილმიც გადაიღეს.
12.9
მჭიდროდ დაკეცილი დროშები
ავტორი: თორნიკე რაზმაძე     რომანში სამი მეგობრის ამბავია მოთხრობილი. ბიჭები ერთსა და იმავე გარემოში იდენტური ფასეულობებით იზრდებიან და ცხოვრების ყველა საკვანძო მომენტსაც ერთად იზიარებენ. მათ შეხედულებებსა და ფასეულობებს სწორედ ბავშვობისდროინდელი თავგადასავლები განაპირობებს.   ადრეულ ასაკში თავს დამტყდარი საშინელი ტრაგედია მეგობრებს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს – ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ემსახურონ საკუთარ სამშობლოს და, თუ საჭირო გახდება, თავიც გასწირონ მისთვის. გარშემო კი არსებობს ხალხი, რომელიც შორსაა ამ ღირებულებებისგან და მეტიც, თავად ქმნის მოდელს საზოგადოების მარტივად სამართავად.
16.95
მხევლის წიგნი
ავტორი: მარგარეტ ეტვუდი მთარგმნელი: ანა კოპალიანი სერია: 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ ერთ დღეს ვცდი რაღაც ასეთის დაწერას, ოღონდ ქალი მთხრობელით. რა თქმა უნდა, , ის სრულიად განსხვავებული იქნება“, – უთხრა საკუთარ თავს, როცა ჯორჯ ორუელის „1984“ წაიკითხა. და მარგარეტ ეტვუდმა დაწერა „მხევლის წიგნი“ – წიგნი მომავალზე, რომელიც ახლოს არის, იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ გამუდმებით თვალს დავხუჭავთ ძალადობაზე, შევუშინდებით პრობლემების დანახვას, ჩავიკეტებით და არ შევიმჩნევთ, როგორ იკრებენ ძალებს რელიგიური ექსტრემისტები და აფართოებენ თავიანთ გავლენას. ხელისუფლების სათავეში მყოფი ძალები კი ამას იყენებენ იარაღად და იწყებენ ცენზურას, დევნას, ქალებისთვის ქონებისა და ყველანაირი უფლების ჩამორთმევას. ეს ყველაფერი ხდება „მხევლის წიგნში“ და მკითხველი თვალს ადევნებს, როგორ იქცევა წიგნის მთავარი პერსონაჟი ქალი მხევლად – უუფლებო არსებად, რომელსაც საკუთარი ფიქრებისა და გრძნობებისაც კი ეშინია. მას აღარ აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი სახელი, ეკრძალება სიყვარული, საუბარი, მუშაობა, წერა-კითხვა, თავისუფლად სიარული... نام მხოლოდ რეპროდუქციული უნარის მქონე ცოცხალი არსებაა და ესღაა მისი დანიშნულება. და ეს არის ყველა ქალის ხვედრი გალაადში, ქვეყანაში, რომლადაც გადაიქცა დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან მისმა მოქალაქეებმა დაკარგეს სიფხიზლე, მოქალაქეობრივი ინტერესი და ამ პასიურობით ძალმომრეობის ნორმად დამკვიდრება დაუშვეს. არის თუ არა შესაძლებელი ამგვარი მომავლის თავიდან არიდება? ამ კითხვაზე პასუხი წიგნში არ არის. პასუხი მკითხველშია.
16.95
მხიარული ამბები
მთარგმნელი: თამარ გავაშელიშვილი სერია: ვიკითხოთ ერთად ასაკი: 2+ სერია "ვიკითხოთ ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 2 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე:  ამოდის და  ჭიკჭიკებენ – სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი. სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე შეაყვარებს წიგნებს, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი  და იკითხეთ ერთად.
17.9
მხიარული ოჯახი… და სხვებიც
    გაიცანი დუდო და მისი ოჯახი, კატებიანი დირექტორი და უუმკაცრესი მერი მასწი, ექს-ცენ-ტრი-კუ-ლი წითელბანტა და სიმონზე შეყვარებული ნორა, ტარტალინა კუზინე თხიან-ჩემოდან-ჩიტებიანად, ბაყაყი კუანა (აჰ, უკაცრავად, კუაკუა) და სხვები. ჰო, და კიდევ ჯადოქარი პოსი, რომელიც ერთხელ ისე გაბოროტდა, რომ…
9.9
მხიარული ცხოველები - ფუმფულა პაზლი (100 ნაწილი)
ამ მშვენიერ ყუთში მხიარული ცხოველები გელოდება! შენ უკვე შეგიძლია თითოეულის ბეწვსა თუ ბუმბულს შეეხო, ანუ ახლოს გაიცნო ისინი. ამის მერე კი პაზლი ააწყვე და გააცოცხლე ცხოველთა მხიარული თავგადასავლების თავბრუდამსხმელი სცენები! პაზლის დიდი და სქელი ნაწილები მის აწყობას გაგიადვილებს. ასე რომ, ისიამოვნე ამ შესანიშნავი თავსატეხით. გამომცემლობა: პალიტრა L
24.9
მხოლოდ ერთი დღე
ავტორი: გეილ ფორმანი მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე სერია: ლიბერთინს     ელისონ ჰილის ცხოვრება მისსავე ჩემოდანს ჰგავს – მოწესრიგებულს, დალაგებულსა და წინასწარ დაგეგმილს. შემდეგ კი, როდესაც უეცრად, სკოლის დამთავრების აღსანიშნავი სამკვირიანი ევროპული ტურის ბოლო დღეს უილემს გაიცნობს – თავისუფალ სულსა და მოხეტიალე მსახიობს, ყველაფერი თავდაყირა დგება. უილემი ელისონისგან სრულიად განსხვავდება. იგი გოგონას სთავაზობს, ყველა საქმე გვერდზე გადადოს და მასთან ერთად პარიზში გაემგზავროს. ელისონიც თანხმდება.
13.95
მხოლოდ ერთი რა
ავტორი:  გარი კელერი, ჯეი პაპასანი საზოგადოდ აღიარებული ჭეშმარიტებების, პირადი გამოცდილებისა და ახლებური ხედვის გამოყენებით ავტორები ნაბიჯ- ნაბიჯ გვიზიარებენ წარმატებისა და პირადი ბედნიერების უტყუარ რეცეპტებს. როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რამ? როგორ ვთქვათ უარი, როდესაც თანხმობა ჩვენს საქმეს აზიანებს? როგორ შეგვიძლია წარმატებას საქმის შემცირებით და არა ბევრის კეთებით მივაღწიოთ? როგორ დავძლიოთ წინაღობა? – კითხვები, რომლებზე პასუხებიც ყველა ჩვენგანს აინტერესებს. მხოლოდ ერთი რამ გვევლინება ერთგვარ შუქურად, რომელიც გზას გაგვინათებს და სწორ პასუხებამდე მიგვიყვანს
16.95
მხოლოდ ჩვენ ორნი
ავტორი: ნიკოლას სპარქსი მთარგმნელი ლევან ინასარიძე სერია წლის ბესტსელერი   რასელ გრინს თავი უბედნიერესი კაცი ეგონა – ჰყავდა საყვარელი ოჯახი, ჰქონდა საყვარელი საქმე, მყუდრო სახლი... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრება ქვიშის კოშკივით დაეშალა. ახლა ის მარტოხელა მამაა და ცდილობს, ბიზნესი ნულიდან დაიწყოს. ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ თავისი პატარა გოგონა დაიცვას მათ ცხოვრებაში წამოჭრილი სერიოზული ცვლილებების გავლენისგან... მაგრამ გადის ხანი და ხვდება ქალს, რომელსაც შეუძლია ისეთი სიყვარული აჩუქოს, როგორზეც ვერც კი იოცნებებდა. ეს არის ამბავი უსაზღვრო სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის... დასასრული ზოგჯერ დასაწყისია.
15
ნ თუ მ?
ავტორი:  აგათა კრისტი   "დიდ ბრიტანეთს ტომას და ტაპენს ბერესფორდების სამსახური ისევ დასჭირდა - ამჯერად მათ გაცილებით სახიფათო მისია აქვთ: მეორე მსოფლიო ომია, გერმანია ბრიტანეთის მთავარსარდლობაში თავისი აგენტის ჩანერგვას ცდილობს, მაგრამ ვინ არის ის? ინგლისელმა აგენტმა, რომელმაც ის აღმოაჩინა და ამას შეეწირა კიდეც, სიკვდილის წინ დაშიფრული შეტყობინება დატოვა: ”ნ თუ მ?“ - ორივე გერმანიის აგენტია და თურმე ორივე, ან ერთ-ერთი მაინც, პროვინციული ქალაქის პატარა სასტუმროში ცხოვრობს..."
13.95