santaesperanza
საბავშო ენციკლოპედია
ეს საბავშვო ენციკლოპედია თქვენი შვილის პირველი სერიოზული წიგნი გახდება სამყაროს შემეცნების გზაზე. ბავშვებისთვის გასაგები ენით გადმოცემულ და თემატურად დალაგებულ ყოვლისმომცველ ინფორმაციას თან ერთვის საუცხოო იუმორით შესრულებული ათასამდე ფერადი ილუსტრაცია. ამ წიგნში ნახავთ პასუხებს თქვენი ცნობისმოყვარე შვილის თითქმის ყველა შეკითხვაზე.
19.9
საბალეტო ფეხსაცმელები
ავტორი: ნოელ სტრიტფილდი მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე სერია: ლიბერკიდსი   გინახავთ ფილმი ”თქვენთვის წერილია“? მაშინ აუცილებლად შეამჩნევდით ქეთლინ კელის საყვარელ წიგნს ”Ballet Shoes“. ეს სწორედ ის წიგნია! პაულინი, პეტროვა და პოსი დები არიან, თუმცა მათ მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ბიძია მეთიუმ სამივე განამარხი ნიმუშებივით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეაგროვა და დისშვილის შვილს, სილვიას, საჩუქრად ჩამოუყვანა. გვარი ”ფოსილი“ გოგონებმა თავად აირჩიეს და გადაწყვიტეს, თავიანთი სანიმუშო ცხოვრებით ის ისტორიის წიგნებში შეეტანათ. ამისთვის კი განსხვავებული გზები აირჩიეს. წაიკითხეთ ეს საოცარი წიგნი და იფიქრეთ პეტროვას შეკითხვაზე: ასარჩევად რომ გქონდეთ საქმე, რომელი მათგანის ცხოვრებას აირჩევდით?
12.95
საგზაო წესები
ავტორი: კოტე იანტბელიძე   საგზაო მოძრაობის წესების ყუთი ბავშვებისთვის. 24 სახალისო ბარათი, რითიც ბავშვები შეძლებენ საგზაო მოძრაობის წესების სწავლას მათივე უსაფრთხოებისთვის.ავითარებს შემდეგ უნარებს: სამოქალაქო ცნობიერებას, სოციალურ პასუხისმგებლობას, ლოგიკას და ანალიზის უნარს.
16.95
საგიჟეთი
ავტორი: მედლინ რუ მთარგმნელი: დავით აკრიანი სერია: ლიბერთინსი ეს სახლი ქვით ააშენეს, პირქუში მთებიდან ამოცლილი რუხი ქვით. ეს იყო სახლი მათთვის, ვინც ვერ ზრუნავდა საკუთარ თავზე, ვისაც ხმები ესმოდა, უცნაური აზრები ჰქონდა და უცნაურ რამეებს სჩადიოდა. სახლს ასეთები უნდა შეეფარებინა. ერთხელ აქ მოსულები, აღარასოდეს მიდიოდნენ.  
12.95
საგიჟეთის ამბები
ავტორი: მედლინ რუ სერია: Liberteens   "New York Times-ის ბესტსელერი ”საგიჟეთის ამბები“ კვლავ საგიჟეთის საბედისწერო სამყაროში გიხმობთ და კიდევ ერთხელ გპირდებათ საშიშ ამბავთა ექსტრავაგანტურობით გამოწვეულ განცდებს. ეს სამი ამბავი დააინტერესებს იმ მკითხველსაც, ვინც ”საგიჟეთის“ სამყაროს ჯერ არ იცნობს, ხოლო სერიის თაყვანის- მცემლებს _ ამაღელვებელ სამყაროში ჩაწვდომის ახალ ხერხებს რომ ეძებენ _ დამატებით სიამოვნებას ჰპირდება. სამი ამბავი, სამი იდუმალი სამყარო, სამი გმირის საბედისწერო თავგადასავალი..."
12.95
სად ხარ ლაზარე
ავტორი: ლუკა ბაქანიძე   როცა რუსული გვარი გაქვს და რუსის არაფერი გცხია,თანაკლასელები კი გემტერებიან,თითქოს შენ ბომბავდი მათ მიწას;როცა პირველად დათვრები და ვერც მიხვდები,კატას კუდზე დანას ისე დაუსვამ; გოგო,რომელიც გიყვარს,სულ ტყუილად გგონია პლანეტაზე ყველაზე მაგარი გოგო;როცა უცნობი ქალის გამო,ძლიერ ქარში ზღვის ნაპირას რომ ზის,ტალღებს ეძგერები შენი ნავიანად და როცა კიდევ ბევრი რამ ხდება შენ თავს ისეთი,შენი ბრალი რომ არის და თან არ არის,-მაშინ იწყებ ლაზარეს ძებნას და უხმობ:"სად ხარ,ლაზარე.აღსდექი მკვდრეთით,თორემ დამერხა"
9.95
სადგური 11
ავტორი: ემილი სენტ-ჯონ მანდელი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე სერია: პორტალი   მომაკვდინებელმა ვირუსმა რამდენიმე დღეში გააცამტვერა მსოფლიო... თითქოს დედამიწა გაჩერდა. წარსულს ჩაჰბარდა კომფორტული ცხოვრება, უახლესი ტექნოლოგიები, რომელთაც ერთიანად დაეპყრო ადამიანების გონება. ეს ყველაფერი გაქრა, დარჩნენ სიკვდილს გადარჩენილი უსახლკარო ადამიანები. ზოგმა განსაცდელს ვერ გაუძლო და ადამიანური სახე დაკარგა, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც სულიერი სიწმინდე შეინარჩუნეს და ცდილობენ კაცობრიობის კულტურის ნარჩენები მაინც გადაარჩინონ. თეატრალური დასი „გზის სიმფონია“ სწორედ ასეთი ადამიანებისგან შედგება
22.95
სათაგური და სხვა მოთხრობები (9-10)
ავტორი: ვაჟა-ფშაველა სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილია ვაჟა-ფშაველას რჩეული მოთხრობები. მწერალი მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით გვიხატავს გასულიერებული ბუნების სურათებს, მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს; გადმოსცემს ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების „განცდებს“, ქმნის პერსონაჟთა კოლორიტულ სახეებს… მისი მოთხრობების პერსონაჟ ცხოველებს ადამიანების მსგავსად შეუძლიათ ფიქრი, განსჯა თუ ოცნება. მათთვის „უმაღლესი ადამიანური გრძნობებიც კი უცხო არ არის“. „სათაგური“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ხმელი წიფელი“, „ქუჩი“, `სვავი“, „პაპას მსოფლიო ფიქრები“… უდავოდ უნიკალური ნიმუშებია ქართული კლასიკური პროზისა. თხრობის სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა ადვილი აღსაქმელია მოზარდი მკითხველისათვის, ხოლო ორიგინალური შავ-თეთრი ილუსტრაციები განსაკუთრებულ ელფერს სძენს ვაჟას გმირებს.  
9.9
სათვალიანი ქალი თოფით მანქანაში
ავტორი: სებასტიან ჟაპრიზო სერია: ძალიან მაგარი წიგნები სებასტიან ჟაპრიზო ფსევდონიმია. ჟან-ბატისტ როსი 1931 წელს მარსელში დაიბადა. წერა ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში დაიწყო და მისი წიგნი "ცუდი დასაწყისი" თითქმის ერთდროულად გამოიცა საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში. 22 წლის ასაკში პირველად თარგმნა ფრანგულად - არც მეტი და არც ნაკლები - სელინჯერის "Catcher in the rye". პარალელურად მუშაობდა სარეკლამო სააგენტოში. გარდატეხა 1962 წელს მოხდა, როდესაც გამოვიდა წიგნი "კუპეს მკვლელობები". როსი დარწმუნებული არ იყო წარმატებაში, ამიტომ წიგნი ფსევდონიმით გამოსცა, თავისი სახელის ანაგრამით - ჟაპრიზო. შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. წიგნის მიხედვით კოსტა-გავრასმა ფილმიც გადაიღო. განსაკუთრებით წარმატებული მაინც "სათვალიანი ქალი თოფით მანქანაში" იყო, რომელმაც არაერთი ლიტერატურული პრემია მიიღო და არაერთხელ იქნა ეკრანიზებული. ამ წიგნში მოსალოდნელი არაფერი ხდება. აქ ყველაფერი მოულოდნელია. აქ დამნაშავეს არ ეძებთ. აქ იმასაც კი ვერ ხვდებით, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ხდებოდეს. ეს არის დეტექტივის უმაღლესი ხარისხი, ხელოვნება. ეს არის ლიტერატურა, არეულ-დარეული, ტვინისამრევი, სიუჟეტურად, სტილისტურად, ენობრივადაც კი. ბოლოს ყველაფერი გაირკვევა, დამშვიდდება და დალაგდება.
15.3
ამოწურულია
სათვალის ჩასადები ნინო ჩაკვეტაძეს ნახატით
შეიცავს სათვალის საწმენდს სტანდარტული ზომის სათვალისთვის ზომა: 161*64*34
35
სათვალის ჩასადები ოცხელის ნახატით "მფრინავი მღებავი"
კომპლექტში შედის სათვალის ჩასადები და საწმენდ გამოიყენება სტანდარტული ზომის სათვალისთვის.  ზომა: 161*64*34
35
სათვალის ჩასადები ფიროსმანის ნახატით "გოგონა ბუშტით"
კომპლექტში შედის სათვალის ჩასადები და საწმენდ გამოიყენება სტანდარტული ზომის სათვალისთვის.  ზომა: 161*64*34
35
სათვალის ჩასადები ფიროსმანის ნახატით "მარგარიტა"
კომპლექტში შედის სათვალის ჩასადები და საწმენდ გამოიყენება სტანდარტული ზომის სათვალისთვის.  ზომა: 161*64*34
35
სათვალის ჩასადები ფიროსმანის ნახატით "მეეზოვე"
კომპლექტში შედის სათვალის ჩასადები და საწმენდ გამოიყენება სტანდარტული ზომის სათვალისთვის.  ზომა: 161*64*34
35
სათვალის ჩასადები ფიროსმანის ნახატით "მეთევზე"
კომპლექტში შედის სათვალის ჩასადები და საწმენდ გამოიყენება სტანდარტული ზომის სათვალისთვის.  ზომა: 161*64*34  
35
სათლელი
წინასწარ გადაამოწმეთ სასურველი ფერის ნაშთი "chat" ის გამოყენებით სხვა შემთხვევაში მიიღებთ ერთ-ერთ ფერს ფასში მითითებულია ერთი ცალის ღირებულება
2
საი ბაბა – სასწაულმოქმედი
ავტორი : ჰოვარდ მიორფეტი
8.4
საიდუმლო ბაღი
ავტორი: ფრენსის ჰოდსონ ბერნეტი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „საიდუმლო ბაღი“ საყმაწვილო კლასიკაა, რომელიც პირველად 1911 წელს გამოიცა. მიუხედავად ამისა, მას დღემდე დიდი სიამოვნებით კითხულობენ გოგონებიცა და ბიჭებიც. წიგნის მთავარი გმირი პატარა მერი ლენოქსია. ის მშობლების სიკვდილის შემდეგ საცხოვრებლად ბიძასთან, იორკშირში მდებარე უზარმაზარ სახლში გადადის. ბიძის სახლი იდუმალებითაა მოცული. თითქმის ყველა ოთახის კარი ჩაკეტილია და ღამით გრძელ დერეფნებში უჩვეულო ხმები ისმის. სახლს გარშემო თვალუწვდენელი ტრამალი აკრავს, მახლობლად კი სუროთი დაფარული მაღალი კედლები აღმართულა. სწორედ აქ აღმოაჩენს მერი ჩაკეტილ კარს, რომლის მიღმაც საიდუმლო ბაღი იმალება.    
9.9
საიდუმლო კუნძული
ავტორი: ჟიულ ვერნი მთარგმნელი: ნინო კურდღელაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ჟიულ ვერნის კლასიკად ქცეული, საინტერესო და საოცარი თავგადასავლებით სავსე რომანი „საიდუმლო კუნძული“ მრავალი თაობის მკითხველის უსაყვარლესი საბავშვო წიგნია. შეუძლებელია, გულგრილად წაიკითხო ტყვეობიდან აეროსტატით გამოქცეული, უკაცრიელ კუნძულზე გამორიყული მამაცი ინჟინერი სმიტისა და მისი ოთხი მეგობრის ამაღელვებელი ამბავი.
12.9
საიდუმლო კუნძული
მთარგმნელი: ნიკო კურდღელაშვილი სერია: იკითხე კლასიკა     მე-19 საუკუნის 30-იანი წლები.ამერიკაში რევოლუცია მძვინვარებს.კონფედერატების ტყვე,ინჟინერი სმიტი, მეგობრებთან ერთად,დირიჟაბლით გაქცევას გადაწყვეტს,მაგრამ ძლიერი ქარი მათ საჰაერო ხომალდს გაიტაცებს და ისინი უკაცრიელ კუნძულზე აღოჩნდებიან.კუნძულს თვალუწვდნელი ოკეანე ერტყმის და ყოფილ ტყვეებს მისი გადალახვის იმედი მალე გადაეწურებათ.როგორ მოქმედებს ადამიანი ექსტრემალურ სიტუაციაში,როგორ შეიძლება განსაცდელს გაუმკლავდე,შენთვისვე მოულოდნელად გადარჩენის საოცარი უნარი გამოავლინო,უქონელი და სუსტი გამდიდრდე...
11.95
საიდუმლო შვიდეული (წიგნი1)
ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: გიორგი რობაქიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
7.9
საიდუმლო შვიდეული: ყოჩაღ, საიდუმლო შვიდეულო! #6
ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე „საიდუმლო შვიდეულს“ წარსული თავგადასავლების შემდეგ უსაქმოდ უწევს ყოფნა. გარდა იმისა, რომ პატარა მაძებრებს გამოსაძიებელი ვერაფერი უნახავთ, ჯეკის უმცროსი და, საძაგელი სუზიც უშლით ნერვებს. თუმცა, მეგობრები გულს არ იტეხენ. ბოლოს და ბოლოს, კოცონის ღამე ახლოვდება და საუკეთესო ფეიერვერკია მოსაწყობი! ერთ დღესაც იდუმალი ამბები მოულოდნელად დაატყდება ბავშვებს თავს, „საიდუმლო შვიდეული“ ახალ თავგადასავალში გადაეშვება და გზად არაერთ სირთულეს წააწყდება. ნეტავ თუ შეძლებენ ბავშვები სირთულეებთან გამკლავებას? ისინი ხომ საუკეთესო საიდუმლო ორგანიზაციის წევრები არიან.
7.9
საიდუმლო შვიდეული: შვიდეული დანაშაულის კვალდაკვალ (წიგნი 4)
ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი:  გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
7.9
საიდუმლო შვიდეული: შვიდეულის მორიგი წარმატება (წიგნი 3)
ავტორი: ენიდ ბლაიტონი მთარგმნელი: მაია წითაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
7.9