santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ჯაჯღანსები ხათაბალაში
    ავტორი: ფილიპ არდა მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სულაკაურის გამომცემლობა ეს სახალისო წიგნი უდარდელი, აუტანელი და.ახირებული ცოლ-ქმრის, ბატონი და ქალბატონი.ჯაჯღანსებისა და მათი პატარა შვილის, უფრო სწორად, სარეცხის.თოკიდან მოპარული და ნაშვილები ბიჭის, სანის სახალისო თავგადასავლებზე.მოგვითხრობს. ფურგონში მცხოვრებ მოხეტიალე ოჯახს ერთ ადგილზე დიდხანს.გაჩერება არ უყვარს, რადგან, როცა კი გაჩერდებიან, მუდამ.ხათაბალაში ეხვევიან. მაგრამ.საქმე ისაა, რომ ჯაჯღანსები არც ამ.ხათაბალების თავიდან ასარიდებლად.იწუხებენ თავს, რის გამოც მათ ამბავი კიდევ.უფრო სასაცილო და თავშესაქცევი ხდება. ჯაჯღანსების გარდა, ეს წიგნი ბევრ უცნაურ და სასაცილო.გმირს გაგაცნობთ. უჟმური ლორდი და უცნაური ლედი ლედი.,,ლა-ლა” დიიდები, ფეხსაცმლის მწმენდავი ბიჭი მიმი, რომელიც.სინამდვილეში გოგოა, ლორდ დიიდზე გადამტერებული.ლარი პატარსი და სხვა პერსონაჟები.ნებისმიერი ასაკის მკითხველს გაახალისებს. ჯაჯღანსების თავგადასავალი ცნობილი ილუსტრატორის, აქსელ შეფლერის.მიერ არის დასურათებული. მისი შესანიშნავი ილუსტრაციები.უკეთ გაგაცნობთ და ძალიან შეგაყვარებთ.ამ წიგნის ყველა გმირს.
    10.9
    ჯეინ ეარი (13-14)
    ავტორი: შარლოტ ბრონტე მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა პატარაობაშივე დაობლებული ჯეინი შეძლებული ბიძის სახლში ცხოვრობს, მაგრამ ულმობელი ბიცოლა და მისი გაზულუქებული შვილები ცუდად ეპყრობიან. გონიერ, შეუპოვარ და დაუმორჩილებელ გოგონას ათი წლის ასაკში მიაბარებენ საქველმოქმედო სასწავლებელში, სადაც ასევე მძიმე ცხოვრება აქვს. სასწავლებლის დასრულების შემდეგ ჯეინი აღმზრდელად მუშაობას იწყებს თორნფილდჰოლში, რომელიც მისტერ როჩესტერს ეკუთვნის და აქედან იწყება მისი სიყვარულის ისტორიაც. თუმცა ფრინველივით თავისუფალი ბუნების ახალგაზრდა ქალს დამოუკიდებელი და ბედნიერი ცხოვრების გზაზე მრავალი სიძნელე აქვს გადასალახი.  „ჯეინ ეარი“ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური რომანია, თავად მთავარი გმირი კი – ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ხასიათის, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ქალი. ნაწარმოები დღემდე იმდენად პოპულარულია, რომ მისი არაერთი ეკრანიზაცია არსებობს. რომანი თავისი უშუალობით, პირდაპირობითა და მასში დასმული, დღემდე აქტუალური, ზოგადსაკაცობრიო საკითხებით, თანამედროვე მკითხველის გულსაც იოლად იპყრობს. 
    14.9
    ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში
    ავტორი: ჯანი როდარი მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „ამ წიგნში ჯელსომინოს თავგადასავალია მოთხრობილი. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე თვითონ მიამბო და სანამ მოყოლას დაამთავრებდა, კინაღამ დავყრუვდი~, – ასე იწყება ყველასათვის საყვარელი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის საოცარი მოთხრობა უცნაურ ბიჭუნაზე, ჯელსომინოზე, რომელსაც „ისეთი ძლიერი ხმა აქვს, მისი ჩურჩულიც კი მშვენივრად ესმით რეაქტიული თვითმფრინავის მგზავრებს, ზღვის დონიდან და თვით ჯელსომინოს თავს ზემოთ ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე რომ დაფრინავენ…~ ჯელსომინო-ბიჭი ცრუთა ქვეყანაში მოხვდება, სადაც ყოფილი მეკობრე გამეფებულა და უბრძანებია, ერთი სიტყვა სიმართლე არავინ გამაგონოთო! აქ კატები ყეფდნენ, ძაღლები კი კნაოდნენ. ამ ქვეყნის გაზეთს „სამაგალითო მატყუარა“ ერქვა, რომელშიც ყველა ახალი ამბავი იწერებოდა, ოღონდ – სულ პირიქით. ერთხელაც აქაურმა ხელმწიფემ სხვა ქვეყნის მეფეს ომი გამოუცხადა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბრძოლის ნაცვლად, საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. რას ვიზამთ, ეს ხომ ცრუთა ქვეყანა იყო!
    11.9
    ჰაიდი
    ავტორი: იოჰანა შპირი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა შვეიცარიელმა მწერალმა იოჰანა შპირიმ 1879 წელს, 52 წლის ასაკში დაწერა ობოლი გოგონას, ჰაიდის თავგადასავალი, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ცნობილი ნაწარმოები გახდა. იგი მრავალ ენაზე ითარგმნა და მალე მსოფლიო მნიშვნელობის საბავშვო ბესტსელერად იქცა. მოსწავლის ბიბლიოთეკა ,,ჰაიდის” სრული ტექსტის პირველ ქართულ თარგმანს გთავაზობთ. პატარა ობოლი გოგონა, ჰაიდი, შვეიცარიის მთებში პაპასთან ერთად ცხოვრობს. მიუხედავად განსხვავებული ხასიათებისა, პაპა და შვილიშვილი მშვენივრად ეწყობიან ერთმანეთს და მეგობრულად ცხოვრობენ. გულკეთილი და მხიარული ჰაიდი მუდამ იმის ცდაშია, დაეხმაროს გარშემომყოფებს, სიყვარული და ბედნიერება აჩუქოს მათ. ისინიც სიყვარულითა და მადლიერებით პასუხობენ გოგონას.
    11.9
    ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე
    ავტორი: ჯ.კ როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    15.9
    ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი
    ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
    15.9
    ჰარი პოტერი და ნახევარ პრინცი
    ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    18.9
    ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი
    ავტორი: ჯ.კ როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    15.9
    ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდერი
    ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობ: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა  
    21.9
    ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა
    ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    13.9
    ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი
    ავტორი: ჯ. კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    17.9
    ფასდაკლება
    ჰარი პოტერის სრული კომპლექტი
    ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდერი ჰარი პოტერი და ნახევარ პრინცი ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩქრები ავტორი. ჯ.კ. როულინგი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    100 124.3
    ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი
    ავტორი: მარკ ტვენი მთარგმნელი: თამარ დიასამიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, მარკ ტვენის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს“, რომელიც მისი ცნობილი რომანის, „ტომ სოიერის თავგადასავლის“ გაგრძელებაა. ჰეკლბერი ფინს ქვრივი დუგლასი შეიფარებს. იქ ყოფნის დროს ჰეკი იძულებულია, თავისი ცხოვრების წესის საპირისპიროდ მოიქცეს: ჭამის წინ ხელები დაიბანოს, სუფთა ლოგინში ჩაწვეს და ა. შ. მას კი ისევ თავის კასრში ურჩევნია ცხოვრება, რადგან არაა შეჩვეული წესრიგსა და სისუფთავეს. ჰეკლბერი ფინს მრავალი ფათერაკი გადახდება თავს, სანამ მასავით თავგადასავლების მაძიებელ ტომ სოიერს არ შეხვდება. ეს ორი ავანტიურისტი ბიჭუნა ცდილობს, გაერიდოს ცივილიზებულ სამყაროს და ცხოვრება საინტერესო ისტორიებით გაამდიდროს.
    10.9