santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ქართული მითიური გმირები და მათი სამყარო (რუსულად)
       
    49.95
    ქართული მოთხრობის ანთოლოთია II ტომი
    შემდგენელი დიანა ანფიმიადი წიგნში თავმოყრილ ნაწარმოებებს ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამ განასხვავებს: დაწერის დრო, თემატიკა, პერსონაჟები, ამბის მოყოლის თავისებურება, ლიტერატურული ენა. უფლისწულის აღზრდისა თუ ცელქი მოსწავლის გაკვეთილების, კეთილი ექიმისა თუ დაკარგული ბავშვობის, მცენარეებისა თუ ცხოველების მხიარული თუ სევდიანი თავგადასავლების მიღმა იმ მთავარ სათქმელსაც იპოვი, რაც ლიტერატურას და განსაკუთრებით, საბავშვო ლიტერატურას უნდა ჰქონდეს – ადამიანის უპირობო და მარადიული სიყვარული. ამ წიგნში ბევრი სიყვარულია, რომელსაც სულ სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის ქართველი მწერლები გიხსნიან შენ – მარადიულ ბავშვს და ყველაზე საყვარელ მკითხველს. ყდა: მაგარი
    15.9
    ქართული საბავშვო ლექსების ანთოლოგია
    შემდგენელი დიანა ანფიმიადი პოეზია ბავშვების გულისკენ მისასვლელი ყველაზე საყვარელი ენაა. ამ წიგნში ქართული პოეზიის ნაწილი შევკრიბეთ, რომელიც თავის პატარა მკითხველებს ელის. აქ ცნობილი საბავშვო ლექსების გარდა, ზოგიერთი “საუფროსო” ლექსიცაა, რომელიც ბავშვებისთვის ისეთივე გასაგები და საყვარელია, როგორც დიდებისთვის. ხალხური პოეზია, ამირანის ეპოსი, “ვეფხისტყაოსანი”… ნახეთ, როგორ გრძელდება ქართული პოეზიის გზა, ამოარჩიეთ თქვენი საყვარელი ლექსი.
    15.9
    ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია I ტომი
    შემდგენელი ლია ლიქოკელი ამ წიგნში თავმოყრილია სამი საუკუნის  გამორჩეული მოთხრობები. სულხან-საბა ორბელიანიდან დღემდე, იგავებიდან ნოველებამდე, ჯადოსნური სამყაროდან ყოველდღიურ, რეალისტურ ყოფამდე, ეს ტექსტები ყოველ ეპოქაში ასახავდა ძირითად ადამიანურ ფასეულობებს – სიყვარულს, მეგობრობას, ერთგულებას და თავისუფლებისკენ სწრაფვას.    
    15.9
    ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია III ტომი
    შემდგენელი დიანა ანფიმიადი ვაგრძელებთ მოგზაურობას ქართული საბავშვო ლიტერატურის მრავალფეროვან სამყაროში. განსხვავებული დრო და სივრცე, მსოფლმხედველობა და კონცეფცია, ჟანრი თუ ფორმა… ამ წიგნში მრავალ ავტორსა და პერსონაჟს შეხვდებით. წაიკითხავთ ლიტერატურულ თუ ხალხურ ზღაპარს, რეალურ და ფანტასტიკურ ამბებს, სოფელს, ქალაქს და დროში მოგზაურობასაც კი. ეს წიგნი კიდევ ერთი, ახალი საკითხავია ბავშვებისთვის, სადაც მათ ბევრი საინტერესო ამბავი დახვდებათ.
    15.9
    ქართული ხალხური ზღაპრები
    ქართული ხალხური ზღაპრების ეს მშვენიერი კრებული ჯადოსნური სამყაროს კარს გაგიხსნის და დაუვიწყარი თავგადასავლებითა და შთაბეჭდილებებით სავსე სამყაროში გიმეგზურებს. ამ წიგნიდან გაიგებ, როგორ ახერხებენ გამჭრიახი გმირები გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევას; როგორ ამარცხებენ მოხერხებულობით უძლეველ, ცხრათავიან დევებს; როგორ ეხმარებიან სუსტებსა და დაჩაგრულებს და როგორ ამკვიდრებენ ქვეყანაზე სიკეთეს, ერთგულებას, სიყვარულს...
    24.95
    ქართული ხალხური ზღაპრები
     წიგნში შესულია: სიზმარა, მზის ასული, ხელმწიფის დედა;ადიხანჯალა;საზღაური;მამასახლისი და გლეხის ბიჭი;ჯერ არ თქმული სიმართლე; სამი ად;ეშმაკის ლაგამი;ბედის მაძებარი;კოპალა;დიაკვანი და ყვავი;დედა ღორი და მგელი;ზარმაცი კაცი; და ა.შ.
    22.95
    ქარის მოყოლილი ზღაპრები
    ავტორი: ვასო გულეური გაინტერესებს, როგორ გაჩნდა ქარი? ან თეთრი ყვავის შესახებ თუ გსმენია? ალბათ, არც კაკლის ხის ზღაპარი იცი და არც ის ტრამვაი, პატარა ლამაზ გოგონას გულის ფანცქალით რომ ელოდებოდა ხოლმე. ვასილ გულეურის ეს მშვენიერი წიგნი სწორედ ასეთი ამბებით არის სავსე. თითოეული მათგანი დაუვიწყარი და ძალიან საყვარელია. წაიკითხე. აუცილებლად მოგეწონება და გული სითბოთი და სიყვარულით აგევსება.
    15.95
    ქაცუნა და ბაცუნა
    ავტორი: ქეტევან მეზურნიშვილი     "ქაცუნა და ბაცუნა პატარა ზღარბები არიან. ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები ჰყავთ და ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ბედნიერად და მხიარულად ატარებდნენ დროს. მაგრამ ისინი სულ ჩხუბობენ, თანაც - ყველაფერზე. უცნაური ამბავია, არა? ყველა სათამაშო ორ-ორი აქვთ, აიწონა-დაიწონას ორი ბოლო აქვს… ისინი კი მაინც ვერ იყოფენ. მოკლედ, ჩხუბისთვის საბაბის მოფიქრების დიდოსტატები არიან. მაგრამ ასე გაგრძელება ხომ არ შეიძლება? რაღაც უნდა მოხდეს, არა? ეს ფერად-ფერადი წიგნი პატარა ზღარბების საუკეთესო აღმოჩენის შესახებ გიამბობს. წაიკითხე და ნახავ, როგორ იცვლება და რა მშვენიერია ცხოვრება იქ, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა და სიყვარული მეფობს."
    14.95
    ქრისტინე და სხვა მოთხრობები
    ავტორი: ეგნატე ნინოშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „სიცოცხლე ხანმოკლე, ხანგრძლივად ნაყოფიერი“ – ასეთი მოკლე პოეტური ფრაზით შეაფასა აკაკი წერეთელმა მე-19 საუკუნის გამოჩენილი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ნინოშვილის შემოქმედებას ასევე მაღალ შეფასებას აძლევდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა იმ დროის თითქმის ყველა ცნობილ პერიოდულ გამოცემაში. ამ კრებულში შეტანილია ეგნატე ნინოშვილის ცნობილი ნაწარმოებები: „პალიასტომის ტბა“, „გოგია უიშვილი“, „განკარგულება“, „ქრისტინე“ და სხვები. მწერალმა ამ მოთხრობებში გლეხთა უნუგეშო ყოფა, უკიდურესი სიდუხჭირე, სახელმწიფო მოხელეთა ძალმომრეობა და თავგასულობა ასახა.
    8.9
    ღამის სიტყვების წიგნი
      ასაკი: 2+ როტრაუტ სუზან ბერნერის ილუსტრაციებით დეტალიზებულ, ფერად ილუსტრაციებზე პატარა ფიგურების პოვნა, არც ისე მარტივი, მაგრამ ძალიან სახალისო თავსატეხია, რომლითაც პატარები სიამოვნებით გაერთობიან. წიგნში მოცემულ 100-ზე მეტ ფიგურას თავისი სახელი აქვს მიწერილი, რაც ბავშვებს სიტყვების შესწავლას გაუადვილებს, ნახატების პოვნა კი ყურადღების კონცენტრაციის, დაკვირვებულობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარებს განვითარებაში დაეხმარება.
    16.9
    ღმერთო, აქ ხარ? მე ვარ, მარგარეტი
    მთარგმნელი: ნინო ჩაკვეტაძე ავტორი: ჯუდი ბლუმი     „ღმერთო, აქ ხარ? მე ვარ, მარგარეტი. დღეს სხვაგან გადავდივართ. იცი, როგორ მეშინია?! სხვაგან არასდროს მიცხოვრია. ახალი სკოლა რომ არ მომეწონოს? ან პირიქით, მე რომ არავის მოვეწონო? გთხოვ, ღმერთო, დამეხმარე, რა. ისე ქენი, რომ ნიუ-ჯერსი მთლად საშინელებაც არ იყოს. გმადლობ.“ ასე იწყება ჯუდი ბლუმის საკულტო წიგნი, რომელშიც გამორჩეულად საყვარელ გოგონას, მარგარეტ საიმონს გაიცნობთ. სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მარგარეტს დიდი მოულოდნელობა ატყდება თავს – მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსიში გადადის. რაც იმას ნიშნავს, რომ მას ახალ სკოლასა და მეგობრებთან შეგუება მოუწევს, ეს კი არც ისე ადვილია, როცა თითქმის თორმეტი წლის ხარ. ეს მხიარული, სიკეთით სავსე წიგნი ნებისმიერი ასაკის მკითხველს მოხიბლავს და აუცილებლად მოჰგვრის ღიმილს.
    11.9
    ყაჩაღის ასული რონია
    ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   რონია მამაცი და უშიშარი გოგოა და ეს არცაა გასაკვირი, ის ხომ ძლევამოსილი ყაჩაღის – მატისის ასულია, თანაც ჭექა-ქუხილის ღამეს დაიბადა; სწორედ იმ ღამეს, როცა მეხმა ორად გააპო მატისის ციხე და მთლიანად შეცვალა ყაჩაღთა ბელადისა და მისი 12 ყაჩაღის ცხოვრება. სწორედ იმ ღამეს მატისის მოსისხლე მტერს, ბორკასაც შეეძინა ვაჟი – ბირკი… ალბათ უკვე ხვდები, რომ ეს წიგნი რონიასა და ბირკის უჩვეულო, ამაღელვებელ და უანგარო მეგობრობაზე მოგვითხრობს. ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის, არაჩვეულებრივ ზღაპარში მეგობრობის ძალას ნამდვილად შეუძლია მთავარ პერსონაჟებს დააძლევინოს ყველა წინაღობა თუ ფათერაკი და ჩიბუხის კვამლს გააყოლოს ბოროტება.
    10.9
    ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს
    ავტორი: სტიუარტ ფოსტერი მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე სერია: ლიბერკიდსი   ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი უფროსი ძმა შინიდან წავიდა... თუ წაიყვანეს?.. დენი გაღიზიანებულია, ჯავრს კი ყველაზე სუსტსა და დაუცველზე იყრის. მას ალექსი ჰქვია. ალექსიც რთულ მდგომარეობაშია. მწვავე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა აქვს, რის გამოც სახლიდან გასვლის ეშინია. მით უმეტეს, როცა სკოლაში დენი და მისი აგრესიული ბანდა ელოდება... ერთ დღესაც დედები ბიჭებს სკოლის გარეთ დაუგეგმავენ შეხვედრას ალექსი დენს უნდა დაეხმაროს ტივის აგებაში. ეს სამყაროს დასასრულის ტოლფასია ორივესთვის! მაგრამ ხომ შეიძლება ეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამბავი დიდი მეგობრობის დასაწყისი გახდეს?
    12.95
    ყველაფერი ყირამალა
    ავტორი: დონალდ ბისეტი მთარგმნელი:რევაზ ინანიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ინგლისელი მწერალი და მსახიობი დონალდ ბისეტი მეტად ორიგინალურ, უცნაურობებით სავსე მოთხრობებს წერდა ბავშვებისთვის. მისი საბავშვო ნაწარმოებები 16 ენაზეა ნათარგმნი. მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში, რომელსაც სათაურად ბისეტის ერთ-ერთი საყვარელი ზღაპრის სახელწოდება აქვს, მრავალ საინტერესო და უცნაურ არსებას შეხვდებით. მაგალითად, გაიცნობთ კუ როზალინდას, რომელიც საუცხოოდ მღერის, ხალიჩის ქვეშ მცხოვრებ განუყრელ მეგობრებს – ცხენსა და ვეფხვს, თუთიყუშ ერნის, რომელსაც წითელა დაემართა, პატარა ავტობუსს, სიბნელისა რომ ეშინია; შეიტყობთ, როგორ მოსწყდა ადგილს სადგური ვატერლოო და ჩაის დასალევად გაეშურა, როგორ იხილა ბურუსმა სამხედრო აღლუმი… და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენ საოცარ გმირსა თუ გაუგონარ მოვლენას წააწყდებით.
    8.9
    ყველაფერი ყირამალა (7-8)
    ავტორი: დონალდ ბისეტი მთარგმნელი: რევაზ ინანიშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ყვითელი კოდალას ორდენი (7-9) წელი
    ავტორი: მონტერუ ლობატუ მტარგმნელი: ელენე ჭავჭავაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა   “ყვითელი კოდალას ორდენი” საკულტო საბავშვო ნაწარმოებია. მისი ავტორი ბრაზილიელი მწერალი, მონტეირუ ლობატუა. ის პატარა მკითხველს დაუჯერებელ ისტორიებს უყვება. ამასთან ერთად, წიგნი წარმოსახვის გავარჯიშების საუკეთესო საშუალებაცაა. ბავშვობაში ვის არ უოცნებია მოლაპარაკე თოჯინასთან ერთად ზღვის ფსკერზე მოგზაურობაზე. ვის არ უფიქრია ზღაპრული სამყაროს ბინადრებთან შეხვედრაზე. ვის არ გაუტარებია მთელი ზაფხული თანატოლებთან ერთად თავგადასავლებით სავსე ისტორიების მოყოლაში. სწორედ ასე ატარებენ ზაფხულის არდადეგებს ყვითელი კოდალას სახლის ბინადარი ცხვირპაჭუა და პედრინიო. მათ ამბავს ულამაზესი თოჯინა ემილია გვიყვება. ის მთელ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გონიერი და საუკეთესო იდეების ავტორია.
    14.9
    ყოჩაღი ბაჭია ტიმი
    რა უნდა ქნა, როცა ძალიან გინდა მოგზაურობა, მშობლები კი უარს ამბობენ? ან, როცა ავად ხარ, დედა საწოლიდან ადგომის ნებას არ გაძლევს, შენი მეგობრები კი მდინარეზე სათამაშოდ გეპატიჟებიან? როცა მშობლები შინ არ არიან, გარეთ კი უკვე ღამეა? ან ტყეში გზა აგებნა და უმცროს დაიკოს შენზე მეტად ეშინია? ბაჭია ტიმი ყოველთვის პოულობს საუკეთესო გამოსავალს. ის ყოჩაღი ბაჭიას სახელსაც იმსახურებს მშობლებისა და და-ძმებისაგან.
    19.9
    შავი ისარი
    ავტორი: რობერტ ლუის სტივენსონი მთარგმნელი: ალექსანდრე გამყრელიძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა რობერტ ლუის სტივენსონის ისტორიული რომანი „შავი ისარი“ პირველად 1888 წელს გამოქვეყნდა მოთხრობების სერიაში „ტანსტოლის ტყის მოთხრობები“. ნაწარმოების მოქმედება ინგლისში, წითელი და თეთრი ვარდების ომის პერიოდში მიმდინარეობს, მისი მთავარი გმირი, ახალგაზრდა რიჩარდ (დიკ) შელტონი კი მამამისის მკვლელობის ამბავს იძიებს. შავ ისარს შელტონი მკვლელის კვალზე გაჰყავს, საბოლოოდ კი შავი ისრის ყაჩაღებს უერთდება და ომის მონაწილე ხდება.
    8.9
    შარლ პერო-ოქროს კოლექცია
    ავტორი: პერო შარლ   ეს მშვენიერი, საუცხოოდ ილუსტრირებული წიგნი, ყველასთვის საყვარელი და დაუვიწყარი პერსონაჟებით, პატარებს შარლ პეროს უკვდავ და განსაცვიფრებელ ზღაპრებში ამოგზაურებს.
    24.95
    შარლოტის ქსელი
    ავტორი: ე. ბ. უაითი მთარგმნელები: ციცო ხოცუაშვილი, ბექა არაბული სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „შარლოტის ქსელი“ ჯადოსნური სამყაროა, რომლის ნაწილიც პატარა გოგონა, სახელად ფერნი ხდება. ის დიდ დროს ატარებს გოჭ უილბურთან და მის მეგობრებთან, რომლებიც ბოსელში ცხოვრობენ. უილბურს ობობა შარლოტი შოკისმომგვრელ ამბავს ამცნობს: თურმე გოჭის სიცოცხლე საფრთხეშია – მალე ვიღაცის თეფშზე ბეკონად ამოჰყოფს თავს. შარლოტი გეგმას შეიმუშავებს, თუ როგორ იხსნას სიკვდილისგან უილბური. ამ გეგმის განხორციელებაში მას ბოსლის ერთ-ერთი ბინადარი, ვირთხა ტემპლტონი ეხმარება.
    9.9
    შეიჭყიტე ზოოპარკში
    ქართული ტექსტი: ნინო ილაშვილი გარეული ცხოველებისა და მათი ნაშიერების გასაცნობად შეიჭყიტე ზოოპარკში. ამაში „ფანჯრებში“ ამოჭრილი ნახატები დაგეხმარება.
    9.9
    შეიჭყიტე ფერმაში
    ქართული ტექსტი: ნინო ილაშვილი შინაური ცხოველებისა და მათი ნაშიერების გასაცნობად შეიჭყიტე ფერმაში. ამაში „ფანჯრებში“ ამოჭრილი ნახატები დაგეხმარება.
    9.9
    შეკრება და გამოკლება (დაწერე და წაშალე)
    გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა ეს წიგნი ბავშვებს დაეხმარება იმაში, რომ შეკრება და გამოკლება ოცის ფარგლებში მარტივად და ხალისით ისწავლონ. წიგნი გაყოფილია ორ ნაწილად: ერთი ნაწილი მთლიანად ეთმობა შეკრებას, მეორე – გამოკლებას. გვერდები ილუსტრირებულია და ნახატებით დაწერილი სავარჯიშოების ამოხსნა უფრო საინტერესო იქნება ბავშვებისთვის.   წიგნს ასევე მოყვება ფლომასტერი, რომელიც მარტივად იშლება და ბავშვებს ამ წიგნის გამოყენება მრავალჯერადად შეეძლებათ.   
    9.9