santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • წინაპართა ძახილი
    ავტორი: ჯეკ ლონდონი მთარგმნელი: ლია ელიოზიშვილი სერია: იკითხე კლასიკა ჯეკ ლონდონის სათავგადასავლო რომანი „წინაპართა ძახილი" ავტორის ადრეული ნაწარმოებების რიცხვს მიეკუთვნება. ლონდონმა წელიწადზე მეტი გაატარა იუკონის ტერიტორიაზე და შეაგროვა მასალები ამ წიგნისათვის. რომანი თავდაპირველად 1903 წლის ზაფხულში გამოვიდა სერიებად ჟურნალ The Saturday Evening Post-ში, ერთი თვის შემდეგ კკი ის წიგნად გადაკეთდა. წიგნის მთავარი პერსონაჟი ძაღლია - ბეკი, რომესაც ადამიანები, სხვა ძაღლები და ბუნებაც კი სასტიკად ეპყრობა. ნოველა მოგვითხრობს ბეკის ბრძოლას გადარჩენისათვის.
    8.95
    წმინდა ზმანებათა ძიება შეშლილ პეტერბურგში
    ავტორი: ჰოტაკაინენი კარი   მოზარდობის პერიოდი ძნელია. მოწიფულ ადამიანად ჩამოყოლიბებაც ძნელია. ძნელია, როცა მოწიფულობიდან სიბერეში გადააბიჯებ. ძნელია, როცა ბერდები. მამობა ძნელია. ძნელია ათეისტობა. ძნელია ქრისტიანობა. ჰელსინკში ცხოვრება ძნელია. ძნელია სანტ-პეტერბურგშის მონახულება. ფინელობა ძნელი საქმეა. მითუმეტეს, როდესაც ძალიან სასაცილო და დაუჯერებელი რამეები ხდება. ეს არის მომხიბლავი ამბავი ამ ყველაფერზე. ეს არის უდიდესი ტრაგიკომედია ტოლერანტობაზე, სიყვარულზე, სექსზე. საავადმყოფოზე და თაობათა კონფლიქტზე.
    9.9
    წმინდა წყვდიადი
    ავტორი: ლევან ბერძენიშვილი   „ბევრი რამ გადამხდენია, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე დაპატიმრების ოთხწლიან მოლოდინსა და თავისუფლების სამწლიან აღკვეთას მოუხდენია. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ საკმარისია, ვინმე გავიცნო, ქართველი იქნება ეს თუ უცხოელი, აუცილებლად ავუხსნი, რომ ოდესღაც პოლიტიკური პატიმარი ვიყავი.“
    14.9
    წუთით კოსმოსში
    ავტორი: ანუკი შატაკიშვილი   სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი   "წუთით კოსმოსში"-რომანის პერსონაჟები ჯერ კიდევ შორეულ ბავშვობაში იცნობდნენ ერთმანეთს, მერე მათი გზები გაიყარა და თითოეულს საკმაოდ მძიმე ცხოვრება არგუნა ბედმა.  ოცნებები და მიზნები დროსთან ერთად, ეპოქის შესატყვისად იცვლებიან. მთვარეზე გაფრენაა ნაწარმოების მთავარი გმირების- ლალუნასა და ჰალეის-ბავშვობის დროინდელი სურვილი, რომელიც მშობლებისაგან ესტაფეტად გადმოეცათ.  მაგრამ კოსმოსისაკენ მიმავალი გზა დიდი საიდუმლოებებით, ხიფათებითა და დაბრკოლებებითაა სავსე. როგორ გაუმკლავდება შეყვარებული წყვილი ამ დაბრკოლებებს? რა არის ის, რის წყალობითაც მთვარეზე გაფრენაც კი შესაძლებელი ხდება? 
    12.95
    წყალზე მროკავი
    ავტორი: თა-ნაჰასი ქოუთსი მთარგმნელი: გიორგი ხარაიშვილი სერია: წლის ბესტსელერი რა ელოდება ჰაირამ უოკერს - დედით შავკანიან მონას, მამით კი თეთრკანიანსა და ვირჯიინის უმდიდრესი არისტოკრატული გვარის წარმომადგენელს? როცა ჰაირამი მონობას ვეღარ უძლებს, სწორედ მაშინ გამოჩნდება გადარჩენის გზა - ფანტასტიკური, სახიფათო, დაუჯერებელიც კი, მაგრამ თავისუფლების ბოლო შანსი სხვანაირი ვერც იქნება! მონობიდან გაქცევის აუცილებელი პირობაა წყალი, ხიდი, ნისლი და... როკვა, სწორედაც ზანგური როკვა! და ჰაირამიც იწყებს... გინდათ, იხილოთ, როგორ როკავს შავკანიანი ამერიკა თავისუფლებისთვის? მაშინ წაიკითხეთ ეს წიგნი.    
    16.95
    წყალში
    ავტორი: პოლა ჰოკინსი ინგლისის პატარა ქალაქ ბედფორდის მდინარე არაერთ საიდუმლოს მალავს. მასში უამრავი ქალი დაიხრჩო - ზოგმა თავი მოიკლა, ზოგიც ცხოვრებისეულ გარემოებებს ემსხვერპლა. ამიტომაც უწოდეს მას “სიკვდილის ტბორი”.   "სიკვდილის ტბორში” ჯერ 15 წლის ქეითი გადახტა, შემდეგ კი მისი მეგობრის დედა დენიელ ებოტი… მაგრამ გადახტა თუ გადააგდეს? - ამის ახსნა მოუწევთ დენიელის დასა და დეტექტივებს და იქნებ საიდუმლოსაც აეხადოს ფარდა?! ამ პროვინციული ქალაქის მხოლოდ რამდენიმე მკვიდრმა იცის, რა მოხდა წლების წინ ...                           
    14
    ჭამე, ილოცე, შეიყვარე
    ავტორი: ჯილბერტი ელიზაბეტ   "ჭამე, ილოცე, შეიყვარე" ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავს ნებაზე მიუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალ გზას დაანახვებს სიმშვიდისკენ და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.
    12.95
    ჭაობი
    ავტორი: არნალდურ ინდრიდასონი სერია:TOP თრილერი მთარგმნელი: ანტონ სინატაშვილი რეიკიავიკის პოლიცია ხნიერი მამაკაცის გვამს პოულობს. მამაკაცი მოკლულია მისივე ბინაში, მაგრამ მტკიცებულებები არ ჩანს, გარდა სამსიტყვიანი ბარათისა - ,,მე ის ვარ". გამოცდილი დეტექტივ-ინსპექტორი ერლენდურ სვეინსონი ხვდება, რომ ამ დანაშაულის უკან ვიღაცის ტრაგედია იმალება და ნაბიჯ-ნაბიჯ, თითქოს ნატეხებით აწყობს შემზარავი საიდუმლოს მოზაიკას... საქმის ძიებისას ინსპექტორი ერლენდური სხნის საიდუმლოებებსაც, რომლებიც ბევრად მეტია, ვიდრე ერთი მოხუცის მკვლელობა...
    11.95
    ჭერი ასწიეთ, დურგლებო და სიმორი-შესავალი
    ავტორი: ჯერომ სელინჯერი მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე, ლელა დუმბაძე წიგნი პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ”ჭერი ასწიეთ, დურგლებო” და ”სიმორი, შესავალი” მჭიდრო კავშირშია სელინჯერის სხვა ორ წიგნთან:”ცხრა მოთხრობასა” და ”ფრენი და ზუისთან”. ”ჭერი ასწიეთ, დურგლებო” პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს მის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის.
    13.95
    ჭვავით სავსე ჯიბე
    ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე რომანში,რომელშიც ბიზნესმენისა და ფინანსური მაგნატის საიდუმლოებით მოცული სიკვდილია აღწერილი,მის მარპლს ერთობ უჩვეულო ბოროტმოქმედების გამოძიება უწევს.ფინანსური იმპერიის მეფე,რექს ფორტესქიუ თავის ბუღალტერიაში ჩაის წრუპავდა,როდესაც უეცრად ცუდად გახდა და ტანჯვით აღმოხდა სული.მოგვიანებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,გარდაცვლილის ჯიბეებში რაღაც მარცვლეული იპოვეს.დანაშაულის დამადასტურებელი სხვა რამე სამხილი ადგილზე ვერ აღმოაჩინეს...
    11.95
    ჭირის მეგობარი
    ავტორი: ლუკა ხატიაშვილი   „ჭირის მეგობარი“ ლუკა ხატიაშვილის სადებიუტო წიგნია. მასში თავმოყრილი მოთხრობების მთავარი გმირები  ავად გვიყვებიან საკუთარ თავზე – ლაღად, მარტივად, გულწრფელად და იუმორით. ისინი ერთმანეთს განსაკუთრებული თვითირონიით ჰგვანან. შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი ურთიერთობებზეა, იმაზე, თუ როგორ გვჭირდება გვერდით ჩვენი ლხინისა და ჭირის გამზიარებელი ადამიანები. პერსონაჟები გვიყვებიან თავიანთ, თითქოს, არაფრით გამორჩეულ ცხოვრებაზე, წარუმატებლობებზე, ოცნებებზე, მარტოობაზე...   ერთ-ერთი მოთხრობა „ეძღვნება შრედინგერს, უფრო სწორად, მის კატას“. გამომძიებელი გიგო არსენიშვილი ოცდაოთხი წლის ფიზიკოსის, ტელემაქეს, გაუჩინარების საქმეს იძიებს. ამ საქმის მსგავსად, კრებულში მოთხრობილი თითოეული ამბავი დეტექტივივითაა და ზუსტად არ იცი, რა დაგხვდება ბოლოს.
    16.95
    ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები
    ავტორი: ქევსერ რუჰი (ქეთი ხანთაძე)     „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“ ჩიტების გადაულახავ საზღვრებს კვეთს. „გაღმა მხარეზე“ დანატრებული ადამიანების, სევდისა და სიხარულის, სიმწრისა და ბედნიერების, ქორწილებისა და დაკრძალვების შეხვედრის ადგილია ეს მოთხრობები... თურქეთის მიწაზე დაბადებული მწერალი ქართველობას გულით ატარებს და მონატრების სევდა სულ თან ახლავს.    ქევსერ რუჰი პროზასა და პოეზიას შორის ძალიან ვიწრო ხიდზე გადის. ქევსერის პოეტურობაში ხანდახან იგრძნობა უფსკრულისაკენ დამზიდველი ძალა. დიახ, ის თავბრუს გვახვევს, საშიშია, მაგრამ ამავე დროს მშვენიერი“ (სადიქ ასლანქარა – გაზეთი „რესპუბლიკა“).   პირველი წიგნით „ქარვის ქალები“ ქევსერ რუჰმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით დაიმკვიდრა ადგილი ნოველისტებს შორის. „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“ – ამ სახელწოდების წიგნში კი ადამიანებისა და ბუნების დახასიათების საოცარი, ორიგინალური სიმბოლოები გამოიყენა.   წიგნი გამოიცა ერგუნ ათაბაიას (გურამ ქოქოლაძე) მხარდაჭერით.
    6
    ხაზართა ზღვის ნაპირებზე
    მთარგმნელი: ქეთევან ყანჩაშვილი   იასმინა მიხაილოვიჩი – მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი, სამოგზაურო პროზის რამდენიმე წიგნის, ნარკვევებისა და რომანის ავტორია. გამოქვეყნებული აქვს მილორად პავიჩის პროზის კვლევა სხეულისა და სულის არაკი (1992); ორი ამბავი კოტორზე (მ. პავიჩის თანაავტორობით, 1998); კერძო კოლექცია (2000, ოთხჯერ გამოიცა); ერთი სიყვარულის ორი ამბავი (მ. პავიჩის თანაავტორობით, 2004); მოგზაურის ალბომი (2006); და რომანი პარიზული კოცნა (2007).   მკითხველს უჩვეულო ავტობიოგრაფია ელის. ეგზოტიკურ აზერბაიჯანში მოგზაურობისა და კერძო-საჯარო მოგონებების აღწერის ფონზე ავტორი გვიამბობს ორი სერბი მწერლის სიყვარულზე, რომლებიც სიკვდილმაც კი ვერ დააშორა.   იასმინა მიხაილოვიჩის ხაზართა ზღვის ნაპირებზე – დახვეწილი და მელანქოლიური რომანი მკითხველს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შთაბეჭდილებებს უზიარებს, განმარტავს, რატომ ეწოდება კასპიის ზღვას „ხაზართა ზღვა“ და მოუთხრობს ორი კონტინენტის გასაყარზე მომხდარ გასაოცარ ამბებს.   ოთხი პროზაული ნაწილი, რომლებისგანაც ეს წიგნი შედგება, ავტორმა სწორედ იმ ორიგინალური და უჩვეულო ლიტერატურული ხერხების დაცვით განალაგა, რომლებსაც მილორად პავიჩი ასე ხშირად მიმართავდა თავის ნაწარმოებებში, თავისი და პავიჩის ორი განცალკევებული წიგნი ოსტატურად ჩააქსოვა ერთმანეთში და ერთ ჰარმონიულ კოლაჟად აქცია, ამიტომ მთელი წიგნი ერთი მთლიანი ორგანიზმივით, ერთი ამოსუნთქვით იკითხება
    14
    ხანძარი სახლში
    ავტორი: კამილა შამზი სერია: წლის ბესტსელერი "ისმა თავისუფალია. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოვლას თავისი სურვილებისა და ოცნების მრავალი წელი შეალია. ახლა ორივე ზრდასრულია და ისმას შეუძლია სწავლა გააგრძელოს ამერიკაში... მაგრამ მაინც არ ასვენებს ფიქრი ანიკაზე, თავის ლამაზსა და ჯიუტ დაზე, და პარვიზზე, ჯიჰადი მამის საქმის გაგრძელებაზე მეოცნებე ძმაზე, ერთ დღესაც რომ გაუჩინარდა. მერე დების ცხოვრებაში გამოჩნდება ეიმონი _ გავლენიანი მინისტრის ვაჟი, რომელიც მამის თანამდებობასა და მის ავტორიტეტს ქვეყანაში, ასე თუ ისე, ანგარიშს უწევს.... უწევდა... ანიკასთან შეხვედრამდე. მამის მინისტრობა მისთვის საყვარელ ქალთან ბედნიერების შანსი გახდა. დიდ ბრიტანეთში ორი ოჯახის ბედი დამანგრევლად იკვეთება და იბადება კითხვა: სიყვარულისთვის რამხელა მსხვერპლის გაღება შეგვიძლია?!"
    14.95
    ხაფანგი-22 (1)
    ავტორი:ჯოზეფ ჰელერი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: ომებსა და ადამიანებზე   ჯოზეფ ჰელერის ამ რომანს თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის უკვდავ ნაწარმოებს უწოდებენ. "ხაფანგი-22" ანტიმილიტარისტული ნაწარმოებია და მეორე მსოფლიო ომში ერთი ამერიკული საავიაციო ნაწილის აბსურდით სავსე სინამდვილეს აღწერს - აქ ყველაფერი მოჩვენებითია: საბრძოლო დავალებების შესრულება, პატრიოტიზმი, პასუხისმგებლობა, თვით ცოცხალი, საღ-სალამათი ადამიანის არსებობაც კი ეჭვქვეშ დგება. ჰელერი უდავოდ გროტესკის ოსტატია, ხოლო ზოგიერთი ეპიზოდი - მსოფლიო იუმორისტიკის შედევრი. როგორც კრიტიკოსები წერდნენ, "ხაფანგი-22" სამხედრო ბიუროკრატიის საბრალდებო ოქმად იქცა. ამიტომაც არის ის დღემდე სამხედროების ერთ-ერთი საყვარელი წიგნი.
    16
    ხაფანგი-22 (2)
    ავტორი: ჯოზეფ ჰელერი მთარგმნელი: გია ბერაძე სერია: ომებსა და ადამიანებზე ჯოზეფ ჰელერის ამ რომანს თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის უკვდავ ნაწარმოებს უწოდებენ. "ხაფანგი-22" ანტიმილიტარისტული ნაწარმოებია და მეორე მსოფლიო ომში ერთი ამერიკული საავიაციო ნაწილის აბსურდით სავსე სინამდვილეს აღწერს - აქ ყველაფერი მოჩვენებითია: საბრძოლო დავალებების შესრულება, პატრიოტიზმი, პასუხისმგებლობა, თვით ცოცხალი, საღ-სალამათი ადამიანის არსებობაც კი ეჭვქვეშ დგება. ჰელერი უდავოდ გროტესკის ოსტატია, ხოლო ზოგიერთი ეპიზოდი - მსოფლიო იუმორისტიკის შედევრი. როგორც კრიტიკოსები წერდნენ, "ხაფანგი-22" სამხედრო ბიუროკრატიის საბრალდებო ოქმად იქცა. ამიტომაც არის ის დღემდე სამხედროების ერთ-ერთი საყვარელი წიგნი.
    16
    ხაშურის სევდა/ არის ასეთი ქალაქი ჭიათურა
    ავტორი: დავით ტურაშვილი გამომცმელობა: ინტელექტი ყდა: რბილი  
    9.95
    სიახლე
    ხევისბერი გოჩა
    ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი არ მეგულება სხვა ქართველი მწერალი, რომელიც ასეთი ემოციითა და გატაცებით, სუნთქვის შეკვრითა და მღელ- ვარებით გაკითხებს ამბავს, მჩქეფარე ადამიანების მჩქეფა- რე ამბავს. არ მეგულება სხვა ტექსტი, სადაც ასე იგრძნობა სისხლის მღელვარება, აჩქარებული პულსი, სასოწარკვეთა, ცრემლები, ტემპი, ცვლილება, დარდი, მრისხანება და, რაც ყველაზე მთავარია, ბედისწერა. ყაზბეგთან ბედი ზუსტად ისე- თი მბრძანებელი, ბრმა და სასტიკია, როგორიც ძველ ბერ- ძნულ დრამაში. წამი წყვეტს ყველაფერს, შემთხვევითი წამი, ადამიანი თითქოს ძაფებს გამობმული სათამაშოა, რომელ- საც ალალბედზე ათამაშებენ მოირები.
    22
    ხევისბერი გოჩა, მოთხრობები
    ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი
    25
    ხევსურული მოთხრობები
    ავტორი: გოგი ოჩიაური გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    8.9
    ხელმოცარულთა ბუნაგი
    ავტორი: მიკ ჰერონი სერია: top თრილერი "სლაუ-ჰაუსი _ ადგილი, სადაც ხელმოცარულ აგენტებს გზავნიან. ამის გამო შეარქვეს მათ ”ჯაგლაგები“. თითოეულმა მათგანმა ისე შეირცხვინა თავი, რომ აქ მოხვდა _ ან მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩააგდო და აღარ ენდობიან; ან რომელიმე ამბიციურ კოლეგას შეუშალეს ხელი თავიანთი არსებობით; შესაძლოა მეტისმეტად ”მეგობრობენ“ სასმელთან _ ამ პროფესიის ხალხში ეს ჩვეულებ- რივი ამბავია. რივერ კარტრაიტიც ერთ-ერთი ”ჯაგლაგთაგანია“ _ ოპერაცია რომ ჩააფლავა და ახლა სლაუ-ჰაუსში მობილურ ტელეფონებზე საუბრებს შიფრავს. როცა ახალგაზრდა პაკისტანელს მოიტაცებენ და გამტაცებლები ინტერნეტის პირდაპირ ეთერში მისი თავის მოჭრით იმუქრებიან, რივერს ცოდვის გამოსყიდვის საშუალება ეძლევა. მაგრამ ვინ არის მსხვერპლი? რა კავშირი აქვთ გამტა- ცებლებს შერისხულ ჟურნალისტთან? სანამ წამმზომი ჩართულია, რივერი აღმოაჩენს, რომ თითოეულ მათგანს თავისი გეგმა ჰქონია."
    15.95
    ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას
    ავტორი: ჯეიმზ ჯოისი მთარგმნელი: გია ბერაძე   „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანია, რომელიც 1916 წელს გამოქვეყნდა. ავტობიოგრაფიული რომანის მთავარი გმირი იბრძვის იმ რუტინული საზოგადოებრივი ატმოსფეროს წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს დაიმსგავსოს, თავის თარგზე გამოჭრას იგი. წარსულზე შეყვარებული მამის დარიგებები უაზრო, გაბმულ გუგუნად ჩაესმის და უკვე ამ ასაკში იცის, რომ მამის გზა არ არის მისი. ამაოდ ჩაივლის იეზუიტი აღმზრდელების მრავალწლიანი ღვწა და დედის რჩევები. სტივენი უარყოფს სასულიერო კარიერასაც. მეგობრებს არ მოსწონთ, რომ სტივენი მათგან განსხვავებულია და მის „მოქცევას“ ცდილობენ. „გახდი ერთ-ერთი ჩვენგანი“, მიმართავს სტივენს მისი სტუდენტობის მეგობარი დავინი. სტივენს ფიზიკური ძალადობისა და დამცირების გადატანის ფასად უწევს საკუთარი აზრისა და გემოვნების დაცვა თანაკლასელი ჰერონისა და მისი ორი კომპანიონისაგან, რომლებიც ცდილობენ ათქმევინონ, რომ ბაირონი არ არის საუკეთესო პოეტი. უფრო მოგვიანებით ის უარს ამბობს შეუერთდეს ეროვნული აღორძინების მოძრაობას, რომელმაც იმ დროს მთელი ირლანდია მოიცვა. „თქვენ გაქვთ უფლება თქვენი გზით იაროთ. მეც მომეცით ნება, ჩემი გზით ვიარო“, ეუბნება სტივენი მათ. „საკუთარი გზით სიარული“ მისთვის ირლანდიის მიტოვება აღმოჩნდა, ისევე როგორც თავად ჯოისისათვის.
    15.95
    ხვალ
    ავტორი: ოლეკსანდრ კრასოვიცკი მთარგმნელი: შალვა ლეჟავა ოლეკსანდრ კრასოვიცკის წიგნი „ხვალ“ ერთგვარი წინასწარი განჭვრეტაა იმ მოვლენებისა, რომლებიც გარდაუვალად დაატყდება თავს რუსეთის ფედერაციას, როგორც „ბოროტების იმპერიას“, მისი ჯოჯოხეთური ქმედებების გამო. ნოველების პერსონაჟები ზედმეტად რეალისტურნი არიან: ყალბი, პარალელური რეალობის შემქმნელი პროპაგანდისტი, უშიშროების სამსახურის ცინიკური და დაუნდობელი თანამშრომელი, შეშლილი ტირანი...   ავტორის განმარტებით, „შესაძლოა, სწორედ ამ უმსგავსმა კაცუნებმა მოახერხეს ევროპაში დიდი ომის გაჩაღება. ისინი მთელ მსოფლიოში ფუთფუთებდნენ, ხლართავდნენ წარმოსახვით რეალობას არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის, არამედ გერმანელების, ისრაელელებისა და ამერიკელებისთვისაც. მოისყიდდნენ პოლიტიკოსებს, სოციალური ქსელების მეშვეობით აყალიბებდნენ და აფინანსებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, ერეოდნენ არჩევნებში, ეკონომიკური შანტაჟით არაერთ ქვეყანას აიძულებდნენ, საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ ემოქმედათ“. წიგნს შეიძლება ანტიუტოპიური ვუწოდოთ, მაგრამ მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, უკვე დიდი ხანია, ანტიუტოპიაში ვცხოვრობთ. „ეს წიგნი წარსულ ისტორიას არ ეხება, ის მომავლის შესახებ გვაფრთხილებს“, – ამბობს ავტორი.
    9.95
    ხვალაც იგივე იქნება
    ავტორი: ლადო გოგიაშვილი   „ხვალაც იგივე იქნება“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი მწერლის, ლადო გოგიაშვილის მოთხრობების პირველი კრებულია. მოთხრობების დიდ ნაწილს სოციალური ქსელების მეშვეობით იცნობს ქართველი მკითხველი. წინამდებარე კრებულში ის მოთხრობებია თავმოყრილი, რომლებმაც მკითხველთა განსაკუთრებული დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.
    5.9