ჯაჯღანსები გისოსებში
10.9
ავტორი: ფილიპ არდა
მთარგმნელი – ციცო ხოცუაშვილი
არა, არა! არ შეშფოთდე. ჯაჯღანსები გარეთ არიან, ოღონდ ამჯერად ძალიან საშარო საქმეში გახვეულები. თუ ქალბატონი ჯაჯღანსის დედა, მარად ცხვირპირჩამომტირალი და ბუზღუნა დედილო ვაგლახი, შინნაკეთი მურაბებისა და ჯემ-კონფიტიურების კონკურსში იღებს მონაწილეობას, ამით ვითომ რა უნდა დაშავდეს?
ათასი რაღაც!
ამას დაუმატე ცხვირკბენია ციყვი, გაქცეული ფუტკრები, აფეთქებული რაკეტები და ჩამოცვენილი ბიპლანები და მიხვდები, რომ სანისა და მიმის საზრუნავი არ მოაკლდებათ. თანაც, ეს მხოლოდ მანამ, სანამ ჯაჯღანსები გისოსებს მიღმა ამოყოფენ თავს.
აი, იმის გაგებაც თუ გსურს, ციხეს როგორ დააღწევენ თავს, წიგნი ბოლომდე უნდა წაიკითხო.
- გამომცემლობა
- სულაკური
- ფასი
- 10.9
- წონა
- 0.323
- ნანახია
- 140
მსგავსი პროდუქტები
დოგმენი
ავოტრი: დეივ პილკი
ასაკი: 7+
მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი დოგმენი ნახევრად ძაღლია, ნახევრად ადამიანი და ნამდვილი გმირი!
დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა სიკეთე, თავდადებულობა და საქმის ერთგულება.
გრაფიკული რომანი „დოგმენი“ პოპულარული ამერიკელი.ავტორის, „კაპიტანი ტრიკოს“ შემქმნელის, დეივ პილკის ბესტსელერია. კომიქსის პირველი წიგნი 2016 წელს.გამოიცა, ბოლო, მე-10 კი, როგორც.ამბობენ, 2021-ში დაიბეჭდება.
დოგმენი კრიმინალთან მებრძოლი,სიმართლის სადარაჯოზე.მდგარი ნამდვილი სუპერგმირია. მისი დაუძინებელი მტერია მახვილგონიერი კატა.პიტი, რომელიც ათასნაირ ბოროტ ოინს.იგონებს. ,,დოგმენი” გამორჩეული იუმორით, სასაცილო თავგადასავლებითა.და მეტად სახალისო ილუსტრაციებით ეხმიანება ყველაზე.მნიშვნელოვან თემებს: სიკეთეს, თანაგრძნობას, მეგობრობას, ერთგულებას… კომიქსის.თხრობის სტილი, ავტორის განსაკუთრებული.იუმორი და ენამახვილობა არა მხოლოდ ბავშვებს მოხიბლავს, არამედ უფროსი.მკითხველის გულებსაც ადვილად მოიგებს.
14.9
ჯაჯღანსები ხათაბალაში
ავტორი: ფილიპ არდა
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სულაკაურის გამომცემლობა
ეს სახალისო წიგნი უდარდელი, აუტანელი და.ახირებული ცოლ-ქმრის, ბატონი და ქალბატონი.ჯაჯღანსებისა და მათი პატარა შვილის, უფრო სწორად, სარეცხის.თოკიდან მოპარული და ნაშვილები ბიჭის, სანის სახალისო თავგადასავლებზე.მოგვითხრობს. ფურგონში მცხოვრებ მოხეტიალე ოჯახს ერთ ადგილზე დიდხანს.გაჩერება არ უყვარს, რადგან, როცა კი გაჩერდებიან, მუდამ.ხათაბალაში ეხვევიან. მაგრამ.საქმე ისაა, რომ ჯაჯღანსები არც ამ.ხათაბალების თავიდან ასარიდებლად.იწუხებენ თავს, რის გამოც მათ ამბავი კიდევ.უფრო სასაცილო და თავშესაქცევი ხდება.
ჯაჯღანსების გარდა, ეს წიგნი ბევრ უცნაურ და სასაცილო.გმირს გაგაცნობთ. უჟმური ლორდი და უცნაური ლედი ლედი.,,ლა-ლა” დიიდები, ფეხსაცმლის მწმენდავი ბიჭი მიმი, რომელიც.სინამდვილეში გოგოა, ლორდ დიიდზე გადამტერებული.ლარი პატარსი და სხვა პერსონაჟები.ნებისმიერი ასაკის მკითხველს გაახალისებს.
ჯაჯღანსების თავგადასავალი ცნობილი ილუსტრატორის, აქსელ შეფლერის.მიერ არის დასურათებული. მისი შესანიშნავი ილუსტრაციები.უკეთ გაგაცნობთ და ძალიან შეგაყვარებთ.ამ წიგნის ყველა გმირს.
10.9
კაპიტანი ტრიკო
ავტორი: დეივ პილკი
მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი
მეოთხეკლასელები, ჯორჯი და ჰაროლდი, რომლებმაც სახელი კომიქსების წერითა და ოინების მოწყობით გაითქვეს, დიდ შარში ეხვევიან. სკოლის დირექტორი, საძაგელი მისტერ კრუპი, ბიჭებს მაიმუნობის დროს ვიდეოკამერით გამოიჭერს და კადრების გავრცელებით ემუქრება. შეუპოვარი ბიჭები 3D-ჰიპნო ბეჭდის დახმარებით დირექტორს აჰიპნოზებენ და თავიანთი კომიქსის გმირად, კაპიტან ტრიკოდ აქცევენ. სწორედ აქედან იწყება სახალისო და დაუვიწყარი ამბები. შეხედე, წიგნის ყდაზე თეთრ ტრუსში გამოწყობილი კაპიტანი ტრიკოა გამოსახული. იგი მზადაა, შენობის სახურავიდან პირდაპირ შენი წიგნის თაროზე გადმოფრინდეს.
12.9
დოგმენი: ახალი გმირობები #2
ავტორი: დეივ პილკი
მთარგმნელი: ნინო გოგალაძე
ყველა გიჟდება დოგმენზე!
მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია!
დეივ პილკის ბესტსელერი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა სიკეთე, თავდადება და საქმისადმი ერთგულება.
14.9
კაპიტანი ტრიკო და მოლაპარაკე უნიტაზების იერიში
მთარგმნელი: დათა ხარაიშვილი
ალბათ გახსოვს, ბოლოს დირექტორი კრუპი რომ დააჰიპნოზეს და კაპიტან ტრიკოდ გადააქციეს. ახლა კი შეცდომით შემზარავი მონსტრი – ტურბო ტუალეტ 2000 გააცოცხლეს, რომელიც სხვა მოლაპარაკე ტუალეტებთან ერთად მთელ სკოლას განადგურებით ემუქრება. შეძლებენ თუ არა ბიჭები ამ საშინელი არსებების თავდასხმის მოგერიებას? ამას კაპიტან ტრიკოს ახალ წიგნში შეიტყობ.
12.9