ძილი ნებისა, ბავშვებო ზღაპრები მთელი მსოფლიოდან
27.95
რა სჯობია ძილის წინ ჯადოსნური და თავშესაქცევი ამბების მოსმენას? ჰოდა, ჩვენ ფანტასტიკურ ამბავთა და თავგადასავალთა ეს ჯადოსნური, ლამაზად ილუსტრირებული წიგნი მოგიმზადეთ - აი, აქ არის მთელი მსოფლიოს ზღაპრად მოთხრობილ ამბები და ის შენთვისაა! დაიწყე სამყაროს შეცნობა ქართული ზღაპრით და მერე მეზობელი თუ შორეული ქვეყნების ჯადოსნურ სამყაროსაც გაეცანი. ამ სამყაროში ბევრ უცნაურ გმირს შეხვდები - ზოგი მეფეა და ზოგი გლახაკი, ზოგი მზეთუნახავი ზოგიც ავი დედაკაცი; ისეთი ცხოველებიცაა, საინტერესო თავგადასავლებისა და ამბები მოყოლა რომ შეუძლიათ და კიდევ ა ბეღურას, კატასა თუ შავ ძროხას საიდუმლოებები აქვთ და უნდათ ისინი შენ გაგიმხილონ.
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 27.95
- წონა
- 0.899
- ნანახია
- 423
მსგავსი პროდუქტები
ზღაპრები ყველაზე პატარებისთვის
სერია: ვიკითხოთ ერთად
„ვიკითხოთ ? ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 3 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე: იყო და არა იყო რა, იყო ერთი – ? – სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი.
სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე გაუღვივებს სიყვარულს წიგნის მიმართ, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის.
მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი ? და იკითხეთ ერთად.
17.9
პოპის და სემის საყვარელი ზღაპრები
სერია: პატარა ამბები
ამ ფერად წიგნში პოპის და სემის საყვარელი ზღაპრებია თავმოყრილი. გადაშალე და შენც ნამდვილად მოგეწონება პრინცესებისა და უფლისწულების, დათვებისა და გოჭების, ფერიებისა და ჯადოსანი ქონდრისკაცების ჯადოსნური ამბები, რომლებიც აქამდე არასდროს წაგიკითხავს. არ გჯერა? მაშ, გამოიცანი, ვის დაარქვეს დებმა მტვრიანა; ვისი სახელია წითელჰუდა ან სინამდვილეში ვინაა ფართალ-ფურთალა?!
19.9
ქართული ზღაპრები ცხოველებზე
სერია: ვიკითხოთ ერთად
ასაკი: 5+
„ვიკითხოთ ერთად“ გამორჩეულია იმით, რომ ამ სერიის ყველა წიგნის „წაკითხვა“ 5 წლის ბავშვსაც შეუძლია. მერე რა, რომ ამ ასაკში კითხვა არ იცის. როგორ? აი, ასე: იყო და არა იყო რა, იყო ერთი – სიტყვებს კითხულობთ თქვენ, ნახატებს „კითხულობს“ ბავშვი.
სერია თქვენს პატარას ადრეულ ასაკშივე გაუღვივებს სიყვარულს წიგნის მიმართ, განუვითარებს დაკვირვებულობისა და დეტალებზე კონცენტრაციის უნარებს და კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. მაშ ასე, გადაშალეთ ეს ფერადი და იკითხეთ ერთად.
17.9
ჩემი საყვარელი ძილისპირული ზღაპრები
ჩემო პატარავ, წაიკითხე ეს ჯადოსნური ამბები ყოველ საღამოს, ძილის წინ, მაშინ, როცა ზღაპრების დრო დგება. კარგად დაიფარე საბანი და აღმოაჩინე ჯადოსნური სამყარო - შეეგებე ჩექმებიან კატას, იმოგზაურე პატარა სირინოზის წყალქვეშა სამეფოში, ეწვიე, მზეთუ ნახავისა და ურჩხულის ბრწყინვალე სასახლეს. გვჯერა, რომ ძმები გრიმების, შარლ პეროსა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის შესანიშნავად ილუსტრირებული ეს ზღაპრების კრებული შენი საყვარელი წიგნი გახდება.
28