santaesperanza
ჩემი მეგობარი ლარსი
ჩემი მეგობარი ლარსი

ჩემი მეგობარი ლარსი


10.9

ავტორი: იბენ აკერლი

მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე

სერია: საოცრება

ამანდა მოუთმენლად ელის არდადეგების დამთავრებას.

ჯერ ერთი, სკოლაში ადამს ნახავს – ამ ბიჭზე ყურებამდეა შეყვარებული! მეორეც – ერთი სული აქვს, გაიგოს, რომელ პირველკლასელს ჩააბარებენ და ვისზე მოუწევს ზრუნვა.

თუმცა, მოულოდნელად გოგონას ცხოვრება თავდაყირა დგება: ადამი ყველას თვალწინ ამცირებს,  პატარა მოწაფის ნაცვლად კი თანატოლის, ლარსის მეურვეობას აკისრებენ. ლარსს კი დაუნის სინდრომი აქვს…

როგორ დაუმეგობრდეს ამ უცნაური ბიჭუნას და თან კლასში პოპულარობა შეინარჩუნოს? ან ადამს რა უყოს?! თავსატეხი ბევრი აქვს, მაგრამ ერთ დღეს ისეთ შეცდომას უშვებს, რომ სულ მარტო რჩება. როგორ გაუმკლავდება ამანდა დარდს? მეგობრები აპატიებენ?

გატეხილ სახელს რა ეშველება?

…გოგონამ ხანგრძლივი და რთული გზა უნდა გაიაროს; ღიმილი, მეგობრები და სიხარული უნდა დაიბრუნოს. მოახერხებს ამას?


გამომცემლობა
სულაკაური
ფასი
10.9
წონა
0.259
ნანახია
293
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები