ყაჩაღის ასული რონია
10.9
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
რონია მამაცი და უშიშარი გოგოა და ეს არცაა გასაკვირი, ის ხომ ძლევამოსილი ყაჩაღის – მატისის ასულია, თანაც ჭექა-ქუხილის ღამეს დაიბადა; სწორედ იმ ღამეს, როცა მეხმა ორად გააპო მატისის ციხე და მთლიანად შეცვალა ყაჩაღთა ბელადისა და მისი 12 ყაჩაღის ცხოვრება. სწორედ იმ ღამეს მატისის მოსისხლე მტერს, ბორკასაც შეეძინა ვაჟი – ბირკი…
ალბათ უკვე ხვდები, რომ ეს წიგნი რონიასა და ბირკის უჩვეულო, ამაღელვებელ და უანგარო მეგობრობაზე მოგვითხრობს.
ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის, არაჩვეულებრივ ზღაპარში მეგობრობის ძალას ნამდვილად შეუძლია მთავარ პერსონაჟებს დააძლევინოს ყველა წინაღობა თუ ფათერაკი და ჩიბუხის კვამლს გააყოლოს ბოროტება.
- გამომცემლობა
- სულაკაურის გამომცემლობა
- ფასი
- 10.9
- წონა
- 0.301
- ნანახია
- 1263
მსგავსი პროდუქტები
კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (11-13)
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
გულად ბავშვთა გაერთიანება „თეთრი ვარდები“ ისე ჰყავს შეპყრობილი თავგადასავლების ჟინს, რომ მის არც ერთ წევრს წამითაც არ ახსენდება მშობლები, რომლებიც თუმცა ბრაზობენ, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც იმედოვნებენ, რომ მათ შვილებს არაფერი გაუჭირდებათ.
`თეთრი ვარდების~ უშიშარ, კეთილშობილ რაინდს არა აქვს უფლება, დაინახოს, როგორ იტაცებენ ბანდიტები ცნობილ პროფესორსა და მის ჭორფლიან, ცხვირპაჭუა ბიჭუნა რასმუსს და დამნაშავეებს კვალში არ ჩაუდგეს, მით უმეტეს, თუ ერთგული და გაბედული მეგობრების იმედიც აქვს!
8.9