ფრანც კაფკა - რჩეული მოთხრობები
25
აბსურდი, სამყაროსა და უზენაესი ავტორიტეტის წინაშე გამოვლენილი შიში, რომელიც მკითხველში საგანგაშო ემოციებს იწვევს – ასეთია ერთ-ერთი უდიდესი გერმანულენოვანი მწერლის, ფრანც კაფკას, შემოქმედება, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის უნიკალურ მოვლენადაა მიჩნეული. ფრანც კაფკას “რჩეული” მწერლის მცირე პროზის თითქმის სრული კრებულია ქართულ ენაზე.
წიგნში კაფკას მთარგმნელების თითქმის მთელი სპექტრია წარმოდგენილი: გასული საუკუნის სამოციან წლებში ძმები დავით და ზურაბ კაკაბაძეების მიერ სულ პირველი ნათარგმნებით დაწყებული და თანამედროვე მთარგმნელების შესანიშნავი ნამუშევრებით დამთავრებული. სპეციალურად ამ გამოცემისთვის პირველად ითარგმნა ოცდაათამდე მინიატურა, რომლებსაც სხვაგან ვერ შეხვდებით.
- გამომცემლობა
- პეგასი
- ფასი
- 25
- ნანახია
- 100
მსგავსი პროდუქტები
დღიურები
ავტორი: ფრან კაფკა
მთაგმნელი: რუსუდან ღვინეფაძე
გამომცემლობა: ალეფი
ფრანც კაფკას ცხოვრებაში დღიურის როლი განსაკუთრებულია. დღიურის წარმოება მან დაიწყო 1910 წელს (ყოველ შემთხვევაში, უფრო ადრინდელი ჩანაწერები არ არის შემორჩენილი) და მეტ-ნაკლები თანმიმდევრობითა და შუალედებით აწარმოებდა მას 1923 წლის შუამდე; ასე რომ, ჩანაწერები წყდება გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. მისი მხატვრული ორეულების თვისებების გარდა დღიურებში ვხედავთ კაფკას ნამდვილ ხატს, როგორიც იყო ის ყოველდღიურობაში - ის ხომ თავისთვის წერდა დღიურებს, არა მკითხველისათვის. დღიური იყო მისთვის საკუთარი შინაგანი ცხოვრების ასახვის, საკუთარ თავსა და გარემოცვაში გარკვევის, მისთვის უცხო და მტრული სამყაროს გაგების ცდა.
დღიურებში ის თითქოს მიკროსკოპით აკვირდება საკუთარ აზრებს, სულის უფაქიზეს მოძრაობებს. ასეთი გამოწვლილვითი თვითდაკვირვებით ცდილობს, შეიცნოს საკუთარი თავი, სძლიოს თავს, შეეჩვიოს ჩვეულებრივ ცხოვრებას, „ყოველდღიურობის ნეტარებას“, რომელიც ერთსა და იმავე დროს მიმზიდველიცაა მისთვის და მიუწვდომელიც.
30