ტიფლისის ღამის რაინდები (ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა)
16.95
ავტორი: გიორგი ჭეიშვილი
„ავაზაკობენ ღამით, საღამოთი, დღისით, შუადღეზედ, იცარცვებიან მიყრუებულ ქუჩებში, ბაზრებში, მაედნებზე, გალავინის პროსპექტზე, ერთის სიტყვით, ყველგან და ყოველთვის...“
მაშინ ხომ ტფილისის ღამის რაინდები დღისითაც უშიშრად „დანავარდობდნენ“ და იშვიათი გამონაკლისების გარდა, კარგა გვარიანადაც ჯაბნიდნენ იმ დროის პოლიციას.
ესეც რომ არა, აბა ტფილისი რა ტფილისი იქნებოდა იდუმალებით მოცული მკვლელობებისა და მკვლელების, მტკვრისმიერ გამორიყული ცხედრების, თაღლითების, ქურდების, გაქცეული ტუსაღების, „ევროპიული ოსტატური ავაზაკობებისა“ და ქალაქის კრიმინალური სამყაროს „პრინცის“ თავგადასავლების გარეშე, რომელთა შესახებაც ამ წიგნში მოგიყვებით...
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 16.95
- წონა
- 0.405
- ნანახია
- 1097
მსგავსი პროდუქტები
ვა, სოფელო
ავტორი: ზაირა არსენიშვილი
მწერლისა და სცენარისტის, ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ეპოქალურ რომანში „ვა, სოფელო…
“ მოქმედება ვითარდება თელავში მე-20 საუკუნის 20-50-იან წლებში. პატარა ქალაქისა და მის მკვიდრთა – სამი ქალის – ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და, ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებს, 20-30-იანი წლების ტერორს… მწერალი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან და მასთან ერთად წერდა სცენარებს ფილმებისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978), „ორომტრიალი“ (1986) და სხვ. ზაირა არსენიშვილს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სსრკ-ისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. „ოცდაათიანი წლების ტრაგიკულ მოვლენათა პირუთვნელი და ნიჭიერი აღმწერი“ თამაზ ჭილაძე
18.9
მერვე სიცოცხლე (ბრილკას)
ავტორი: ნინო ხარატიშვილი
მთარგმნელი: ნინო ბურდული
საქართველო, 1900 წელი: შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება ეს ამაღელვებელი ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან. როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში დგება, სტასია თავის ორ შვილთან, კიტისა და კოსტიასთან ერთად თბილისში, თავის დასთან, ქრისტინესთან, თავბრუდამხვევი სილამაზით ცნობილ ქალთან, აფარებს თავს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია მას თვალს დაადგამს, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება...
გერმანია 2006: ბერლინის კედლის დამხობისა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოში არეულობაა. სტასიას უნიჭიერესი შვილთაშვილი ნიცა საცხოვრებლად ბერლინში გადადის. როდესაც ნიცას თორმეტი წლის დისშვილი ბრილკა დასავლეთში მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებაზე უარს აცხადებს, ნიცა მას მოძებნის. სწორედ ბრილკას უამბობს ჯაშების ოჯახის მთელ ისტორიას – უყვება რვა ცხოვრებისა და იმ წითელი საუკუნის შესახებ, რომელშიც ყველანი ისე არიან ჩაქსოვილნი, როგორც ძაფები ხალიჩაში.
„წიგნი, რომელიც ერთიანად გიპყრობს. 31 წლის ავტორის ხმა უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და შთამბეჭდავია დღევანდელ გერმანულ ლიტერატურაში: ნინო ხარატიშვილი ოსტატურად უკავშირებს ერთი ქართველი ოჯახის სულისშემძვრელ ცხოვრებას მეოცე საუკუნის რეოლუციათა ისტორიას. საუკუნის რომანი, რომელიც კითხვას მოგაწყურებთ და ძლიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავისი სამშობლოს მამაკაცთა საზოგადოებისაგან გათავისუფლდა. მასშტაბური ისტორიული რომანი, ადამიანური ტრაგედიებით ისევე სავსე, როგორც რეალური ცხოვრება“.
ნორბერტ კრონი, „სათაურები, თეზისები, ტემპერამენტები“.
„ნინო ხარატიშვილმა ევროპის ისტორია ოჯახის ისტორიის სახით ხელახლა მოგვითხრო. წლის საუკეთესო გერმანული რომანი. ფენომენალურია!“
ფოლკერ ვაიდერმანი
49.95
ექსპერიმენტი-საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921
ავტორი: ერიკ ლი
გამომცემლობა: პოეზია
ყდა: რბილი
ერიკ ლის „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ (Eric Lee, The Experiment, Georgia’s Forgotten Revolution) საქართველოს განიხილავს, როგორც პირველ ქვეყანას მსოფლიოში, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში. წიგნი მიზნად ისახავს მკითხველს დაანახოს, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, ბოლშევიკებს რომ არ გაენადგურებინათ.წიგნში განხილულია 1905 წლის გურიის რესპუბლიკაც, როგორც 1918 წელს შექმნილი სახელმწიფოს წინამორბედი...
18.5
რუსეთ საქართველოს ომი - 100 ამბავი #55
ავტორი: დიმიტრი სილაქაძე
სერია: თან საკითხავი
100 წლის წინ საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. ომი ხუთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და საქართველოს ოკუპაციით დასრულდა. განცდილმა მარცხმა საქართველო 70-წლიან საბჭოთა ექსპერიმენტში ჩაითრია, რომლის შედეგებისგან ქართული საზოგადოება ბოლომდე ჯერაც არ გათავისუფლებულა.
საბჭოთა პროპაგანდა მომხდარს ოკუპაციას არ უწოდებდა და ისე წარმოაჩენდა, თითქოს წითელარმიელები საქართველოს მოსახლეობას არასასურველი რეჟიმის დამხობაში დაეხმარნენ. ომს 70 წლის განმავლობაში ადამიანების მეხსიერებიდან განგებ აქრობდნენ და ყოველ 25 თებერვალს საქართველოს მოსახლეობას „გასაბჭოებას“ აზეიმებდნენ.
ამ წიგნით მოგიყვებით რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების, საგმირო ეპიზოდების, წარმატებული სამხედრო ოპერაციების, მძიმე შეცდომებისა თუ უბრალო ადამიანური ამბების შესახებ.
16.9
თბილისური ჭორ-მართალი: 100 ამბავი #53
ავტორი: ირაკლი მახარაძე
სერია: თან საკითხავი
თბილისის ვეებერთელა, ლამის ორი ათასი წლის თავგადასავალი კიდევ უამრავი, ალბათ მილიონობით პატარ-პატარა ამბისაგან შედგება.
მე ისტორიაში ყველაზე მეტად ცოცხალი ამბები მიზიდავს, ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე მიმობნეული ადამიანური ამბები. მომწონს, როდესაც რომელმე შენობასთან გავლისას ვიცი მასთან დაკავშირებული რამე შემთხვევა. ამ დროს მგონია, რომ შენობის მესაიდუმლე ვარ და შენობას ხან ვუღიმი, ხან ვუსამძიმრებ, ხან დანანებით თავს ვუქნევ, ხან ვაწყნარებ. ამ წიგნში თბილისის 100 ამბავს მოვუყარე თავი. ზოგი შენობის ამბავია, ზოგი ქუჩის, ზოგი მოედნის, მთლიანობაში კი, ქალაქის და ხალხის.
14.9
ილია და თბილისი
ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და შემოქმედება ეპოქაა, ერის ისტორია და მომავალია, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობას უყრის საძირკველს და სამომავლო ფუნდამენტსაც ამაგრებს. თბილისის მუზეუმების გაერთიანების მისიაა – შეინახოს, დაიცვას და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთზი
48
გალაქტიონი და თბილისი
გალაკტიონის თბილისისადმი სიყვარულზე დიდიხანს შეგვიძლება ვილაპარაკოთ. მის შემოქმედაბაში ამ ქალაქს გასაკუთრებული ადგილი უჭირავს.
წიგნში წარმოდგენილია პოეტის შემოქმედებით მემკვიდრეობაში დაგროვილი უამრავი ჩანაწერი, მოგონება, თუ განცდა, რომელიც თბილისს უკავშირდება.
გამოცემა მოგვითხრობს პოეზიის მეფისა და თბილისის სიყვარულზე და იმ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც სხვადასხვა ფონდსა და კოლექციებში ინახება.
წიგნში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები, ასევე გალაკტიონის მიერ შესრულებული ჩანახატები დაცულია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.
48
თბილისი ქუჩის ხელოვნება - STREET ART
ამ ალბომში თავმოყრილია უკანასკნელ წლებში თბილისის ქუჩებში შესრულებულ ნამუშევრები. ზოგი მათგანი ჯერაც არსებობს, ზოგი დაზიანებულია, ნაწილი კი უკვე გამქრალია. მართალია, ალბომში შესულია თანამედროვე თბილისური სტრიტ არტის არაერთი გამორჩეული ნიმუში, თუმცა მაინც გაგვიჭირდება ვთქვათ, რომ გამოცემა თავს უყრის ბოლო პერიოდის თბილისის ქუჩის ხელოვნების ყველა საუკეთესო ნიმუშს. არსებული სურათის მუდმივი ცვალებადობის გამო ამგვარი მიზნის მიღწევა რთულიც იქნებოდა და შედეგი – პირობითიც.
99.95