სნობების წიგნი
29.9
ავტორი: უილიამ თეკერეი
მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე; როსტომ ჩხეიძე
სერია: MAGNUM OPUS
არ იკმარებდა უილიამ თეკერეი სნობთა მრავალფეროვანი გალერეის წარმოსახვას თავის რომანებში, განსაკუთრებით მაინც განთქმული „ამაოების ბაზრის“ ფურცლებზე; და საგანგებოდ ჩაუჯდებოდა და ჩაუღრმავდებოდა სნობიზმის არსსა და მის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას ინგლისელი სნობების მაგალითზე – განაზოგადებდა, გაასიმბოლოებდა და განაცხადებდა და მთელი სიგრძე-სიგანითაც გამოხატავდა ამ მოვლენას „სნობების წიგნში“. თან თავსაც რომ არ დაზოგავდა? იმთავითვე აუწყებდა მკითხველს, რომ ამ ყოველივეს ერთი სნობთაგანი ჰყვებოდა...
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 29.9
- წონა
- 0.349
- ნანახია
- 628
მსგავსი პროდუქტები
ამარგი/ალუდას ნახტომი
ავტორი: ზურაბ კიკნაძე
სერია: MAGNUM OPUS
ზურაბ კიკნაძის წიგნის სათაური ამარგი, შუმერული სიტყვა, „დედასთან დაბრუნებას" ნიშნავს და თავისუფლების იდეას ატარებს. თავისუფლება შენს გენეზისთან, შენს თავთან დაბრუნებაა. ქვესათაური ალუდას ნახტომი, ყველასთვის ნაცნობია, მშობლიურიც არის. ბევრი გვიფიქრია მასზე. ალუდა მიდის და, სადაც უნდა წავიდეს, ვიცით, თავის თავს დაუბრუნდება. ის ტოვებს თავის ემპირიულ მეს და სიღრმისეულში ბრუნდება.
ამ წიგნში თითოეული ჩანაწერი, რომელიც სურვილისა და მოცალეობის შემთხვევაში, შესაძლოა, კულტურულ-ანთრო პო ლოგიურ ნაშრომადაც ქცეულიყო, ცხადად თუ შეფარვით საკაცობრიო პრობლემას შეიცავს. ავტორი გვთავაზობთ კაცობრიობის ისტორიაში ნათქვამ სიტყვებს და ქმნილ საქმეებს, და თავის ფიქრებს და განსჯას მათზე. ბევრი მათგანი, შესაძლოა, ეფემერულად და მარგინალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ისინი ღირს დაფიქრებად, გამოგვადგება მედიტაციების საყრდენად. გამოცდილებით ვიცით, რომ ადამიანისგან ფასი ხშირად წარმავალს უფრო ადევს, სწორედ იმის გამო, რომ წარმავალია და, ამდენად, განუმეორებელი.
29.95
ფილოსოფია ბუდუარში ანუ უზნეო აღმზრდელნი
ავტორი: მარკიზ დე სადი
სერია: Magnum Opus
მთრგმნელი: ვალერი ოთხოზორია
„ფილოსოფია ბუდუარში“ XVIII-XIX საუკუნის ყველაზე ეპატაჟური ფრანგი მწერლის, დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადის, იგივე მარკიზ დე სადის (1740-1814) პირველი წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა.
მარკიზ დე სადმა დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ კულტურაზე: რომანტიკოსებზე, დეკადენტებსა და ნიჰილისტებზე, უფრო მოგვიანებით კი სიურრეალისტებზე, რომლებიც მას „ღვთაებრივ მარკიზს“ უწოდებენ.
მარკიზ დე სადის სახელი გამოიყენა ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა, როცა სხვისთვის ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებას სადიზმი უწოდა. დე სადი ქალებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო რამდენჯერმე იჯდა ციხეში და თავისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი სწორედ გისოსებს მიღმა დაწერა.
„ფილოსოფია ბუდუარში“ 1795 წელს დაიწერა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ რომანში სადი თეორიის (ფილოსოფიის) პრაქტიკად (ეროტიკად), ხოლო პრაქტიკის ფილოსოფიად გარდაქმნას ცდილობს. ესაა, ერთი მხრივ, რომანი სხეულის ამბოხის შესახებ, მაგრამ ამავე დროს ფილოსოფიური ტრაქტატი, სადაც ავტორის ხედვაა წარმოდგენილი პიროვნული თავისუფლების, იდენტობის, საზოგადოებისა და ადამიანის, როგორც „პოლიტიკური ცხოველის“, შესახებ. მკითხველისთვის საინტერესოა იმის გააზრება, რომ წიგნის დაწერიდან ორ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ, დიდი ნაწილი იმ ფასეულობებისა, რომლებსაც მარკიზ დე სადი ებრძვის, კვლავ შენარჩუნებულია და მარადიულ ღირებულებებად მიიჩნევა.
15.95
უპანიშადები
სერია: MAGNUM OPUS
უპანიშადები სვამენ ფილოსოფიურ კითხვებს: რა არის ყოფიერება? რა არის მიზეზი? ბრაჰმანი? როგორ გავჩნდით ამქვეყნად? რისთვის ვართ შობილნი? რისთვის ვარსებობთ?.. ამ კითხვებით უპანიშადები მიზნად ისახავენ ასწავლონ არა ზუსტი და უცილობელი აღსრულება საკულტო წესებისა, არამედ, საწესო მსხვერპლის ცნების სულიერ მსხვერპლად გარდამსახველი, ფილოსოფიური წვდომა ყოფიერების კანონებისა. უპანიშადები მიელტვიან შინაგანი სიღრმეების ახსნას, რადგანაც სასწაულებრივი ცეცხლი დამარხულია სულის წიაღში, იქიდან იმზირება მთელი სამყარო.
ღმერთის წვდომა და მასთან შერწყმა, უპანიშადების თანახმად, უმაღლესი მიზანია ადამიანისა, რადგანაც სამყარო ღვთისაგან ქმნილია და საბოლოო სავანეც ღმერთში უნდა ჰპოვოს ყოველმა კაცმა. მან უნდა დაამსხვრიოს თავისი პატარა ყოფიერების ნიჟარა და სიყვარულით მიეახლოს მარადისობას, უკეთუ მარადისობა – თავად ღმერთია.
34.95