როგორ ველაპარაკოთ შვილებს
28
ავტორი: გურამ მეგრელიშვილი
მწერალი და კინოსცენარისტი გურამ მეგრელიშვილი 2009 წლიდან მასწავლებელია. ის, “აზროვნების აკადემიაში” დაარსების დღიდან მოზარდებთან მუშაობს ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის მიმართულებით.
ამ წიგნში გამოქვეყნებული წერილები მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების ერთგვარი შეჯამებაა, რომელიც, სხვადასხვა წლებში, და ჩვენი ერთგული მკითხველებისა და ჟურნალ mastsavlebeli.ge-ს აუდიტორიისთვის იწერებოდა.
- გამომცემლობა
- აზროვნების აკადემია
- ფასი
- 28
- წონა
- 0.279
- ნანახია
- 1242
მსგავსი პროდუქტები
რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები
ავტორი: მერაბ მამარდაშვილი
მთარგმნელი: დიმიტრი უჩანეიშვილი
„რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“, წიგნი, რომელსაც საფუძვლად მერაბ მამარდაშვილის მიერ 1980 წლის მაისში ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი დაედო სახელწოდებით „შემეცნებითი ფორმების ანალიტიკა და ცნობიერების ონტოლოგია“, სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის რაციონალურობის არაკლასიკურ ფორმულირების განხილვას ეძღვნება.
ნაშრომში ფიზიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგალითების მიხედვითაა განხილული წანამძღვრები და დაშვებები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერული ანალიზის ობიექტურობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ისევე ამ ობიექტურობის მიღწევის შესაძლებლობას შემმეცნებელი სუბიექტის მიერ.
წიგნში ასევე მოცემულია ორი სტატია, დაწერილი მერაბ მამარდაშვილის მიერ ე. სოლოვიოვთან და ვ. შვირიოვთან ერთად, რომელთა გამოქვეყნება გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდ მოვლენად იქცა.
წიგნს ბოლოში ერთვის ვ. კალინიჩენკოს სტატია – „კლასიკურისა“ და „არაკლასიკურის“ ცნებები მ. მამარდაშვილის ფილოსოფიაში.
28
რელიგიის ბუნებრივი ისტორია
ავტორი: დევიდ ჰიუმი
მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი
შოტლანდიელი ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ეკონომისტი, ესსეისტი და სახელმწიფო მოღვაწე, დევიდ ჰიუმი ბრიტანული განმანათლებლობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა და იმავდროულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფილოსოფოსად ითვლება, რომელიც ინგლისურ ენაზე ქმნიდა.
დევიდ ჰიუმის წიგნი „რელიგიის ბუნებრივი ისტორია“ ზოგადად რელიგიის ფილოსოფიის დასაწყისად არის მიჩნეული. ტექსტი, რომელსაც გამოქვეყნების დროს (1757) სკეპტიკურად და ეჭვის თვალით შეხვდნენ, მომავალში რელიგიის ფილოსოფიის კლასიკად იქცა. იგი საუცხოოდ ხსნის რელიგიური აზრის განვითარებას და ბრწყინვალე ფილოსოფიურ შენატანს წარმოადგენს რელიგიის განმარტებაში. წიგნი ქართულად ითარგმნება პირველად.
12
სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში
ავტორი: ზურა მხეიძე
ზურა მხეიძის ლექციების თემატიკა თითქმის მთლიანად მოიცავს იმ ფსიქოლოგიურ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ: სიყვარული – თავისი უამრავი ფორმით, ტყუილი – ავ-კარგით, ემოციის ამოცნობა და მართვა, საკუთარი თავის განთავისუფლება საკუთარივე ზღვრისგან, ბავშვის და ზრდასრულის შეფასება და თვითშეფასება, ინდივიდუალური და ჯგუფური სტერეოტიპები, ურთიერთობები დასავლურ თუ აღმოსავლურ კულტურებში და ჩვენი ადგილი მათ შორის, ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის, ურთიერთობა ბავშვებთან და ხანდაზმულებთან, ურთიერთობები სამსახურში…
ზურა მხეიძის საუბრებიდან ყოველთვის ახალს აღმოაჩენ, იქაც კი, სადაც ათასჯერ გაგივლია და აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან გგონია, რომ ყველაფერი იცი. აღმოჩენას ყოველთვის ახლავს სიახლის სიამოვნება, მაგრამ, ამასთანავე, აღმოჩენა ხელს უწყობს ახალ შესაძლებლობათა დანახვას, მათ შორის, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში. ბევრ ინტელექტუალურ სიამოვნებას მიიღებთ და პრაგმატულად გამოსაყენებელ ცოდნასაც შეიძენთ.
28