ნიცშე და ქრისტიანობა
18.4
ავტორი: კარლ იასპერსი
მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი
იასპერსი ნიცშეს სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად მიიჩნევს, რომლის შემოქმედება, ერთის მხრივ, წინააღმდეგობრივი, პოეტურიც კია, მეორეს მხრივ კი თავად „ფილოსოფია არ იქცევა თქვენთვის აწმყოში ქმედით ძალად ნიცშეს გარეშე“. და მაინც, ვინ იყო ეს კაცი, ნიცშე? ამ ამოცანის ამოხსნას ეძღვნება წინამდებარე შრომა, რომელშიც გასაღებად ქრისტიანობისადმი ნიცშეს დამოკიდებულებაა გამოყენებული
- გამომცემლობა
- აქტი
- ფასი
- 18.4
- წონა
- 0.199
- ნანახია
- 470
მსგავსი პროდუქტები
ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ
ავტორი: ჯორჯ ბერკლი
მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი
ჯორჯ ბერკლი (1685-1753) ინგლისელი (ირლანდიელი) ფილოსოფოსი და რელიგიური მოღვაწე (ეპისკოპოსი). ახალგაზრდობაშივე დაწერა ორი ნაშრომი, რომლებიც საინტერესოა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ესენია: „ესსე მხედველობის ახალ თეორიაში“ (1709) და „ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ“ (1710).
თავის ამ მთავარ ნაშრომში (ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ) ირლანდიელი ფილოსოფოსი ჯორჯ ბერკლი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ „მე“ არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები – იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.
20
შემოქმედი და დამანგრეველი სამყარო
ავტორი: ლევ შესტოვი
მთარგმნელი: დიმიტრი უჩანეიშვილი
ლევ შესტოვი – უკრაინელი/რუსი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი.
შესტოვი დაიბადა ლევ ისააკის ძე შვარცმანის სახელით კიევში, ებრაულ ოჯახში. განათლების მიღება სხვადასხვა ადგილებში მოუხდა, რადგან ხშირად მოსდიოდა უთანხმოება სასწავლებლების ხელმძღვანელობასთან. შევიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სამართალსა და მათემატიკას სწავლობდა, მაგრამ სტუდენტთა ინსპექტორთან შეტაკების შემდეგ იძულებული გახდა კიევში დაბრუნებულიყო და სწავლა იქ დაესრულებინა. დისერტაციის საფუძველზე შესტოვი სამართლის დოქტორი ვერ გახდა, რადგან მასში გამოსჭვიოდა მისი რევოლუციური ტენდენციები. 1898 წელს ის შევიდა მოწინავე რუს ინტელექტუალთა და ხელოვანთა წრეში, სადაც გაწევრიანებულნი იყვნენ ნიკოლოზ ბერდიაევი, სერგეი დიაგილევი, დიმიტრი მერეჟკოვსკი და ვასილი როზანოვი.
წიგნი შედგება 4 ნაწილისგან, ესენია: „შემოქმედი და დამანგრეველი სამყარო (საუბრები ლევ ტოლსტოის მოღვაწეობასა და ცხოვრებაზე)“; „კირკეგორი – რელიგიური ფილოსოფოსი“; „კირკეგორი და დოსტოევსკი“; „დიდი ფილოსოფოსის ხსოვნას (ედმუნდ ჰუსერლი)“.
16.6
შემეცნების ფილოსოფია და თეორია
ლევ შესტოვი – უკრაინელი/რუსი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი.
მთარგმნელი: დიმიტრი უჩანეიშვილი
შესტოვი დაიბადა ლევ ისააკის ძე შვარცმანის სახელით კიევში, ებრაულ ოჯახში. განათლების მიღება სხვადასხვა ადგილებში მოუხდა, რადგან ხშირად მოსდიოდა უთანხმოება სასწავლებლების ხელმძღვანელობასთან. შევიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სამართალსა და მათემატიკას სწავლობდა, მაგრამ სტუდენტთა ინსპექტორთან შეტაკების შემდეგ იძულებული გახდა კიევში დაბრუნებულიყო და სწავლა იქ დაესრულებინა. დისერტაციის საფუძველზე შესტოვი სამართლის დოქტორი ვერ გახდა, რადგან მასში გამოსჭვიოდა მისი რევოლუციური ტენდენციები. 1898 წელს ის შევიდა მოწინავე რუს ინტელექტუალთა და ხელოვანთა წრეში, სადაც გაწევრიანებულნი იყვნენ ნიკოლოზ ბერდიაევი, სერგეი დიაგილევი, დიმიტრი მერეჟკოვსკი და ვასილი როზანოვი. შესტოვი წრის მიერ დაარსებული ჟურნალისთვის სტატიებს წერდა. ამ პერიოდში მან დაასრულა თავისი პირველი ძირითადი ფილოსოფიური ნაშრომი – „სარგებელი ტოლსტოისა და ნიცშეს სწავლებაში: ფილოსოფია და ქადაგება.“ სათაურში მოხსენიებულმა ორივე ავტორმა შესტოვის აზროვნებაზე ძირეული გავლენა მოახდინა.
წიგნი შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი დათმობილი აქვს 1905 წელს გამოქვეყნებული ტექსტს – „უსაფუძვლობის აპოთეოზი“, ხოლო მეორე – 1912 წელს გამოქვეყნებულ წიგნს, – „შემეცნების ფილოსოფია და თეორია“.
18.4