ნერდის დღიური: ჰოლივუდის ათასი შუქი (2)
12.95
- ავტორი: ფილიპ ოზბორნი
- მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
- სერია: ლიბერკიდსი
ფილი წიგნის ჭია,გიკი და გამოუსწორებელი მათემატიკოსია.თანაც ისეთი ნერდია,დროდადრო გართობა და ეშმაკობა უყვარს.ამაყობს თავისი მეგობრით - ნიკოლასით,ჯორჯითა და დიდი გონების მკვლელით! ამჯერად ფილის ახალი თავგადასავალი გელოდება - ეს არის ამბავი ნერდისა,რომელსაც წარმოსახვის ძალლის სჯერა!ყველაფერი კი მათემატიკის ახალი მასწავლებლის გამოჩენით იწყება, რომელსაც არ მოსწონს ფილი და ეს უკვე გამოწვევაა!ფილმა და მისმა მეგობარმა საკუთარი შესაძლებლობები სატ.პროგრამა "ამერიკას უყვარს ნიჭიერში" უნდა დაამტკიცონ!...
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 12.95
- წონა
- 0.368
- ნანახია
- 143
მსგავსი პროდუქტები
დაბადების დღის ბიჭი
ავტორი: დევიდ ბედიელი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერი: ალიბერკიდსი
სემ გრინმა ნამდვილ დაბადების დღეზე ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი დაინახა და ჩაიფიქრა, დაბადების დღე ყოველდღე მქონდესო. და აუხდა! მას მერე დაიწყო და რა დაიწყო! წარმოიდგინეთ, ყოველდღე წერთ საჩუქრების სიას და, რასაც მოისურვებთ, ყველაფერს გჩუქნიან; ყოველ დილით მშობლების მორთმეული საყვარელი საუზმე გხვდებათ სასთუმალთან, საჩუქრები საჩუქრებზე მოაქვთ და სადღესასწაულო ჟრიამულიც არასდროს მთავრდება!
11.95
ცეცხლი და ყინული
ავტორი: შერონ ჰეილი
მთარგმნელი: არჩილ კიკვაძე
სერია: ლიბერკიდსი
კონორი, აბეკე, როლანი და მეილინი - უშიშარი მეგობრები და მათი მეომარი ცხოველები ისევ გამოჩნდნენ! ეს კი ნიშნავს, რომ ამ გულადი ოთხეულის დიდი თავგადასავალი გრძელდება! საით გაემართებიან? რა მიზანი ამოძრავებთ ამჯერად? მათი გზა ჩრდილოეთისკენ მიდის, იდუმალებით მოცულ, მუდმივი ყინულის სამეფოსკენ. სწორედ იქ უნდა დაანთონ ცეცხლი - გაუმკლავდნენ დამპყრობლებს და დაამარცხონ ბოროტება. ეს ადვილი არ არის - წინ ფათერაკებით სავსე მოგზაურობა ელით!
11.95
ჭრაჭუნები
ავტორი: ტომ ფლეტჩერი
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
სერია: ლიბერკიდსი
"რა აჭრაჭუნებს იატაკს, რატომ ჭრაჭუნებს ფანჯრები? ეს არც თაგვია, არც კატა, შენი თუ სხვისი ძაღლები. ამ ხმაურს სხვა არა ბადებს, ასე სხვა არა ტკაცუნებს, იკითხეთ, თუკი გაბედავთ და შეეგებეთ.." წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს ყველა მოზრდილი გაქრა და მხოლოდ ბავშვები დარჩნენ ქალაქში. როგორი იქნებოდა ბავშვების ცხოვრება უფროსების დარიგებებისა და დატუქსვის გარეშე? ამ ქალაქს უიფინგტონი ჰქვია და აქ უცნაური ამბავი იწყება. ერთ დილით გაღვიძებული ლუსი აღმოაჩენს, რომ მისი დედიკო უკვალოდ გაქრა. საზრიანი გოგონა ხვდება, რომ დედა მის გარეშე არსად წავიდოდა, მაგრამ... ის აქ არ არის. რა მოხდა? სად წავიდა ლუსის დედიკო? წიგნი, რომლის კითხვასაც ახლა იწყებთ, სწორედ ამ შეკითხვის გარშემო ტრიალებს. ლუსი მალე აღმოაჩენს, რომ არა მხოლოდ მისი, არამედ უიფინგტონში ყველა ბავშვის მშობლები უკვალოდ გაქრნენ. "ჭრაჭუნების” წაკითხვამდე, საწოლის ქვეშ შეიჭყიტეთ და შეამოწმეთ, ჭრაჭუნა ხომ არ გითვალთვალებთ. თუ ურჩხულს დაინახავთ, ჩაიზე დაპატიჟეთ. არა! არა! სულ დაავიწყდა, რომ ჭრაჭუნები ჩაის ვერ იტანენ! იცით რა უყვართ? ამას არ გაგიმხელთ, რადგან ლუსისთან ერთად გაიგებთ!
9.95
ნერდის დღიური (1)
ავტორი: ფილიპ ოზბორნი
მთარგმნელი: ნინო შეყილაძე
სერია: ლიბერკიდსი
ფილი დიდი ჭკუის კოლოფია, თუმცა ცოტა ცრუპენტელაა. ხშირად შარშიც ეხვევა! ფილსა და მის მეგობრებს, ჯორჯსა და ნიკოლასს, სიგიჟემდე უყვართ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ,,ვარსკვლავური ომები", ,,დიდი აფეთქების თეორია", კომიქსები და ყველაფერი ის, რაც ნერდებსა და გიკებს იტაცებთ! ფილი ნამდვილი ნერდია, მისი დღიური კი საინტერესოდ გაგაცნობს მას, მის ფიქრებს, მიზნებსა და ოინებს. მასთან ერთად არ მოიწყენ!
12.95