ნარინჯისფერი ბიჭი
14.95
ავტორი: პატრის ლორენსი
სერია: ლიბერთინსი
”არც მაგარი ბიჭი ვიყავი, არც დიდად ნიჭიერი, არც ქუჩის ბიჭი, რომ ვინმეს ყურადღება მიმექცია. ჩემს არსებობას ვერავინ ამჩნევდა. მაგრამ მისტერ ნარინჯისფერმა ყველაფერი შეცვალა“. თექვსმეტი წლის მარლონმა დედას პირობა მისცა, რომ ძმის, ანდრეს არჩეულ მცდარ გზას არ დაადგებოდა. პირობას იოლად ასრულებს, სანამ პაემანზე ტრაგედია არ მოხდება და მარლონზე ნადირობას არ დაიწყებენ. უცნობები იდუმალებით მოცულ მისტერ ნარინჯისფერს ეძებენ და მის საპოვნელად მარლონის გამოყენებას აპირებენ. მარლონს არჩევანი აღარ აქვს, მაგრამ გადადგამს არასასურველ ნაბიჯს საყვარელი ადამიანების დასაცავად?
- გამომცემლობა
- პალიტრა L
- ფასი
- 14.95
- წონა
- 0.385
- ნანახია
- 141
მსგავსი პროდუქტები
უკუღმართი სამეფო
ავტორი: ლი ბარდუგო
სერია: ლიბერთინს
კაზ ბრეკერი და მისი გუნდი ისეთ სახიფათო საქმეში ჩაებნენ, თავადაც არ ეგონათ ცოცხლები თუ გამოძვრებოდნენ. თუმცა მსუყე ნადავლის მოხელთების ნაცვლად, გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. კუთხეში მიმწყვდეულები და დასუსტებულები ფულის, მოკავშირეებისა და იმედის ნაკლებობას განიცდიან. კეტერდამში მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა ძალები იყრის თავს, რათა იურდა პარემად ცნობილი საშიში ნარკოტიკის საიდუმლოს ფარდა ახადონ. ძველი მეტოქეები და ახალი მტრები კაზის გამჭრიახობის საპირწონედ და გუნდის მყიფე ერთგულების გამოსაცდელად ჩნდებიან. ქალაქის ბნელ და დახლართულ ქუჩებში ომი იწყება ბრძოლა შურისძიებისა და საზღაურისთვის, რომელიც გრიშების სამყაროს ბედს გადაწყვეტს.
18.95
განადგურების ბრძანება
ავტორი: ჯეიმზ დაშნერი
მთარგმნელი: ნინო შეყელიძე
სერია: ლიბერთინს
უკეთურის შექმნამდე და თომასის ლაბირნთში მოხვედრამდე 13 წლით ადრე მზეზე აფეთქებებმა დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა შეიწირა, შეიცვალა კლიმატი, დაიწყო გლობალური დათბობა... კატასტროფას გადარჩენილებმა მთებსა და ტყეებს შეაფარა თავი და ახალშენების დაარსება დაიწყეს, მაგრამ მალე სხვა განსაცდელი დაატყდათ თავს: ხელისუფლებამ უცნობი ვირუსის გავრცელებით მოსახლეობის რაოდენობის შემცირება გადაწყვიტა! მარტი და ტორა - ლანასა და ალეკთან ერთად ჩრდილოეთ კაროლინისკენ მიემართებიან სამყაროს გადარჩენის იმედით.
12
მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღსარება
ავტორი: მაქსინ პაეტრო, ჯეიმზ პეტერსონი
მთარგმნელი: არჩილ რაჭველი
სერია: ლიბერთინს
ყველაფერი იმ საბედისწერო ღამეს დაიწყო და დამთავრდა ცოლ-ქმრის იდუმალებით მოცული სიკვდილით. ეჭვმიტანილები კი შვილები არიან. ტენდი ენჯელისთვია ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გროვდება, თუმცა ამ ამბის მთელი ტრაგიზმი ყველასა და ყველაფრისადმი, საკუთარი თავისადმიც კი, გაჩენილი ეჭვი და უნდობლობაა. ტენდის მიზანი ოჯახის შებღალული სახელის აღდგენაა! მცდელობა კეთილშობილურია, თუმცა სარისკო და სახიფათო, რადგან სწორედ ეს მონდომება ახდის ბევრ საიდუმლოს ფარდას.
12.95