ნამსხვრევები
12
ავტორი: ენ მაიკლსი
მთარგმნელი: ეკატერინე მაჩიტიძე
სერია: წლის ბესტსელერი
- გამომცემლობა
- პალიტრა
- ფასი
- 12
- წონა
- 0.399
- ნანახია
- 337
მსგავსი პროდუქტები
ყველაფერი მთავრდება ჩვენით
ავტორი: კოლინ ჰუვერი
მთარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"როგორ იქცევა ქალი, როცა მასზე საყვარელი ადამიანი ძალადობს? პასუხი რამდენიმე შეიძლება იყოს: პოლიციას ატყობინებს; ითმენს იმ იმედით, რომ ეს აღარ განმეორდება; საკუთარ თავს ადანაშაულებს; ქმარს ეყრება; საკუთარი ხელით უსწორდება მოძალადეს. სხვადასხვა მსხვერპლს სხვადასხვა პასუხი აქვს. ეს წიგნი ერთ-ერთ ოჯახზეა, სწორედ ერთ-ერთზე იმ უამრავთაგან, რომელიც ჩვენ გარშემოა და სიყვარულის, მძაფრი ვნებებისა და შიშის უზარმაზარ ტალღებში გადარჩენას ცდილობს. თქვენ კი არასდროს თქვათ: `მე ასე არ მოვიქცეოდი! "
16.95
დაკარგული ნახევარი
ავტორი: ბრიტ ბენეტი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
სერია: წლის ბესტსელერი
შეიძლება უკვე გიფიქრია, რას გრძნობ, როცა იდენტობასა და საკუთარ ცხოვრებას გართმევენ, მაგრამ რას ნიშნავს არჩევანი, რომლითაც საკუთარ თავზე თავად ამბობ უარს? ახალგაზრდა ამერიკელი ავტორის, ბრიტ ბენეტის, ბესტსელერი სწორედ ამ არჩევანის შესახებ გვიყვება. ???? „დაკარგული ნახევარი“ შთამბეჭდავი რომანია ტყუპ დაზე, რომლებიც ბავშვობაში განუყრელები იყვნენ, მერე კი ორ სხვადასხვა სამყაროში გადაწყვიტეს ცხოვრება - შავსა და თეთრში. დები პატარა სამხრეთულ დასახლებაში გაიზარდნენ და 16 წლის ასაკში გაიქცნენ სახლიდან. თუმცა ზრდასრულობაში არა მარტო მათი ყოველდღიურობაა განსხვავებული, არამედ ყველაფერი - მათი ოჯახები, საზოგადოება და მომავალიც. წლების შემდეგ ერთ-ერთი და თავის შავკანიან ქალიშვილთან ერთად კვლავ იმ სამხრეთულ დასახლებაში ცხოვრობს, საიდანაც თავის დაღწევა სცადა, მეორემ კი თეთრკანიანთა შორის თავის დამკვიდრება შეძლო. მიუხედავად ამისა, დების ბედი კვლავ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. და ვინ იცის, რა მოხდება, როცა მათი ქალიშვილების გზები გადაიკვეთება? წიგნი გამოცემისთანავე მოექცა „New-York Times"-ის ბესტსელერთა სიის სათავეში. ბენეტს წიგნის ეროვნულმა ორგანიზაციამ 35 წლამდე ასაკის მწერლების საპატიო წოდება მიანიჭა,„The Times"-მა კი ავტორი წლის 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა. წიგნის გამოცემა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებში.
16.95
მახინჯი სიყვარული
ავტორი: კოლინ ჰუვერი
მტარგმნელი: ნათია ჩუბინიძე
სერია: წლის ბესტსელერი
"მათ უცნაურ შეხვედრას არ მოჰყოლია ერთი ნახვით შეყვარება. ვერც მეგობრები გახდნენ. ამ ორს მხოლოდ ვნება აერთიანებს... ასე ჰგონიათ, ჯერჯერობით. ახალგაზრდა მამაკაცს სიყვარული არ სჭირდება, ქალს საამისოდ არ სცალია. მათი შეთანხმება იდეალური იქნება, თუ ქალი მხოლოდ და მხოლოდ ორ წესს დაიცავს: არასოდეს ჰკითხოს, რა მოხდა წარსულში და. არ ჰქონდეს მომავლის იმედი. მაგრამ მალე მიხვდებიან, რომ შეთანხმების დაცვა უჭირთ. თანდათან წესები ირღვევა და სიყვარული მახინჯი ხდება. "
16.95
დაკარგული სინათლე
ავტორი: ჯილ სანტოპოლო
სერია: წლის ბესტსელერი
მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე
ორი სიცოცხლე. ორი სიყვარული. ერთი არჩევანი. ლუსი და გეიბი ერთმანეთს 2001 წლის 11 სექტემბერს შეხვდნენ და ამ საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ორივეს სურს რაღაც მნიშვნელოვანი, ადამიანებისთვის სასარგებლო საქმე აკეთოს და არც ერთი მათგანი არ აპირებს კარიერაზე უარის თქმას, მიუხედავად იმისა, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი. გზები გაიყო – გეიბი ახლო აღმოსავლეთის ცხელ წერტილებში ფოტორეპორტაჟებზე მუშაობს, ლუსი – ნიუ-იორკში, ტელევიზიაში საბავშვო გადაცემის ავტორია. მონატრების, ეჭვიანობის, სინანულისა და შეხვედრების ცამეტი წელი გავიდა, სიყვარული არ გახუნებულა, მაგრამ მოუტანა კი მათ ბედნიერება? გვიან აღიარეს, რომ სიყვარული სინათლეა და როცა მას დათმობ, საზღაური მეტისმეტად მწარეა, ხანდახან სიცოცხლეც კი.
13
არჩევანი
ავტორი: ნიკოლას სპარქსი
მთარგმნელი: ლევან ინასარიძე
სერია: წლის ბესტსელერი
თრევის პარკერი – წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცი. მას ყველაფერი აქვს – კარგი სამსახური, სახლი ოკეანის სანაპიროზე, საოცარი ხედი ფანჯრიდან. და რაც მთავარია, ერთგული მეგობრები. თრევისის ცხოვრება ერთი დიდი ატრაქციონია: გართობა, სპორტი, თევზაობა – ის, რასაც "ნამდვილი მამაკაცები" ირჩევენ. პარკერს სიყვარულის არ სჯერა. და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის! ექსტრემალი თრევისი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გაბი – ბედნიერი ქორწინება და საუცხოო ოჯახი. სიყვარული. თუმცა, პარკერი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება! ახლა მან ბედისწერის გამოწვევას უნდა უპასუხოს! და. თქვენ რას გაიღებდით სიყვარულისთვის?
13.95
გზა საკურთხევლისკენ
ავტორი: ნიკოლას სპარქსი
მთარგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი
სერია: წლის ბესტსელერი
"გზა საკურთხევლისკენ“ ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრობილი ისტორიაა. ლენდონი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. „წიგნი, რომელსაც დიდხანს ვერ დაივიწყებ“ - ასე ახასიათებდა ამერიკული პრესა რომანს.
14.95
მატყუარა
ავტორი: ნორა რობერტსი
მთარგმნელი: ია ქვაჩახია
სერია: წლის ბესტსელერი
რომანის მთავარი გმირი შელბი-ენ ფომროი-ფოქსვორთი დაქვრივდა. ილუზიები გაქრა. კაცი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა, არა მხოლოდ მატყუარა აღმოჩნდა, არამედ, თურმე არც არსებობდა... შელბის სიმშვიდე და ახალი ცხოვრების დაწყება სურს, ამიტომაც თავის გოგონასთან ერთად შინ, სამხრეთში ბრუნდება...მაგრამ შეძლებს კი დაივიწყოს ტკივილი, იმედგაცრუება და სიცრუე? ქმრის საიდუმლო უთუოდ უნდა ამოხსნას. შელბი მზად არის დაწყებული გამოძიება დაასრულოს, რათა წასულმა აღარასოდეს შეახსენოს თავი. თუმცა, მშობლიურ ქალაქ რანდევუ-რიჯში კვლავ საფრთხე ემუქრება.
16.95